სუფსა: მდინარე საქართველოში, გურიის მხარეში

სუფსა — მდინარე დასავლეთ საქართველოში, ყველაზე გრძელი და წყალუხვი მდინარე გურიაში.

სუფსა: გეოგრაფია, ისტორია, გალერეა სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სუფსა (მრავალმნიშვნელოვანი).

სუფსა ერთადერთი მდინარეა, რომელიც გურიის მხარის სამივე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება. გურიის ქედით გამოყოფილია მდინარე რიონის ხეობისაგან, ხოლო ნასაკირალის სერით მდინარე ნატანების ხეობისაგან. სუფსის ნაპირზე მდებარეობს დაბა ჩოხატაური.

სუფსა
სუფსა: გეოგრაფია, ისტორია, გალერეა
ხიდი მდინარე სუფსაზე ძიმითსა და ნასაკირალს შორის
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები გურიის მხარე
ქალაქები ჩოხატაური
სათავე მეფისწყარო
41°50′24″ ჩ. გ. 42°39′21″ ა. გ. / 41.84000° ჩ. გ. 42.65583° ა. გ. / 41.84000; 42.65583
სათავის მდებარეობა მესხეთის ქედი
სათავის სიმაღლე 2800 მ
შესართავი შავი ზღვა
42°01′09″ ჩ. გ. 41°45′09″ ა. გ. / 42.01917° ჩ. გ. 41.75250° ა. გ. / 42.01917; 41.75250
შესართავის მდებარეობა სოფელი გრიგოლეთი
შესართავის სიმაღლე 0 მ
სიგრძე 117 კმ
აუზის ფართობი 1130 კმ²
წყლის ხარჯი (მინ.) 4 მ³/წმ
წყლის ხარჯი (საშ.) 46 მ³/წმ
წყლის ხარჯი (მაქს.) 700 მ³/წმ
სუფსა: გეოგრაფია, ისტორია, გალერეა
სუფსა — გურიის მხარე
სუფსა
სუფსა
სუფსა: გეოგრაფია, ისტორია, გალერეა — სათავე, სუფსა: გეოგრაფია, ისტორია, გალერეა — შესართავი
სუფსა: გეოგრაფია, ისტორია, გალერეა სუფსა ვიკისაწყობში

გეოგრაფია

სათავე აქვს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე მწვერვალ მეფისწყაროსთან, ზღვის დონიდან 2800 მეტრ სიმაღლეზე. ერთვის შავ ზღვას სოფელ გრიგოლეთთან. სიგრძე 117 კილომეტრი, მდინარის აუზის ფართობი 1130 კვ.კმ. მთავარი შენაკადებია გუბაზეული, ბახვისწყალი, ბარამიძისწყალი, შუთი. აუზის ჩრდილოეთი საზღვარი გურიის ქედს გასდევს, სამხრეთი — მესხეთის ქედსა (ზემო დინებაში) და ნასაკირალის სერს (ქვემოწელში). აუზი აგებულია ტუფოგენური ქანებით, ქვაშაქვებით, ქვიშნარ-კონგლომერატული ნალექებით, თიხებით. სათავის მონაკვეთზე აუზი შემოსილია სუბალპური მდელოს მცენარეულობით, 2000 მ-ზე ქვემოთ — ტყით, რომლის შემადგენელია სოჭი, ფიჭვი, წიფელი, რცხილა, მუხა და სხვა. სოფელ ბუკისციხის ქვემოთ აუზის დიდი ნაწილი უკავია სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. იცის წყალმოვარდნები (წელიწადში 16—27-ჯერ). გაზაფხულის წყალდიდობა შედარებით ხანმოკლეა. მდინარის წყლის რეჟიმი უმთავრესად დამოკიდებულია ატმოსფერული ნალექების რაოდენობასა და ინტენსივობაზე, მაქსიმალური ხარჯი სოფელ ხიდმაღალასთან 700 მ³/წმ აღწევს, მინიმალური ხარჯი ქვემო დინებაში 4 მ³/წმ, საშუალო მრავალწლიური ხარჯი შესართავთან — 46 მ³/წმ.

ისტორია

სახელწოდება სუფსას თავდაპირველი ფორმაა სურ-ფსა. მდინარე სათავეს სურების მთებში იღებს. მისი სახელი სურების წყალს უნდა ნიშნავდეს. მდინარე სუფსა მოგროსის ბერძ. Μῶγρος სახელით და ნატანები (ისისი) პირველად მოხსენიებული აქვს ბერძენ გეოგრაფ ფსევდო სკილაქს კარიადნელს, პლინიუს უფროს და ფლავიუს არიანეს. ახ. წ. IV საუკუნეში გეოგრაფმა კასტორიუსმა ამ მდინარეთა შესართავები დაიტანა რუკაზე „Tabula Peutingeriana“. ეს მდინარეები სხვებთან ერთად ანტიკური პერიოდიდან აკავშირებდა რომის აღმოსავლეთ პროვინციებს დასავლეთ საქართველოსთან. ამ გზით გაჰქონდათ ბიზანტიელებს ნედლეული და შემოჰქონდათ ნაწარმი. სუფსაზე ნაოსნობა XIX საუკუნემდე გრძელდებოდა. 1817 წელს რუსეთის არმიის შტაბსკაპიტნის, ენსგოლმის მიერ შედგენილი დასავლეთ საქართველოს აღწერილობის თანახმად სუფსაზე სამდინარო ნავები მდინარე ბახვისწყლის შესართავამდე, ზღვიდან 26 კმ დაშორებით ადიოდნენ. XIX საუკუნის ბოლოსთვის ასეთი 25-30 ბრტყელძირიანი ნავი იყო, თითოეულის ტვირთმზიდაობა 1,5-დან 5 ტონამდე ადიოდა.

გალერეა

ლიტერატურა

სქოლიო

Tags:

სუფსა გეოგრაფიასუფსა ისტორიასუფსა გალერეასუფსა ლიტერატურასუფსა სქოლიოსუფსაგურიაგურიის მხარეგურიის ქედიმდინარენასაკირალის სერინატანებირიონისაქართველოჩოხატაური

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ავსტრიასოზარ სუბარინაღვლის ბუშტიგამარჯვების დღემილიმეტრისოკოებიგოდერძის უღელტეხილიაღდგომადუბაის საამიროანარქიზმიბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)კილომეტრისოციალიზმიშოთა რუსთაველიგელათის მონასტერიევერესტიტროპიკული სარტყლებიმიხეილ ლომონოსოვიალუმინისეკულარიზმისლოვენიარკინამონაკოქართველები რუსეთშირთველიოსმალეთის იმპერიაერითროციტებიმორფოლოგია (ენათმეცნიერება)რესპუბლიკავენდეტაქართველი მწერლების სიაფილტვებიზღარბისებრნიფობიების სიასერგო ორჯონიკიძეანა კალანდაძებორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი18 აპრილიადამიანირიონიდაცული ტერიტორიაპარიზიინსულტითევდორე კველთელიფეხბურთის წესებინაკიანი წელიწადინიადაგიკვიპროსიკრიშტიანუ რონალდულიტრიკომუნიზმივლადიმერ ლენინიიოჰან სებასტიან ბახიმსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითდიმიტრი ყიფიანიკუთხეიულონ გაგოშიძემარსიალეგორიამერაბ მამარდაშვილიეგრისის დიდი ომირეფერენდუმისაქართველოს სამეფოარსებითი სახელივიკიპედიაკაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდასისხლის მიმოქცევის სისტემარელიგია საქართველოშისაქართველო IX-X საუკუნეებშიხელოვნებაფარსმან II ქველისაქართველოს ტერიტორიული მოწყობაექვთიმე თაყაიშვილიმერაბ კოსტავააფხაზეთის ომი (1992-1993)ბოლნისის სიონირუმინეთიაგენტი🡆 More