საფეხბურთო კლუბი მიუნხენ 1860

TSV 1860 München — სპორტული კლუბი გერმანიის ქალაქ - მიუნხენიდან.

კლუბის ოფისი განთავსებულია მიუნხენის რაიონ - გიზინგში. კლუბი პირველად დაფუძნდა 1848 წლის 15 ივლისს, თუმცა პოლიტიკურმა გარემოებებმა კლუბის დაშლა გამოიწვია. ის ხელახლა 1860 წლის 17 მაისს დაფუძნდა. კლუბის ფერებად ითვლება მწვანე და ოქროსფერი, თუმცა კლუბის მაისურის ფერებია ცისფერი და თეთრი. კლუბის წევრთა რაოდენობა დაახლოებით 20 000 ადამიანს ითვლის.

მიუნხენ 1860
ლოგო
სრული სახელი Turn- und Sportverein München von 1860 e.V.
მეტსახელი ლომები (The Lions)
დაარსდა 1860წლის 17 მაისი, 153 წლის წინ
სტადიონი ალიანც არენა
(ტევადობა: 71,137)
პრეზიდენტი გერმანიის დროშა გერჰარდ მაირჰოფერი
მწვრთნელი გერმანიის დროშა ფრიდჰელმ ფუნკელი
კაპიტანი ესპანეთის დროშა გილერმო ვალორი
ლიგა მე–2 ბუნდესლიგა
2012–13 მე–6 ადგილი
საფეხბურთო კლუბი მიუნხენ 1860
საფეხბურთო კლუბი მიუნხენ 1860
საფეხბურთო კლუბი მიუნხენ 1860
საფეხბურთო კლუბი მიუნხენ 1860
საფეხბურთო კლუბი მიუნხენ 1860
საფეხბურთო კლუბი მიუნხენ 1860
საფეხბურთო კლუბი მიუნხენ 1860
საფეხბურთო კლუბი მიუნხენ 1860
საფეხბურთო კლუბი მიუნხენ 1860
საფეხბურთო კლუბი მიუნხენ 1860
ძირითადი ფორმა
საფეხბურთო კლუბი მიუნხენ 1860
საფეხბურთო კლუბი მიუნხენ 1860
საფეხბურთო კლუბი მიუნხენ 1860
საფეხბურთო კლუბი მიუნხენ 1860
საფეხბურთო კლუბი მიუნხენ 1860
საფეხბურთო კლუბი მიუნხენ 1860
საფეხბურთო კლუბი მიუნხენ 1860
საფეხბურთო კლუბი მიუნხენ 1860
საფეხბურთო კლუბი მიუნხენ 1860
საფეხბურთო კლუბი მიუნხენ 1860
რეზერვის ფორმა

ეროვნული და არა მარტო ეროვნული, საერთაშორისო აღიარება კლუბმა 1960 - იან წლებში მოიპოვა, როდესაც კლუბმა მოიპოვა გერმანიის თასი (1964 წელი), ბუნდესლიგა (1966 წელი), გააღწიეს თასების მფლობელთა თასის ფინალში 1965 წელს, სადაც "უემბლის" სტადიონზე 100 000 მაყურებლის თვალწინ დამარცხდნენ ლონდონის "ვესთ ჰემის" წინააღმდეგ 0:2; გარდა ამისა, კლუბმა გერმანიის თასზე იმარჯვა 1942 წელს და იყო მეორე ადგილოსანი გერმანიის ჩემპიონატში 1931 და 1967 წლებში.

კლუბის ამჟამინდელი საშინაო სტადიონია "ალიანც არენა", რომელზედაც საშინაო მატჩებს ასევე მართავს მიუხნენის "ბაიერნი". სტადიონის გარე განათება დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი მიუნხენური კლუბი მართავს მატჩს. თუ ეს კლუბი მიუნხენ 1860 - ია, სტადიონი ლურჯ ფერებშია განათებული, თუ "ბაიერნი" - წითელში. კლუბმა პირველი მატჩი ამ არენაზე 2005 წლის 30 მაისს ამხანაგური მატჩი გერმანული ნიურნბერგის წინააღმდეგ გამართა. სტადიონმა ასევე უმასპინძლა მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის გახსნით მატჩს გერმანიასა და კოსტრა რიკის ნაკრებებს შორის. ასევე ამ სტადიონზე ჩატარდა კიდევ სამი ჯგუფური ეტაპის მატჩი, მერვედფინალური დაპირისპირება გერმანიის ნაკრებსა და შვედეთის ნაკრებს შორის. უკანასკნელი მატჩი, რომელსაც ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე "ალიანც არენამ" უმასპინძლა, ეს იყო ნახევარფინალური დაპირისპირება საფრანგეთის ნაკრებსა და პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის გაიმართა. "ალიანც არენამდე" კლუბი "ოლიმპიაშტადიონზე" ასპარეზობდა.

მიუნხენური დერბი ერთ - ერთი ყველაზე საინტერესოა ყურებადობის თვალსაზრისით გერმანიაში, თუმცა მას ყველაზე საინტერესოს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. ბოლოს ეს ორი მიუნხენური კლუბი ერთმანეთს 2007/08 წლების სეზონში გერმანიის თასის 1/4 ფინალურ ეტაპზე გადაეყარნენ, სადაც "წითლებმა" მინიმალური სხვაობით იმარჯვეს.

ცნობილი ყოფილი ფეხბურთელები: ლარს და სვენ ბენდერები (გერმანია); დავორ შუკერი (ხორვატია); ტომას ჰესლერი (გერმანია); იენს იერემისი (გერმანია); რუდი ფიოლერი (გერმანია); მარტინ მაქსი (გერმანია); აბედი პელე (განა).

მიუნხენ 1860 არის ერთადერთი ბავარიული კლუბი, რომელმაც შეძლო ბავარიული ლიგის მოგება, როგორც პირველი, ასევე სარეზერვო შემადგენლობებით.

მიუხედავად იმისა, რომ კლუბი ცნობილია, როგორც საფეხბურთო ორგანიზაცია, მასში ასევე გაწევრიანებულია სპორტის სხვადასხვა სახეობები, რომლეთა ანგარიშზეც არის ასეულობით გერმანიის ჩემპიონობა და სამი ოლიმპიური ოქროს მედალი.

მიუნხენ 1860–ის ეკიპირების სპონსორია გერმანული სპორტული საქონლის მწარმოებელი "Uhlsport". 2013 წლის სექტემბერში კი ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ბრიტანული მანქანების მწარმოებელი კომპანია "ასტონ მარტინი" გახდა კლუბის ოფიციალური სპონსორი.

მოთამაშეები

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
2 მცველი საფეხბურთო კლუბი მიუნხენ 1860  გერმანია მორიც ვოლცი
3 მცველი საფეხბურთო კლუბი მიუნხენ 1860  პოლონეთი გრეგორც ვოიტკოვიაკი
4 მცველი საფეხბურთო კლუბი მიუნხენ 1860  გერმანია კაი ბულოვი
5 მცველი საფეხბურთო კლუბი მიუნხენ 1860  ესპანეთი გილერმო ვალორი საფეხბურთო კლუბი მიუნხენ 1860 
6 ნახევარმცველი საფეხბურთო კლუბი მიუნხენ 1860  გერმანია დომინიკ შტაჰლი
7 ნახევარმცველი საფეხბურთო კლუბი მიუნხენ 1860  გერმანია დანიელ ბიეროფკა
9 ნახევარმცველი საფეხბურთო კლუბი მიუნხენ 1860  კანადა რობ ფრენდი იჯარით ფრანკფურტის აინტრახტიდან
10 ნახევარმცველი საფეხბურთო კლუბი მიუნხენ 1860  გერმანია მორიც სტოპელკამპი
11 თავდამსხმელი საფეხბურთო კლუბი მიუნხენ 1860  გერმანია ბენჯამინ ლაუტი
14 ნახევარმცველი საფეხბურთო კლუბი მიუნხენ 1860  ხორვატია მარინ ტომასოვი
16 თავდამსხმელი საფეხბურთო კლუბი მიუნხენ 1860  გერმანია შტეფან ჰაინი
17 ნახევარმცველი საფეხბურთო კლუბი მიუნხენ 1860  გერმანია სებასტიან ჰერტნერი
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
18 თავდამსხმელი საფეხბურთო კლუბი მიუნხენ 1860  გერმანია ანდრეას ნოიმაიერი
19 ნახევარმცველი საფეხბურთო კლუბი მიუნხენ 1860  გერმანია დანიელ ადლუნგი
20 ნახევარმცველი საფეხბურთო კლუბი მიუნხენ 1860  გერმანია შტეფან ვანენვეთში
22 მეკარე საფეხბურთო კლუბი მიუნხენ 1860  გერმანია მიხაელ ნეტოლიცკი
23 თავდამსხმელი საფეხბურთო კლუბი მიუნხენ 1860  აშშ ბობი ვუდი
25 ნახევარმცველი საფეხბურთო კლუბი მიუნხენ 1860  გერმანია ანდრეას გეიპლი
26 მცველი საფეხბურთო კლუბი მიუნხენ 1860  გერმანია კრისტოფერ შინდლერი
29 ნახევარმცველი საფეხბურთო კლუბი მიუნხენ 1860  გერმანია იანიკ შტარკი
30 მეკარე საფეხბურთო კლუბი მიუნხენ 1860  გერმანია ვიტუშ აიხერი
31 მცველი საფეხბურთო კლუბი მიუნხენ 1860  გერმანია კოდჯოვი კოუსუ
33 თავდამსხმელი საფეხბურთო კლუბი მიუნხენ 1860  გერმანია კორბილიან ვოლმანი
35 მცველი საფეხბურთო კლუბი მიუნხენ 1860  გერმანია მარკუს შვაბლი
36 მცველი საფეხბურთო კლუბი მიუნხენ 1860  გერმანია ფილიპ შტაინჰარტი

ტიტულები

ნაციონალური

გერმანიის თასი:

    • გამარჯვებული (2): 1942, 1964

ევროპა

უეფას თასების მფლობელთა თასი:

      • საფეხბურთო კლუბი მიუნხენ 1860  ფინალისტი (1): 1965

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

საფეხბურთო კლუბი მიუნხენ 1860 მოთამაშეებისაფეხბურთო კლუბი მიუნხენ 1860 ტიტულებისაფეხბურთო კლუბი მიუნხენ 1860 რესურსები ინტერნეტშისაფეხბურთო კლუბი მიუნხენ 1860 სქოლიოსაფეხბურთო კლუბი მიუნხენ 186018481860გერმანიამიუნხენი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

უდაბნომთის არწივითბილისიფარნავაზ Iამერიკის შეერთებული შტატებითრიაალაზანიდედამიწამოსწავლებაგრატიონებიბიძინა ივანიშვილისაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშიაბსოლუტური მონარქიაჯადოსნური ფლეიტაფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგიაპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშიალცჰაიმერის დაავადებავაჟა-ფშაველახმელთაშუა ზღვასანტიმეტრითერმოპილეს ბრძოლაუილიამ შექსპირისაქართველო VI საუკუნეშიკილომეტრიშენგენის ზონაწინადადებამესამე დასიდედა ენანარკოტიკისოციალიზმისაფრანგეთიწითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობალიტრიალკოჰოლური სასმელიგიორგი II (საქართველოს მეფე)გერმანიაპარიზიაფრიკის ქვეყნების სიაებრაელებისაქართველო XIII საუკუნეშიჯვაროსნული ლაშქრობებიმსოფლიოს უდიდესი ქალაქებიდანიაიზოტოპებიგასტრიტივენერამერკურიკანადაქვევრი (ფილმი)ეოზონოფილებიარჩილ არველაძეევროპაბიბლია27 მარტიგალაკტიონ ტაბიძესეფსისიპროტესტანტიზმიბორჯომიიმერეთის სამეფოქართული საბჭოთა ენციკლოპედიახინკალიავსტრიაევროკავშირისოკოებიბელგიამიხეილ ჯავახიშვილიინდონეზიაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2020ბანგლადეშიბიჭვინთაპითაგორას თეორემასვანეთივიტალი დარასელიაშარკა ბლუკვადრატული კილომეტრისაღვთო რომის იმპერიაერთა ლიგა (უეფა)თორნიკე ერისთავი🡆 More