ძველი აღთქმა — საერთო წმინდა ტექსტი (წიგნთა კრებული) იუდაიზმისა და ქრისტიანობისა.
პირველი, უძველესი ნაწილი ქრისტიანული ბიბლიისა, უძველესი ებრაული წმინდა წერილი (ებრაული ბიბლია — თანახი).
ტერმინი „აღთქმა“ შეესაბამება ებრაულ სიტყვას ბერიტ ლათინურად testamentum - ტესტამენტუმ, ბერძნულათ კი Διαθήκη - დიათიკე „კავშირი, შეთანხმება, კონტრაქტი, დაბეჭდვა ან ბეჭედის დასმა (ტესტამენტუმ) ყველაზე ნათლად მისი ლათინური გამოთქმა გამოხატავს მის მნიშვნელობას“.
ძველაღმოსავლური წესი შეთანხმების დადებისა ორ მხარეს შორის მოცავდა მსხვერპლის შეწირვასა და წყევლის წარმოთქმას მის დამრღვევზე. ამის შემდეგ მხარეები გაივლიდნენ დაკლული მსხვერპლის ორ ნაწილს შორის და თავიანთ კავშირს ამტკიცებდნენ დაღვრილი სისხლით. ამ შეთანხმების სახსოვრად დებდნენ ქვას, ან რგავდნენ ხეს, უწოდებდნენ რა მათ ცის წინაშე მოწმეებს ამ შეთანხმებისა.
ვასალური დამოკიდებულებისგან განსხვავებით, რომელშიც იძულებითი მფარველობის მიღება იგულისხმება, ჭეშმარიტი კავშირი - ეს კავშირია თანასწორთა შორის. მისი საფუძველი ურთიერთპატივისცემა და ნებაყოფლობითი თანხმობაა მისი წარმომადგენელ მხარეებს შორის, რაც განაპირობებს მათ ნებელობით თავისუფლებას და შესაძლებლობას მისი გაუქმებისა, გაწყვეტისა, საპასუხო დამსჯელობითი სანქციების შიშის გარეშე. დაახლოებით მოცემული პირობების მსგავსად განისაზღვრება განსაკუთრებული ხასიათი ძველ აღთქმაში ღმერთსა და ადამიანებს შორის ურთიერთკავშირი. მას საფუძველი ჯერ კიდევ სამოთხეში დაედო, რომელიც დაირღვა ადამის ცოდვით დაცემით. ასეთივე საყოველთაო ხასიათით გამოირჩევა აღთქმა ნოესთან, და მისი მეშვეობით, მთელს ქმნილ სამყაროსთან. რჩეული გამოცხადების დამცველთა წრე ვიწროვდება აბრაამთან და მის შთამომავლებთან აღთქმით, სინას მთის აღთქმა კი განსაზღვრავს საბოლოო ხასიათს ძველი აღთქმისა: ისრაელი ხდება უფლის რჩეული ერი, რომელსაც მიეცა ქანაანის მიწა, უფლის მფარველობა და დახმარება. ისტორიული დანიშნულება ისრაელისა - არა მხოლოდ „ზეციური მეუფების“ მიწაზე დამყარება, არამედ მაგალითად ყოფნა მეზობელი ხალხებისათვის - სინათლედ ყოფნა წარმართთათვის. ისრაელმა დაივიწყა თავისი დანიშნულება და მისი უფლის მიერ რჩეულობა მხოოდდამხოლოდ ეთნიკური ქედმაღლობის საბაბად იქცა.
იესო ქრისტეს შობამდე 6 საუკუნით ადრე იერემია წინასწარმეტყველმა იწინასწარმეტყველა ძველი, ნაციონალურ პოლიტიკური ილუზიების დანგრევა და ახალი კავშირის „დადება“ ღმერთსა და ადამიანებს შორის მხოლოდდამხოოდ სულიერ საფუძვლებზე. ქრისტიანობა წარმოშობისთანავე ცხოვრობდა იმ რწმენით, რომ იერემიას წინასწარმეტყველება განხორციელდა, ძველი შეთანხმება ღმერთსა და ადამიანებს შორის ერთი ერის მეშვეობით, შეიცვალა ახალი კავშირით-აღთქმით, რომეიც დადებუია მთეს კაცობრიობასთან ძე ღმრთისას განკაცებისა და მისი გამომხსნელობითი მსხვერპის მეშვეობით. თავად იესო ქრისტემ საიდუმლო სერობაზე მიანიშნა განსხვავებაზე ყოფიერების ამ ორ მდგომარეობას შორის „ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისაჲ, მრავალთათჳს დათხეული მისატევებელად ცოდვათა“. ამიტომაც ბიბლია, როგორც მსოფლიო ისტორია, იყოფა ორ პერიოდად: ქრისტეს შობამდე და ქრისტეს შობიდან, ან კიდევ ეპოქა ძველი აღთქმისა და ეპოქა ახალი აღთქმისა.
ძველი აღთქმის წიგნები იყოფა კანონიკურ და არაკანონიკურ წიგნებად. მათ შორის არსებული განსხვავება ისაა, რომ კანონიკური წიგნები უფრო ძველია, დაწერილი დაახლოებით XV-V საუკუნეებში ქრისტეს შობამდე, არაკანონიკური წიგნები კი შედარებით გვიან IV-I საუკუნეებში ქრისტეს შობამდე.
შინაარსის მიხედვით ძველი აღთქმის წიგნებში გამოყოფენ შემდეგ კატეგორიებს:
ქართული დასახელება | ლათინური დასახელება | ბერძნული დასახელება | რუს. | ინგლ. | სახელწოდება თანახში |
---|---|---|---|---|---|
დაბადება (დაბ.) | Genesis | Γένεσις | Быт. | Gen | בְּרֵאשִׁית |
გამოსვლა (გამ.) | Exodus | Ἔξοδος | Исх. | Ex | שְׁמוֹת |
ლევიანნი (ლევ.) | Leviticus | Λευϊτικòν | Лев. | Lev | וַיִּקְרָא |
რიცხვნი (რიცხ.) | Numeri | Ἀριθμοὶ | Чис. | Num | בְּמִדְבַּר |
მეორე რჯული (რჯლ.) | Deuteronomium | Δευτερονόμιον | Втор. | Deut | דְּבָרִים |
იესო ნავეს ძე (იესო) | Iosue | Ἰησοῦς | Нав. | Josh | יְהוֹשֻׁעַ |
მსაჯულნი (მსაჯ.) | Iudicum | Κριταὶ | Суд. | Judg | שׁוֹפְטִים |
რუთი (რუთ.) | Ruth | Ροὺθ | Руф. | Ruth | רוּת |
პირველი მეფეთა (1 მეფ.) | I Samuelis | Βασιλειων Α' | 1Цар | 1Sam | שְׁמוּאֵל א׳ |
წიგნი მეორე მეფეთა (2 მეფ.) | II Samuelis | Βασιλειων Β' | 2Цар | 2Sam | שְׁמוּאֵל ב׳ |
წიგნი მესამე მეფეთა (3 მეფ.) | I Regum | Βασιλειων Γ' | 3Цар | 1Kings | מְלָכִים א׳ |
წიგნი მეოთხე მეფეთა (4 მეფ.) | II Regum | Βασιλειων Δ' | 4Цар | 2Kings | מְלָכִים ב׳ |
პირველი ნეშტთა (1 ნეშტ.) | I Paralipomenon | Παραλειπομένων Α' | 1Пар | 1Chron | דִּבְרֵי הַיָּמִים א׳ |
წიგნი მეორე ნეშტთა (2 ნეშტ.) | II Paralipomenon | Παραλειπομένων Β' | 2Пар | 2Chron | דִּבְרֵי הַיָּמִים ב׳ |
პირველი ეზრა (1 ეზრ.) | Esdrae | Ἒσδρας | Езд | Ezra | עֶזְרָא |
ნეემია (ნეემ.) | Nehemiae | Νεεμιας | Неем | Neh | נְחֶמְיָה |
ტობითი (ტობ.) | Tobias | Τωβιθ | Тов | Tob | טובי |
ივდითი (ივდ.) | Judith | Ιουδίθ | Иудифь | Judith | יְהוּדִית |
ესთერი (ესთ.) | Esther | Ἐσθὴρ | Есф | Esther | אֶסְתֵּר |
იობი (იობ.) | Iob | Ἰῶβ | Иов | Job | אִיּוֹב |
ფსალმუნნი (ფსალმ.) | Psalmorum | Ψαλμοὶ | Пс / Псал | Ps | תְּהִלִּים |
იგავნი სოლომონისა (იგავ.) | Proverbiorum | Παροιμιαι | Прит | Prov | מִשְׁלֵי |
ეკლესიასტე (ეკლ.) | Ecclesiasticus | Ἐκκλησιαστὴς | Екк | Eccles | קֹהֶלֶת |
ქებათა-ქება სოლომონისა (ქებ.) | Canticum Canticorum | ᾎσμα | Песн | Song | שִׁיר הַשִּׁירִים |
ესაია წინასწარმეტყველი (ეს.) | Isaiae | Ἠσαΐας | Ис / Исаи | Is | יְשַׁעְיָהוּ |
იერემია წინასწარმეტყველი (იერ.) | Ieremiae | Ιερεμίας | Иер | Jer | יִרְמְיָהוּ |
გოდება იერემიასი (გოდ.) | Lamentationes | Θρῆνοι | Плач | Lam | אֵיכָה |
ეზეკიელ წინასწარმეტყველი (ეზეკ.) | Ezechielis | Ἰεζεκιὴλ | Иез | Ezek | יְחֶזְקֵאל |
დანიელ წინასწარმეტყველი (დან.) | Danielis | Δανιὴλ | Дан | Dan | דָּנִיֵּאל |
ოსია წინასწარმეტყველი (ოს.) | Osee | Ὡσηὲ | Ос | Hos | הוֹשֵׁעַ |
იოველ წინასწარმეტყველი (იოვ.) | Ioel | Ἰωὴλ | Иоил | Joel | יוֹאֵל |
ამოს წინასწარმეტყველი (ამოს) | Amos | Ἀμὼς | Амос | Amos | עָמוֹס |
აბდია წინასწარმეტყველი (აბდ.) | Abdiae | Ἀβδιοὺ | Авд | Obad | עֹבַדְיָה |
იონა წინასწარმეტყველი (იონ.) | Ionae | Ἰωνᾶς | Иона | Jon | יוֹנָה |
მიქა წინასწარმეტყველი (მიქ.) | Michaeae | Μιχαίας | Мих | Mic | מִיכָה |
ნაუმ წინასწარმეტყველი (ნაუმ.) | Nahum | Ναοὺμ | Наум | Nahum | נַחוּם |
აბაკუმ წინასწარმეტყველი (აბაკ.) | Habacuc | Αμβακοὺμ | Авв | Hab | חֲבַקּוּק |
სოფონია წინასწარმეტყველი (სოფ.) | Sophoniae | Σοφονίας | Соф | Zeph | צְפַנְיָה |
ანგია წინასწარმეტყველი (ანგ.) | Aggaei | Ἁγγαῖος | Агг | Hag | חַגַּי |
ზაქარია წინასწარმეტყველი (ზაქ.) | Zachariae | Ζαχαρίας | Зах | Zech | זְכַרְיָה |
მალაქია წინასწარმეტყველი (მალ.) | Malachiae | Μαλαχίας | Мал | Mal | מַלְאָכִי |
This article uses material from the Wikipedia ქართული article ძველი აღთქმა, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.