ჯუმათი

ჯუმათი — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ჯუმათი, ბოგილი, იანეთი, ძირიჯუმათი).

სოფელში არის საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი.

სოფელი
ჯუმათი
ჯუმათი
ჯუმათის ხედი ჭანიეთურის მონასტრიდან
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თემი ჯუმათი
კოორდინატები 42°00′36″ ჩ. გ. 41°57′50″ ა. გ. / 42.01000° ჩ. გ. 41.96389° ა. გ. / 42.01000; 41.96389
ფართობი 4,2 კმ²
ცენტრის სიმაღლე 120
მოსახლეობა 345 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 82,1 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ჯუმათი — საქართველო
ჯუმათი
ჯუმათი — გურიის მხარე
ჯუმათი

გეოგრაფია

მდებარეობს მდინარე სუფსის მარჯვნივ, ზღვის დონიდან 120 მ, ოზურგეთიდან 14 კმ. სოფლის უბნებია მიხაისფონი, ხარხამეთა, კიბულას ღელე და ლაშე.

ისტორია

ჯუმათი მოდის ზანური ენიდან და ნიშნავს საძმოს (ჯუმა - ძმობილი). მისი დაარსების თარიღად სავარაუდოდ ძველი წ.ა. II-I ათასწლეულების მიჯნაა მიჩნეული. სოფელში აღმოჩენილია ზედა პალეოლითის ხანის გამოქვაბული, ნაპოვნია ბრინჯაოს ნივთები და ზოდები. სოფელში განვითარებული იყო მეთუნეობა.

ჯუმათიდან ცნობილია შემთხვევით აღმოჩენილი კოლხური მონეტების განძი, რომელთაგან ერთი მონეტა მოხვდა ერმიტაჟში, ერთი კი საქართველოს ეთნოგრაფიულ საზოგადოებაში. მონეტებზე გამოსახული იყო ბერძნული ასოები. მონეტების დაბალი სინჯი და მათზე ამოკვეთილი ასოები მიუთითებენ მათ გვიანდელ ემისიაზე – ძვ. წ. IV ს-ის დასასრულზე მაინც. ჯუმათის მიდამოებში ასევე გამოვლენილია ელინისტური ხანის ნამოსახლარისა და სამაროვნის ნაშთები; შუა საუკუნეების ციხის ნანგრევები და სამაროვანი, რომლებიც 1991-1994 წლების ექსპედიციამ (ხელმძღ. ვ. სადრაძე) გამოავლინა.

1860-იან წლებიდან სექტემბერში იმართებოდა 5 დღიანი ბაზრობა. 1881 წელს სოფელში გაიხსნა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლა, რომლის დირექტორი იყო მელენტი ჩხარტიშვილი. 1892 წელს დადგა საკითხი სოფელში სკოლისთვის შენობის აშენებისა. 1899 წელს ჯუმათის სასოფლო საზოგადოება ქუთაისის სახალხო სკოლების დირექციისგან ითხოვდა ერთ მასწავლებელს, დარაჯისა და გათბობის ფულს. სასოფლო საზოგადოებამ ასევე გამოჰყო ადგილი სკოლის მშენებლობისთვის, მათ ოზურგეთის მაზრის უფროს ლაზარენკოს სთხოვეს სკოლის გადაკეთება ორკლასიანად. სოფლის სკოლის გაუმჯობესებისთვის მოღვაწეობდნენ სოფლის მოსამართლე ბ, ჩხარტიშვილი, ე. გოგუა, მღვდლები სამსონ დარჩია, ივანე და იოსებ კანდელაკები, მასწავლებელი გაბუნია. 1912 წელს გაიხსნა სოფლის ბიბლიოთეკა.

საბჭოთა პერიოდში სოფელში მოჰყავდათ ჩაი (240 ჰა), ტუნგი (60 ჰა) და ციტრუსები (25 ჰა). ჯუმათის სტალინის სახელობის კოლმეურნეობა რაიონში სიმდიდრით მესამე იყო ნატანებისა და შრომის შემდეგ. 1957 წელს ჯუმათში მოეწყო სოფლის ცენტრი გორაკის წვერზე, ყველა მხრიდან დასანახ ადგილზე, იქვე აშენდა ადმინისტრაციული სახლი, სკოლა და კლუბი. ცენტრის გაშენების დროს დაანგრიეს გურიელთა სასახლის ნაშთები და ბაილეთის ეკლესია.

მოსახლეობა

1870-იან წლებში სოფლის მოსახლეობა 278 კომლი იყო. 1937 წელს სოფელში ცხოვრობდა 349 ოჯახი, 552 ადამიანი, აქედან 299 კაცი და 253 ქალი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1874 1946
1883 ჯუმათი  1573
1893 ჯუმათი  2216
1902 ჯუმათი  2440 1263 1177
1908 ჯუმათი  387
1911 ჯუმათი  1271
1937 ჯუმათი  552 299 253
2002 ჯუმათი  311
2014 ჯუმათი  345 181 164

ცნობილი ადამიანები

ჯუმათში დაიბადნენ:

ლიტერატურა

სქოლიო

Tags:

ჯუმათი გეოგრაფიაჯუმათი ისტორიაჯუმათი მოსახლეობაჯუმათი ცნობილი ადამიანებიჯუმათი ლიტერატურაჯუმათი სქოლიოჯუმათიბოგილიგურიის მხარეთემიიანეთი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)ოზურგეთის მუნიციპალიტეტისაქართველოსოფელიძირიჯუმათი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

წინადადებასაქართველოს ბრძოლების სიარადიაციავილი სანიოლიმიწისძვრასაბერძნეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიინდონეზიასაქართველო XII-XIII საუკუნეებშიისლამი9 აპრილის ტრაგედიანაკრძალიHelladosპენალტების სერიაპოსტერიკალიებიწმინდა ნინონატრიუმიStray Kids (ჯგუფი)ხემარწყვააფრიკაოქსიდიგრიგორიანული კალენდარიკაცია-ადამიანი?!ნეიტროფილებიჟანგვა-აღდგენითი რეაქციებიანტიკური ხანაკანონიერი ქურდისაქართველოს სახელმწიფო გერბიპარიზის ღვთისმშობლის ტაძარიმსოფლიო მემკვიდრეობაფიზიკანიადაგითემურ ქეცბაიაჭადრაკილუი XIVაჰმედ Iსაქართველოს სატელეფონო კოდებინიკეის პირველი საეკლესიო კრებადიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენააბსცისაჩერნობილის კატასტროფასაჰარაღირსების მედალიცივი ომინიკოლოზ ბარათაშვილიგიორგი II (საქართველოს მეფე)ავაზაამირანი (მითოლოგია)ჟიული შარტავასოლომონ კვირკველიააღმოსავლეთი კავკასიონიკალანდაირაკლი აზაროვისაბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიგასტრიტილამპრობაგიორგი სააკაძელეონარდო და ვინჩისამხრეთ აფრიკის რესპუბლიკალევან კობიაშვილიჩეხეთის რესპუბლიკის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებინაპოლეონ ბონაპარტიკვარცისაქართველო XVII საუკუნეშითეთრი დათვისაერთაშორისო ურთიერთობებიმურად IVგორიელდარის დაბლობიკალათბურთიალბანეთისოლომონ მეფეაიეტი (მითოლოგია)დიეგო მარადონაინგლისის რევოლუციავენდეტაბერძენ-სპარსელთა ომებიტემპერამენტის ტიპებისაფრანგეთის რევოლუცია🡆 More