ქოფეთდაღის ნაკრძალი (თურქმ.
დაარსდა 1976 წელს. ფართობი 49 800 ჰა, რომელთაგან 46 000 ჰა-ს ტყე იკავებს, ხოლო 3 600 ჰა-ს მდელო. შეიქმნა მთის სტეპებისა და ტყეების ეკოსისტემების შენახვისა და კომპლექსური შესწავლისათვის. დაცული ტერიტორია მოიცავს ცენტრალური ქოფეთდაღის მაღალი და საშუალო მთების სარტყელს. დამახასიათებელია მთიანი რელიეფი. ქედები დანაწევრებულია ღრმა ხეობებითა და ხევებით. ჩრდილო ნაწილი მოქცეულია ციცაბო კლდოვან ფერდობებზე, ხოლო სამხრეთი ნაწილი მოსწორებულია.
ქოფეთდაღის ნაკრძალი Köpetdag goraghanasy | |
---|---|
მდებარეობა | ახალის ველაიათი |
ქვეყანა | თურქმენეთი |
კოორდინატები | 37°44′02″ ჩ. გ. 58°16′12″ ა. გ. / 37.73389° ჩ. გ. 58.27000° ა. გ. |
ფართობი | 497 კმ² |
დაარსდა | 1976 წ. |
მმართველი ორგანო | თურქმენეთის ბუნების დაცვის სამინისტრო |
ოფიციალური საიტი | ქოფეთდაღის ნაკრძალი |
ქოფეთდაღის ნაკრძალი შედგება ზღვის დონიდან 700-2800 მ სიმაღლეზე მდებარე ოთხი ცალკეული ნაწილისაგან. კლიმატი მშრალია, კონტინენტური. იმყოფება ყარაყუმიდან და ირანის უდაბნოებიდან წამოსული ცხელი და გვალვიანი ჰაერის ზეგავლენის ქვეშ. სხვადასხვა მონაკვეთებზე ჰაერის საშუალოწლიური ტემპერატურა იცვლება 7-დან 16 °C-მდე. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 29 °C, იანვრისა — 0,5 °C. ნალექების საშუალოწლიური რაოდენობა 230-350 მმ.
ქოფეთდაღის ნაკრძალთან მოქმედებს 2 აღკვეთილი და 2 ბუნების ძეგლი. გვხვდება ძუძუმწოვრების 68 სახეობა, მათ შორის ჯიქი, ურიალი, თაფლიჭამია მაჩვი, აფთარი, ჭრელტყავა და სხვა. ნაკრძალში არის ფრინველთა 280 სახეობა, რომელთაგან აღსანიშნავია: კოლხური ხოხობი, ბატკანძერი, ბარი და სხვა.
XIX საუკუნის ბოლოდან ქოფეთდაღის ფაუნა მნიშვნელოვნად არის გაღარიბებული, შემორჩენილი არ არის ავაზა, ვეფხვი, ქურციკი და კანჯარი. გვხვდება უმაღლესი მცენარეების 960-ზე მეტი სახეობა, მათ შორის თელა, ნეკერჩხალი, ფშატი, კავკასიური აკაკი, ლეღვი, ტყემალი, კუნელი, კოწახური, ვაშლანა, ნუში, ცხენისმუხლა.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ქოფეთდაღის ნაკრძალი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.