ცუცხვათი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ტყიბულის მუნიციპალიტეტში (თემის ცენტრი), ოკრიბა-არგვეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ტყიბულის წყალსაცავის დასავლეთით, ზღვის დონიდან 460 მეტრზე.
უახლესი რკინიგზის სადგურია ორპირი.
სოფელი | |
---|---|
ცუცხვათი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ტყიბულის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 42°17′11″ ჩ. გ. 42°51′50″ ა. გ. / 42.28639° ჩ. გ. 42.86389° ა. გ. |
პირველი ხსენება | XVII საუკუნე |
ცენტრის სიმაღლე | 460 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 671 კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,9 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
სოფელში არის ურთხელის კორომი, მოედინება მინერალური წყალი. სოფელში არის საექიმო ამბულატორია და საჯარო სკოლა.
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 671 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002 | 1171 | 555 | 616 |
2014 | 671 | 332 | 339 |
სოფლის ტერიტორიაზე აღმოჩენილია პალეოლითური ხანის ნასახლარი ცუცხვათის მღვიმოვანი, მრავალსართულიანი მღვიმური კომპლექსი, რომელსაც იხსენიებენ მაღაროს სახელითაც.
ვარაუდობენ, რომ სოფლის სახელი წარმოშობილია ცაცხვისაგან („ცაცხლათი“). წყაროებში პირველად იხსენიება XVII საუკუნეში. XVIII საუკუნეში ცუცხვათში დიდ მამულებს ფლობდნენ თავადი მესხორაძეები. 1712 წელს მესხორაძეებს შესაშური მასპინძლობა გაუწევიათ მეფე გიორგი V-ისათვის. ქაიხოსრო მესხორაძეს და მის შვილებს სიმონს და ანდროს, კარის მღვდლის პეტრე კუპრაშვილისა და მისი შვილებისათვის იასესა და დავითისათვის მიუციათ წყალობა. მეფე გიორგი V-მ წელს მესხორაძეებს გადასცა ციხისთაობა და ცუცხვათის ციხე.
ციხე 1721 წელს ოსმალებმა დაიკავეს. 1770 წელს გაათავისუფლა სოლომონ პირველმა, ხოლო იმერეთის სამეფოს რუსეთთან შეერთების შემდეგ ციხე-სიმაგრე დაანგრიეს. ამჟამად შემორჩენილია ციხის კოშკისა და გალავნის ნაშთები.
სოფელში მოიპოვება ქვა ტეშენიტი, რომელიც გადამუშავების შემდეგ გამოიყენება მოსაპირკეთებელ მასალად. მოსახლეობა ძირითადად მისდევს მესაქონლეობას, მეჩაიეობას, მესიმინდეობას.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ცუცხვათი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.