საქართველო V საუკუნეში

ეს სტატია არის ნაწილი სერიისა:

საქართველო V საუკუნეში

საქართველოს ისტორია

წინაისტორიული საქართველო
საქართველო ძვ. წ. VI-ახ. წ. III საუკუნეებში
საქართველო IV საუკუნეში
საქართველო V საუკუნეში
საქართველო VI საუკუნეში
საქართველო VII საუკუნეში
საქართველო VIII საუკუნეში
საქართველო IX-X საუკუნეებში
საქართველო XI საუკუნეში
საქართველო XII-XIII საუკუნეებში
საქართველო XIII საუკუნეში
საქართველო XIV საუკუნეში
საქართველო XV საუკუნეში
საქართველო XVI საუკუნეში
საქართველო XVII საუკუნეში
საქართველო XVIII საუკუნეში
საქართველო XIX საუკუნეში
საქართველო XX საუკუნეში
საქართველო XXI საუკუნეში
დაფა: იხ.  განხ.  რედ.

საქართველო V საუკუნეში ორისამეფოს სახით არსებობდა, აღმოსავლეთში ქართლის სამეფო ცდილობდა სასანიდური ირანისგან დამოუკიდებლობის მოპოვებას, ხოლო დასავლეთში ეგრისის სამეფო ცდილობდა გაეთავისუფლებინა თავი ბიზანტიისგან.

საქართველო V საუკუნეში
ვახტანგ I გორგასალი
საქართველო V საუკუნეში
კავკასია V საუკუნეში
საქართველო V საუკუნეში
ქართული ასომთავრული წარწერა ბოლნისის სიონზე
საქართველო V საუკუნეში
უჯარმა

ქართლის სამეფო

V საუკუნის I ნახევარში სასანიანთა ირანმა გააქტიურა დამპყრობლური პოლიტიკა. 428 წელს ირანმა გააუქმა მეფობა სომხეთში. სომხეთი გადაიქცა ირანის პროვინციად, რომელსაც შაჰის მოხელე მარზპანი მართავდა. იეზდიგერდ II-მ დაიწყო კავკასიაში ზოროასტრიზმის გავრცელება. მან ამ მიზნით დაიბარა კავკასიის ქვეყნების დიდებულები, მათ შორის ქართლის პიტიახში არშუშა. არშუშა შაჰმა მძევლად დაიტოვა, ხოლო კავკასიაში გაგზავნა მოგვები ზოროასტრიზმის საქადაგებლად და ქრისტიანული ტაძრების დასანგრევად. ამას სომხეთსა და ალბანეთში 450-451 წლებში დიდი აჯანყება მოჰყვა. ქართლში აჯანყებას სათავეში არავინ ჩადგომია, რადგან გავლენიანი ქართველი დიდაზნაური არშუშა შაჰის მძევალი იყო. 451 წელს გაიმართა ქალკედონის საეკლესიო კრება, რომელმაც ერთადერთ ჭეშმარიტ რწმენად დიოფიზიტობა აღიარა. ქართლსა და აღმოსავლეთ რომის იმპერიაში (ბიზანტია) დიოფიზიტობა დამკვიდრდა. ირანმა, ბიზანტიის საპირისპიროდ, მხარი მონოფიზიტობას დაუჭირა. ასეთ სიტუაციაში ქართლში გამეფდა ვახტანგ გორგასალი.

ვახტანგ გორგასალი

ვახტანგ გორგასლის დაბადების თარიღი ქართულ ისტორიოგრაფიაში სადავოა. ძირითადი გავრცელებული მოსაზრებაა, რომ მან ტახტი V საუკუნის შუა წლებში დაიაკავა და II ნახევარში მეფობდა. მისი მცირეწლოვანობის დროს სამეფოს ვახტანგის დედა საგდუხტი მართავდა. ვახტანგის მცირეწლოვნობის დროს ჩრდილოეთ კავკასიიდან ქართლში შეიჭრნენ ალანები და ქართლის დიდი ნაწილი ააოხრეს, თუმცა ციხე-ქალაქები ვერ აიღეს. ალანებმა მხოლოდ კასპის აღება მოახერხეს და ვახტანგის სამი წლის და მირანდუხტი გაიტაცეს. 15 წლის ასაკში ვახტანგმა სათათბიროდ მოიწვია ერისთავები და ჯუანშერ სპასპეტი. მათთან ერთად ვახტანგმა ჩრდილო კავკასიაში ლაშქრობა დაგეგმა. ლაშქრობა წარმატებით დასრულდა, მაის შემდეგ ვახტანგმა დასავლეთ საქართველო დალაშქრა და იქედან ბიზანტიელები განდევნა. დასავლეთ საქართველო ვახტანგ გორგასალმა 466-469 წლებში დაიპყრო. მან აქ დააარსა არგვეთის, თაკვერის, ეგრისისა და სვანეთის საერისთავოები. საზღვარი მდინარე კელასურზე გადიოდა. ვახტანგ გორგასალმა ბიზანტიელებს უკან დაახევინა სამხრეთ საქართველოდანაც. აქ ვახტანგმა ციხე-ქალაქი არტანუჯი დააარსა. ვახტანგი პირველი და მეორე ცოლების მეშვეობით დაუზავდა ბიზანტიასა და ირანს. მან ირანს ქართლში ქრისტიანობის დევნაზე უარი ათქმევინა ქართლის სამხედრო დახმარების სანაცვლოდ. ვახტანგი ირანს შუა აზიაში კიდარიტებთან, ჰეფთალითებთან და ქუშანებთან ბრძოლაში დაეხმარა. სამშობლოში დაბრუნებულმა ვახტანგმა დაიწყო მეფის ხელისუფლების განმტკიცება. აღმოსავლეთით ვახტანგის სამეფოში შედიოდა კამბეჩოვანი, ჰერეთი და წუქეთი. ვახტანგის სამეფო მოიცავდა ცხრა საერისთავოსა და ერთ სასპასპეტოს.

ვახტანგ გორგასლის დროს ქართლის სამეფოს საზღვრები საკმაოდ გაფართოებული იყო. მასში შედიოდა ჰერეთი და დასავლეთ საქართველოს ნაწილი. სამეფოში არსებობდა 9 საერისთავო: ჰერეთის, კახეთის, ხუნანის, სამშვილდის, წუნდის, ოძრხის, კლარჯეთის, არგვეთის და თაკვერის, სვანეთის და შიდა ეგრისის. შიდა ქართლი კვლავ სპასპეტს ემორჩილებოდა. ვახტანგ გორგასალი აშენებდა ქალაქებს. გარდა არტანუჯისა, მან ააშენა უჯარმა, ჭერემი, ხორნაბუჯი, ნეკრესი და დაიწყო თბილისის მშენებლობა.

ქართველ დიდებულთა ნაწილი ღიად უჭერდა მხას ირანს. მათ შორის ყველაზე გავლენიანი იყო ვარსქენ პიტიახში, რომელიც საკუთარი ნებით ეახლა შაჰ პეროზ I–ს და მიიღო ზოროასტრიზმი. ვარსქენს დაუპირისპირდა მეუღლე შუშანიკი, რომელიც ვარსქენმა სასტიკად აწამებებინა. შემდგომში საქართველოს ეკლესიამ შუშანიკი წმინდანად შერაცხა. 482 წელს ვახტანგ გორგასალმა დაიწყო ირანის წინააღმდეგ აჯანყება ვარსქენ პიტიახშის მოკვლით. ვახტანგს მხარი დაუჭირეს სომხებმა ვაჰან მამიკონიანის მეთაურობით, ასევე მას ჰქონდა ჰუნების მხარდაჭერის იმედი, თუმცა მხოლოდ 300 ჰუნი მეომარი გამოვიდა მის დასახმარებლად. 483 წელს გამართულ ბრძოლაში ქართველთა და სომეხთა გაერთიანებული ჯარი დამარცხდა. 484 წელს ქართლში ირანის ჯარი შევიდა ჰაზარავუხტის სარდლობით. ვახტანგმა თავი დასავლეთ საქართველოს შეაფარა. შაჰ პეროზის გარდაცვალების გამო ჰაზარავუხტი უკან დაბრუნდა. შაჰ ბალაშის დროს ირანი შედარებით დასუსტებული იყო. ამ დროს აღდგა მეფობა ალბანეთში და ნახარართა უფლებები სომხეთში. ვახტანგმა შეძლო ქართლში დაბრუნება.

ვახტანგს კონფლიქტი მოუვიდა მცხეთის მთავარეპისკოპოს მიქაელთან. ქართულ ისტორიოგრაფიაში კონფლიქტის მიზეზებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. ერთ–ერთ სავარაუდო მიზეზად სახელდება 451 წელს გამართული ქალკედონის საეკლესიო კრება და დაპირისპირება დიოფიზიტობასა და მონოფიზიტობას შორის. ფაქტია, რომ ვახტანგმა მოახერხა მიქაელის ნაცვლად პეტრეს დანიშნვნა. პეტრე უკვე კათოლიკოსის სტატუსით დაინიშნა ქართლში, რაც ქართლის ეკლესიის ავტოკეფალიას ნიშნავდა. მცხეთის ეპისკოპოსად დაინიშნა სამოელი, ახალი ეპისკოპოსები დაინიშნენ კლარჯეთში, ახიზში, არტაანში, ერუშეთში, ჯავახეთში, წუნდაში, მანგლისში, ბოლნისში, რუსთავში, ნინოწმინდაში, უჯარმაში. ამათგან ზოგიერთი ახალი საეპისკოპოსო იყო.

492-499 წლებში სომხეთი აჯანყდა ირანის წინააღმდეგ. შაჰმა კავად I–მა 499-502 წლებში გაილაშქრა სომხეთისა და ქართლის წინააღმდეგ. სამგორის ვაკეზე გამართულ ბრძოლაში ვახტანგი სასიკვდილოდ დაჭრეს იღლიის ქვეშ. ის უჯარმაში გარდაიცვალა და დაკრძალეს სვეტიცხოველში, სადაც მისივე ბრძანებით ბაზილიკის ტიპის ტაძარი იყო აშენებული.

თბილისი

ვახტანგის ძემ დაჩიმ დაასრულა თბილისის მშენებლობა და ქართლის დედაქალაქი თბილისში გადაიტანა. ამავე დროს აშენდა თბილისში ქართლის ერთ-ერთი უძველესი ტაძარი ანჩისხატი. დაჩის შემდეგი მეფეები თბილისში ისხდნენ მეფობის გაუქმებამდე. მეფობის გაუქმების შემდეგ თბილისში იჯდა შაჰის მოხელე, მარზპანი და ქართლის ერისმთავარი.

მცხეთიდან თბილისში დედაქალაქის გადატანა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. თბილისს ჰქონდა მოხერხებული მდებარეობა, ქვაბულში მოქცეული და მთებით გარშემორტყმული ქალაქი მარტივი დასაცავი იყო, ის კეტავდა სამხრეთ-აღმოსავლეთიდან შიდა ქართლისენ მიმავალ გზას, ასევე თბილისი მტკვრის ხეობაში გამავალ სავაჭრო-საქარავნო გზაზე მდებარეობდა.

დასავლეთ საქართველო

V საუკუნის II ნახევარში დასავლეთ საქართველოს ნაწილი (არგვეთი, თაკვერი, სვანეთი), ქართლის სამეფოს შემადგენლობაში მოექცა. ეგრისის მეფე გუბაზ I-მა მოინდომა ბიზანტიის იმპერიის მორჩილებიდან გამოსულიყო და ტახტზე თანამოსაყდრედ შვილი აიყვანა. ბიზანტიის იმპერატორმა მარკიანემ ლაზების წინააღმდეგ გაილაშქრა, მაგრამ დამარცხდა. მან ახალი ლაშქრობისთვის მზადება დაიწყო. გუბაზმა სცადა ირანის შაჰ იეზდიგერდ II-სთან კავშირის დამყარება, მაგრამ ირანს ომი ჰქონდა ჰუნებთან და ეგრისისთვის არ ეცალა. საბოლოოდ, ბიზანტიის იმპერატორის მოთხოვნით გუბაზი გადადგა და ტახტი შვილს დაუთმო.

ლიტერატურა

საქართველო V საუკუნეში 
არის გვერდი თემაზე:

Tags:

საქართველო V საუკუნეში ქართლის სამეფოსაქართველო V საუკუნეში დასავლეთ საქართველოსაქართველო V საუკუნეში ლიტერატურასაქართველო V საუკუნეში

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

საქართველო XV საუკუნეშილებომბოს მთებიალკოჰოლიზმიევროპის პარლამენტიდათვიქვეყნების სიახმოვანითემურლენგის ლაშქრობები საქართველოშიზმნამარი ანტუანეტიყინწვისის მონასტერიკურდღელიეკონომიკანაპოლეონის ომებიაზიასვანური ენა26 აპრილისაქართველოს მდინარეების სიართველიავტორიტარიზმიაბას I (ირანი)სვანური კოშკიალბერტ აინშტაინიკავკასიონიშვეიცარიაგელათის მონასტერიპოლიტიკამაცივარიემპათიალონდონიარაპენეტრაციული სექსიისრაელინიუტონის კანონებიპელოპონესის ომიზვიად გამსახურდიაბზობადედამიწის ისტორიაფუტკრებილეიკოციტოზიდავითიანი (ნაწარმოები)მსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითალკანისატურნიქაშვეთის ეკლესიაგიორგი ყიფშიძეფარსმან II ქველითავისუფლება (ფილოსოფია)ბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)ქრომოსომასაქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტისამებაენცეფალოპათიათევდორე კველთელიზაფხულივარძიაშენგენის ზონადავით IIIასტრიდ ლინდგრენიგანათლება საქართველოშიკატალიზატორისლოვაკეთისაქართველო-ევროპის კავშირის ურთიერთობებიქიმიური რეაქციაეკოლოგიამონა ლიზაანდებიაპენდიციტიჰარი პოტერიმილიმეტრიამერიგო ვესპუჩიაკონკაგუადავით VII ულუსელჩუკთა სახელმწიფოშამქორის ბრძოლა (1195)უნგრეთიკალიებიბირთვული იარაღი🡆 More