ნეკრესი

ნეკრესი — ისტორიული ქალაქი კახეთში, კახეთის მხარის ახლანდელ ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფ.

შილდის მახლობლად, მთის ფერდობზე. დააარსა მეფე ფარნაჯომმა (ძვ. წ. II–I საუკუნეები). IV საუკუნეში იბერიის მეფე თრდატმა აქ ააგო ეკლესია, სადაც VI საუკუნეში დამკვიდრდა ერთი ასურელი მამათგანი — აბიბოსი. მის დროს დაარსდა ნეკრესის საეპისკოპოსო (იარსება XIX საუკუნამდე). ნეკრისს იმთავითვე მიეცა დიდი მნიშვნელობა. აქედან ვრცელდებოდა ქართლის პოლიტიკური და კულტურული გავლენა აღმოსავლეთ კავკასიონის მთიანეთზე. ნეკრესის საეპისკოპოსოს ეპარქიაში, შედიოდა არა მხოლოდ გაღმამხარი, არამედ დაღესტნის ნაწილიც (დიდოეთი). ნეკრესში გაჩაღებული იყო კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობა. ნეკრესელი მღვდელმთავრები (დოსითეოს ჩერქეზიშვილი, ზაქარია მიქაძე, XVIII ს., პოეტ-დიაკონი მოსე, XIX ს. და სხვა) იღვწოდნენ სამწერლო ასპარეზზეც.

ნეკრესი
აბიბო ნეკრესელის მიერ VI საუკუნეში დაარსებული სამონასტრო კომპლექსის ნანგრევები

ნეკრესის მონასტერი

ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი ქართული ხუროთმოძღვრების რამდენიმე ძეგლს აერთიანებს, რომელთაგან IV საუკუნის II ნახევრის მცირე ზომის ბაზილიკა ერთ-ერთი უძველესია საქართველოში დღემდე მოღწეული ეკლესიათაგან. დიდი სამეკლესიიანი ბაზილიკა VII საუკუნის დასაწყისს განეკუთვნება. იგი გარედან გეგმით სწორკუთხაა. მთავარი ეკლესიის სამკუთხეველი სამნაწილინია. გვერდითი ეკლესიები ცენტრალურზე მოკლეა. დასავლეთით მთავარი, ხოლო ჩრდილოეთითა და სამხრეთით გვერდის შესასვლელებია. VIII–IX საუკუნების გუმბათოვანი ეკლესია გეგმის თავისებურებით გამოირჩევა. გიორგი ჩუბინაშვილი, ვაჩნაძიანის ყველაწმინდის მსგავსად, სამეკლესიიანი ბაზილიკის გუმბათოვან ვარიაციად მიიჩნევს. შუა კვადრატულ, გუმბათით დაგვირგვინებულ დარბაზს ერთი შვერილი — გარედან ხუთწახნაგა და შიგნით ნალისებრი ფორმის აფსიდი აქვს. ეკლესიას 3 მხრიდან გარსშემოსავლელი ეკვრის. სამხრეთით და დასავლეთით ორ-ორთაღიანი შესასვლელებია. ეპისკოპოსის ორსართულიანი სასახლისათვის (VIII–IX საუკუნეები, ახლა ნანგრევებია) XVI საუკუნეში კოშკი მიუშენებიათ. მონასტრის ტერიტორიაზე არის საცხოვრებელ და სამეურნეო შენობათა ნაშთები, მცირე სამლოცველოები და სხვა.

გალერეა

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

ნეკრესი 
არის გვერდი თემაზე:
  • ბერიძე ვ., ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974
  • ჩუბინაშვილი გ., ქართული ხელოვნების ისტორია, ტ. 1, ტფ., 1936
  • ჩუბინაშვილი გ., Архитектура Кахетии, ტ. 1, თბ., 1959

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ნეკრესი ს მონასტერინეკრესი გალერეანეკრესი იხილეთ აგრეთვენეკრესი ლიტერატურანეკრესი რესურსები ინტერნეტშინეკრესი სქოლიონეკრესიაბიბოს ნეკრესელიამბროსი ნეკრესელიასურელი მამებიგაღმამხარი (კახეთი)დაღესტანიდიდოეთიდოსითეოს ჩერქეზიშვილიკავკასიონიკახეთიკახეთის მხარენეკრესის ეპარქიაფარნაჯომიყვარლის მუნიციპალიტეტიშილდა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მერწყულიშამქორის ბრძოლა (1195)საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკამერკურიფოთიპი (რიცხვი)სათბურის ეფექტინაციონალ-სოციალიზმიბიჭვინთა-მიუსერის სახელმწიფო ნაკრძალიზმნიზედადავით კლდიაშვილისოფლის მეურნეობაინგლისითბილისის მეტროპოლიტენიოქროს საწმისიცივი ომიწითელატროპიკული სარტყლებითრომბოციტებისაფრანგეთის რევოლუციაალავერდიმგელითამარ მეფეღვინოსოლომონ IIჰიპერბოლა (ენა)ტაივანიორგაზმიწრეწირიჯიქიიგინერვული სისტემაკონგოდედამიწის ისტორიასაქართველო IX-X საუკუნეებშიალაზანიილია ჭავჭავაძეაშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიაჰეკლაქეთევან დედოფალიქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემაქართული სამზარეულოარასამთავრობო ორგანიზაციაბაგრატ III (საქართველოს მეფე)ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაჰაერირელიგიაპარხლის I ოთხთავიგამარჯვების დღესიონიზმიმზექალა შანიძემუხამთამსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითანანურის ციხეირანის ქალაქები მოსახლეობის მიხედვითნუსხურიკოდორის კრიზისი (2006)ევროკავშირიფერნანდო მაგელანიორალური სექსიგიორგი V ბრწყინვალეგურიაიასამანიფრინველთა მიმოფრენაარაბთა გაერთიანებული საამიროებინაცვალსახელიფარავანიჯულიანო მედიჩიიმპრესიონიზმინაღვლის ბუშტიკრიშტიანუ რონალდუგერგეტის სამების ეკლესიადათა თუთაშხიაპარაცეტამოლინიკო ფიროსმანიარსიანის ქედი🡆 More