ჰადიმ სინან-ფაშა (თურქ.
22 იანვარი, 1517) — ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი 1516–1517 წლებში.
ჰადიმ სინან-ფაშა | |
---|---|
Hadım Sinan Paşa | |
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი | |
მმართ. დასაწყისი: | 26 აპრილი, 1516 |
მმართ. დასასრული: | 22 იანვარი, 1517 |
წინამორბედი: | ჰერსეკზადე აჰმედ-ფაშა |
მემკვიდრე: | დევშირმე იუნუს-ფაშა |
სულთანი: | სელიმ I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | უცნობია |
დაბ. ადგილი: | ბოროვინიჩი, ოსმალეთის ბოსნია |
გარდ. თარიღი: | 22 იანვარი, 1517 |
გარდ. ადგილი: | რიდანია, ეგვიპტე |
რელიგია: | სუნიტური, ისლამი |
ბრძოლები/ომები: | ჩალდირანის ბრძოლა მარჯ-დაბიქის ბრძოლა იაუნის-ხანის ბრძოლა რიდანიის ბრძოლა † |
სინან-ფაშა იყო ქრისტიანი მონა, საჭურისი, ბოსნიის სანჯაკიდან - ბოროვინიჩების კეთილშობილი ოჯახიდან სოფელ ბოროვინიჩიდან. სხვა წყარო კი გვამცნობს, რომ ის იყო დევშირმი მონა ალბანეთის სანჯაკიდან.
1514 წელს, იგი გახდა ანატოლიის გუბერნატორი. ჩალდირანის ბრძოლაში, სეფიანთა ირანის წინააღმდეგ, ის იყო პასუხისმგებელი მარჯვენა ფლანგიდან. ბრძოლის შემდეგ, ჰადიმ სინანი-ფაშა დაინიშნა რუმელიის გუბერნატორად, ეს თანამდებობაკი უფრო პრესტიჟული იყო, ვიდრე წინანდელი. მისი შემდგომი მისია იყო დულქადირიდსის დაპყრობა სამხრეთ თურქეთში. მან ეს მიზანი წარმატებულად შეასრულა და სულთანმა სელიმ I-მა 1516 წლის 25 აპრილს სინანი დიდ ვეზირად დანიშნა.
იგი სელიმის ფავორიტი ვეზირი იყო დიდ ვეზირებს შორის. სინან-ფაშა აქტიურად იყო ჩართული სირიისა და ეგვიპტის დაპყრობაში. 1516 წლის 28 ოქტომბერს, მან დაამარცხა ეგვიპტის მამელუქის არმია იუნის-ხანში, ღაზასთან ახლოს, პალესტინაში. მომავალ წელს, მან იბრძოლა რიდანიის ბრძოლაში (ეგვიპტე) 1517 წლის 22 იანვარს. ოსმალური ტრადიციის თანახმად, სულთანი თითქმის ყოველთვის ცენტრალურ შტაბში უნდა ყოფილიყო, მაგრამ რიდანიის ბრძოლა იყო გამონაკლისი: სელიმმა გადაწყვიტა, რომ ცენტრალურ შტაბში სინანი დაენიშნა, რათა ალყაში მოექცია მამლუქების არმია. ფლოტი წარმატებული იყო და მამლუქები დამარცხდნენ. თუმცა, ვიდრე ბრძოლა დამთავრდებოდა, მამლუქების კავალერიამ დაარბია ოსმალეთის შტაბი და მოკლა სინანი. ბრძოლის შემდეგ, სულთანმა სელიმ I-მა სინანულით აღნიშნა: მართალია, „ჩვენ მოვიგეთ ბრძოლა, მაგრამ დავკარგეთ სინანი“.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ჰადიმ სინან-ფაშა, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.