ლუკა კუპრაშვილი

ლუკა კუპრაშვილი (დ.

1896, ცუცხვათი, ქუთაისის მაზრა — გ. 29 აგვისტო, 1924, ცუცხვათი), ქუთაისის მაზრა1924 წლის აჯანყების დროს ოკრიბაში აჯანყებულთა რაზმის მეთაური.

ლუკა კუპრაშვილი
ლუკა კუპრაშვილი დედასთან, მარიამ ყიფიანთან ერთად. 1912

ბიოგრაფია

ცუცხვათელი მღვდლის, ბარნაბა ლუკას ძე კუპრაშვილისა (1840-1911) და მარიამ ყიფიანის შვილი (1855-1936). საარქივო მასალებიდან ირკვევა, რომ ლუკა კუპრაშვილი საბჭოთა რუსეთის ბატონობის წინააღმდეგ მიმართული 1924 წლის აჯანყების ჯერ კიდევ დაწყებამდე ხრესილისა და ტყიბულის რაიონების აჯანყების ხელმძღვანელად დაინიშნა. აჯანყებულებს მეთაურობდნენ ასევე სოფ. კაცხში შალვა კუპატაძე, ჩხარში – ალექსანდრე არაბიძე და სხვ. ლუკა კუპრაშვილს ალიმ დარახველიძისათვის სასწრაფოდ რაზმის შექმნა დაუვალებია. მისი გეგმით აჯანყებულებს ტყიბული ხრესილის მხრიდან შეტევით უნდა აეღოთ. მანამდე აჯანყებულებმა სოფ. გურნა დაიკავეს და კომუნისტები განაიარაღეს. ძალთა აშკარა უთანასწორობის მიუხედავად, ლუკა კუპრაშვილი არ შედრკა, მას იარაღი არ დაუხრია და განაგრძობდა ბრძოლას თანამებრძოლებთან ერთად. 1924 წლის 28 აგვისტოს ღამეს ბრძოლის გასაგრძელებლად სოფ. ორპირის კანცელარიასთან ლუკა კუპრაშვილის მეთაურობით 11-მდე შეიარაღებული პატრიოტი შეიკრიბა. მეორე დღეს, 29 აგვისტოს ლუკა კუპრაშვილის რაზმსა და საბჭოთა ხელისუფლების მიერ გამოგზავნილ რიცხობრივად აღმატებულ სადამსჯელო რაზმს შორის უთანასწორო ბრძოლა გაიმართა. ბრძოლაში ლუკა კუპრაშვილი მძიმედ დაიჭრა კურსებელი ბოლშევიკ კეზევაძის ნასროლი ტყვიით. ბოლშევიკებმა შეძლეს მისი თანამებრძოლისა და ერთგული მეგობრის კაპიტონ დოღონაძის დატყვევებაც. აჯანყებულები დამარცხდნენ. მუცელში მძიმედ დაჭრილმა ლუკა კუპრაშვილმა მოახერხა ხელიდან დასხლტომოდა ჯალათებს, დევნილმა რამდენიმე კილომეტრი იარა (საკუთარი ნაწლავები ხელით ეჭირა), მაგრამ სოფლის წყაროსთან უკვე ჭრილობა გაურთულდა და თანასოფლელ რისია უგრეხელიძის ხელში დალია სული. 28 წლის ლუკა კუპრაშვილს. დარჩა 18 წლის მეუღლე ლუბა კუბლაშვილი, რომელიც ფეხმძიმედ იყო ცნობილი სპორტსმენისა და მეცნიერის ჰენრი კუპრაშვილის მომავალ მამაზე, ოთარიზე.

სქოლიო

Tags:

189619241924 წლის აჯანყება29 აგვისტოოკრიბაქუთაისის მაზრაცუცხვათი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

კახა კალაძევაჟა-ფშაველათბილისის მეტროსადგურების სიაალაზანითავის ტვინინივთიერებასეფსისიყაყაჩოსაქართველოს სამხედრო წოდებებივიკისაწყობისაქართველოს ფაუნამინერალებიმიხეილ სააკაშვილიშფოთვითი აშლილობებივარძიადემეტრე II თავდადებულირეჯეფ თაიფ ერდოღანიკაბო-ვერდექართვლის დედასულეიმან Iამერიკამიწისძვრადავით IIIბაქტერიებიბათუმის ბოტანიკური ბაღილევანის ტბაავსტრიაბაგრატ III (საქართველოს მეფე)ვახტანგ VIდავით IV აღმაშენებელიბესლეთის ხიდიმსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითუნგრეთიგერმანიის ქალაქების სიასაქართველო XV საუკუნეშიცვალებადობათა ფორმებიოქროს საწმისიკილიან მბაპეფინეთინოე ჟორდანიაფაშიზმიქართული ლიტერატურალიბერალიზმიდინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)ფოცხვერიშუშანიკის წამებაანალური სექსიცივი ომიმუნიასტიგმატიზმიშალვა ნუცუბიძეთორნიკე ერისთავისტოიციზმიკუებიზედსართავი სახელიიგავ-არაკისაქართველო XVI საუკუნეშისტიგმააჭარის ისტორიაბიოლოგიური სისტემატიკასაჩხერეკაცია-ადამიანი?!მსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიაჯვაროსნული ლაშქრობებიფეხბურთიძველი ეგვიპტეყაზბეგის მუნიციპალიტეტიფარავანიკვადრატული მეტრიმაიკლ ჯექსონიუილიამ შექსპირივაზიქრისტეფორე კოლუმბილიონელ მესიკრიშტიანუ რონალდუაია-სოფიას ტაძარიწმინდა ნინო🡆 More