სამგორის ვაკე

სამგორის ვაკე, სამგორის ველი — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი მდინარეებს მტკვარსა და იორს შორის.

მოიცავს მდინარეების ლოჭინისა და გლდანისხევის აუზებს. სიმაღლე ზღვის დონიდან საშუალოდ 550—650 მ-ია. აგებულია ძირითადად მესამეულის კონტინენტური ნალექებით. ვაკის ზედაპირი ტალღობრივია, დახრილია სამხრეთისკენ და გადაკვეთილია მდინარეების ლოჭინის, გლდანისხევის, ორხევისა და მათი შენაკადების ხეობებით. ვაკეზე ზომიერად ნოტიო ჰავაა, სამხრეთით თანდათან იცვლება ნახევრად მშრალი ჰავით. ზამთარი ზომიერად ცივია, ზაფხული — ცხელი. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 11—12 °C, იანვრის 0,0 °C-დან 2,0 °C-მდე, აგვისტოს 20—24 °C. აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა — 20—22 °C. აბსოლუტური მაქსიმუმი 37—38 °C. ნალექები 450—650 მმ წელიწადში. ნალექების მაქსიმალური მაისშია, მინიმალური — იანვარში. ვაკეზე იცის სეტყვა. მდინარეები საზრდოობს წვიმის, მიწისქვეშა და თოვლის წყლით. წყალდიდობა გაზაფხულზეა, წყალმცირობა — ზამთარში. ჭარბობს რუხი ყავისფერი ნიადაგები, გვხვდება შავმიწისებრი და ბიცობი ნიადაგი. ვაკეზე ძირითადად სტეპური ბალახმცენარეულობა და ჯაგეკლიანებია (შიბლიაკი). სამგორის ვაკის უმეტესი ნაწილი სარწყავი სასოფლო-სამეურნეო სავარგულია.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

Tags:

გლდანისხევი (მდინარე)ზამთარიზაფხულიზღვის დონეთოვლიივრის ზეგანიიორილოჭინიმდინარემიწისქვეშა წყალიმტკვარიორხევისეტყვასტეპიშავმიწა ნიადაგიწვიმაწყალმცირობა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

თრომბოციტებიგარემოს დაცვაგოდერძის ნამარხი ტყევაჟა-ფშაველადუბაის საამიროხემარწყვაიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოშიედუარდ შევარდნაძემთაწმინდადავით სოსლანიმტირალას ეროვნული პარკიდედამიწის ისტორია69 (სექსუალური პოზა)განათლება საქართველოშიგიორგი ანწუხელიძეჰიროსიმისა და ნაგასაკის ატომური დაბომბვაოქროთავის ტვინიაშშ-ის პრეზიდენტების სიაკურდღელიბირთვისის ციხეასპინძის ბრძოლაწყალდიდობარესპუბლიკააბო თბილელის წამებააბანოთუბანიბიძინა ივანიშვილიკონსერვატიზმიმუსიკადიდგორის ბრძოლაალუდა ქეთელაურიკათოლიციზმინეიმარიიალბუზიდავით კაჭარავადათა თუთაშხიატიტანიკიაფრიკის ქვეყნების სიაკოსმოპოლიტიზმიკვადრატული მეტრინიკო ნიკოლაძესაქართველოს პრეზიდენტიკავკასიური ცარცის წრესამკუთხედიგოდერძის უღელტეხილიბენიტო მუსოლინიწმინდა გიორგისომხეთიათეიზმიქართული ენადოფამინიახალციხევლადიმერ ლენინიდანიაფონეტიკამზეჟანა დ’არკიმეტაფორაჩუტყვავილაგორინარკოტიკიარწივიარჩვისვეტიცხოველითბილისური ეზომარიამ მეგვიპტელიბაბუაწვერაკახეთის აჯანყება (1659)რელიგიაგეოპოლიტიკაშამქორის ბრძოლა (1195)მედუზებისაქართველოს წყალსაცავებინატრიუმიმარტყოფის ღვთაების მონასტერიდავით სარაჯიშვილი🡆 More