კამბეჩოვანი

კამბეჩოვანი, კამბეჩანი, კამბეჩიანი (სახელწოდება წარმოდგება კამეჩ-კამბეჩისაგან) — ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე შუა საუკუნეების საქართველოში, დღევანდელი ქიზიყი.

სახელწოდება

სახელი ეწოდა მესაქონლეობის, კონკრეტულად მეკამეჩეობის გავრცელების გამო. ანტიკურ წყაროებში მოხსენებულია სტრაბონთან (ძვ. წ. I - ახ. წ. I სს.) როგორც კამბისენე.

გეოგრაფია

კამბეჩოვანი ძველი ჰერეთის ნაწილი იყო მოიცავდა უფრო დიდ ტერიტორიას, ვიდრე დღევანდელი ქიზიყი, კერძოდ ტერიტორიას ალაზნის ქვემოწელსა და მტკვარს შორის. სამეურნეო თვალსაზრისით იყოფოდა ორ ნაწილად. სამხრეთ-აღმოსავლეთში საძოვრების სიმრავლის გამო მეცხოველეობა იყო განვითარებული, ხოლო ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში კი ინტენსიური მიწათმოქმედება. ამ ორი სამეურნეო ერთეულის შესაყართან მდებარეობდა მხარის ცენტრი ხორნაბუჯი.

ისტორია

ვარაუდობენ, რომ უძველეს ხანაში კამბეჩოვანი ალბანურ ტომთა კავშირის გაერთიანებაში შედიოდა. აქ ერთმანეთს ემიჯნებოდნენ იბერიელები (აღმოსავლეთ ქართველები), ალბანელები და სომხები. კამბეჩოვანის გამო ხშირად ეცილებოდნენ ერთმანეთს იბერიისა და ალბანეთის სახელმწიფოები.

V საუკუნის ბოლოდან, მას შემდეგ, რაც აქ მეფე ვახტანგ გორგასალმა ხორნაბუჯის საეპისკოპოსო დააარსა, კამბეჩოვანი მკვიდრად შევიდა ქართული კულტურული და პოლიტიკური გავლენის სფეროში. VI საუკუნეში, ქართლში მეფობის გაუქმების შემდეგ, კამბეჩოვანი სპარსელთა მოხელეს ემორჩილებოდა. VII საუკუნის შუა წლებიდან აქ არაბები ბატონობდნენ. VIII საუკუნის II ნახევრიდან კამბეჩოვანი ჰერეთის სამთავროს შემადგენელი ნაწილი იყო. XI საუკუნის დასაწყისში, კახეთისა და ჰერეთის გაერთიანების შემდეგ, კახეთის სამეფოს საერისთავო გახდა. XII საუკუნეში გაერთიანებულ საქართველოს სახელმწიფოში კამბეჩოვანი ერთ-ერთი სანაპირო საერისთავოა. XIII საუკუნის ბოლოს იგი რამდენიმეჯერ ააოხრეს ხვარაზმელებმა, შემდეგ - მონღოლებმა. მისი სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი განადგურდა როგორც ეკონომიკურად, ასევე დემოგრაფიულად. ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მოსახლეობა კვლავ აგრძელებდა ცხოვრებას, მაგრამ ფუნქცია დაკარგა ძველმა ცენტრმა, ამიტომ ახალ ცენტრად დაბა ქიზიყი იქცა. XIV საუკუნის ბოლო XV საუკუნის დასაწყისიდან კამბეჩოვანი ქიზიყად იწოდება, გვიან შუა საუკუნეებში შეერწყა კახეთს.

ლიტერატურა

  • მუსხელიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 343-344.
  • თოფჩიშვილი რ. „საქართველოს ეთნოგრაფია/ეთნოლოგია“ გვ. 111 — თბილისი, „უნივერსალი“ 2010 ISBN 578-9941-12-882-0

Tags:

კამბეჩოვანი სახელწოდებაკამბეჩოვანი გეოგრაფიაკამბეჩოვანი ისტორიაკამბეჩოვანი ლიტერატურაკამბეჩოვანიქიზიყი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მერწყულიალიტერაციაბუნებაბუნებრივი რესურსებიპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშიხელოვნური თანამგზავრისაქართველოს წითელი ნუსხაცხელი ძაღლიათონის ივერთა მონასტერიშამქორის ბრძოლა (1195)მილიმეტრივახტანგ VIსეკულარიზმიმდგრადი განვითარებათორნიკე ერისთავიბულგარეთიგიორგობასანტიაგო ბერნაბეუ (სტადიონი)ადოლფ ჰიტლერიდემეტრე II თავდადებულითბილისის ბოტანიკური ბაღიბაგრატ IV (საქართველოს მეფე)კათოლიციზმიდუბაისტოიციზმიისლანდიანაციონალ-სოციალიზმიდონ კიხოტისულხან-საბა ორბელიანიენცეფალოპათიავერძი (ასტროლოგია)ლეიკემიათემურლენგის ლაშქრობები საქართველოშიმსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითსაქართველოს სამეფოავსტრალია (კონტინენტი)იმერეთიდათა თუთაშხიაეკოლოგიაზამთარიგია ყანჩელიმიქელანჯელო ბუონაროტიკეთილშობილი ირემიმცხეთაცისფერყანწელებისამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაირლანდიაივანე ჯავახიშვილიდედამიწაბარსელონასაქართველოს ფაუნაპითაგორას თეორემაბახტრიონი (პოემა)საჭმლის მომნელებელი სისტემარუსთავიჭაბუა ამირეჯიბიეგვიპტეეკა გიგაურიმუშთაიდის ბაღიფილტვებიბალდუინ IV იერუსალიმელიბატონებიზუგდიდიდავით გურამიშვილიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკალეონარდო და ვინჩიავტორიტარიზმისაჰარახევისბერი გოჩალიტრიჰარი პოტერიგოგირდინიკოლოზ ბარათაშვილიიასამანიდემეტრე I🡆 More