კალინინგრადის ქარვის მუზეუმი

კალინინგრადის ქარვის მუზეუმი (რუს.

ქარვის მუზეუმის შექმნაზე გადაწყვეტილება მიიღეს 1969 წელს. ამავე პერიოდში მას გადაეცა დონის კოშკის შენობა როსგარტენის კარიბჭესთან ერთად.

კალინინგრადის ქარვის მუზეუმი
კალინინგრადის ქარვის მუზეუმი
დონის კოშკი
54°43′20″ ჩ. გ. 20°31′23″ ა. გ. / 54.72222° ჩ. გ. 20.52306° ა. გ. / 54.72222; 20.52306
დაარსდა 29 დეკემბერი, 1979
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
მდებარეობა კალინინგრადი
ვიზიტორები 141 500
დირექტორი ტატიანა სუვოროვა
ოფიციალური საიტი [ოფიციალური ვებგვერდი ოფიციალური ვებგვერდი]

ისტორია

ქარვის მუზეუმის შექმნა კალინინგრადში განაპირობა იმან, რომ ქალქიდან შორიახლოს დასახლება იანტარნიში მდებარეობს ბალტიური ქარვის ყველაზე დიდი საბადო - მსოფლიო მარაგის 90 %.

1969 წლიდან ათი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ისტორიულ-არქიტექტურული კომპლექსის რესტავრაცია. თავდაპირველად ქარვის მუზეუმი გაიხსნა 1979 წლის 29 დეკემბერს, როგორც კალინინგრადის საოლქო ისტორიულ-სამხატვრო მუზეუმის ფილიალი.

საბჭოთა პერიოდი

კალინინგრადის ქარვის მუზეუმი 
შენობის ხედი ზემო ჭაობის მხრიდან

1979 წლიდან 1984 წლამდე პერიოდს თამამად შეიძლება ეწოდოს მუზეუმის განვითარების ეტაპი. ქარვის მუზეუმი გახდა ტურისტების მიერ ერთ-ერთი ხშირად მონახულებადი ობიექტი კალინინგრადში. წელიწადში მათი რიცხვი 400 000-ს აღწევს, მათ შორისაა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ორგანიზებული ტურებიც.

პოსტსაბჭოთა პერიოდი

პერესტროიკის პერიოდში მუზეუმი განაგრძობდა მუშაობას. მუზეუმისათვის დრამატული პერიოდი აღმოჩნდა 1992-2002 წლები. მუზეუმმა დაკარგა კალინინგრადის საოლქო ისტორიულ-სამხატვრო მუზეუმის ფილიალის სტატუსი. გარდა ამისა მოძველდა შენობა, აღჭურვილობა. შეწყდა სამუზეუმო კოლექციის შევსებაც, შესაბამისად გაიზარდა მუზეუმის უარყოფითი რეპუტაცია. ეს ყველაფერი გამოიწვია იმან, რომ დამთვალიერებელთა რაოდენობა დაეცა 90 000-მდე. აღსანიშნავია, რომ ამ რთულ ვითარებაში მუზეუმის სამეცნიერო საქმიანობა გრძელდებოდა, თანამშრომლები ცდილობდნენწარმოეჩინათ იგი სამეცნიერო კონფერენციებზე პოლონეთში, ლიეტუვაში, ესპანეთში. საკადრო რესურსი შეინარჩუნეს.

თანამედროვე პერიოდი

კალინინგრადის ქარვის მუზეუმი 
სამუზეუმო ექსპოზიცია, რომელიც ეძღვნება კენიგსბერგის მანუფაქტურასა და მოქანდაკე გერმან ბრახერტის მოღვაწეობას.

2003 წლის მარტში კალინინგრადის კულტურის სამმართველოს ადმინისტრაციამ მიიღო კალინინგრადის საოლქო მხარეთმცოდნეობით-სამხატვრო მუზეუმის რესტრუქტურიზაციის გადაწყვეტილება და მისგან გამოყო ქარვის მუზეუმი, როგორც თვითმმართველი იურიდიული პირი. დაიწყო მუზეუმის ხელახლა აღორძინება. ჩამოყალიბდა ახალი გუნდი, მიიღეს მუზეუმის განვითარების ახალი კონცეფცია. ამ პერიოდში კალინინგრადის ოლქში მიმდინარეობდა გამოფენები და გამოსცეს რიგი წიგნები, რაც მნიშვნელოვნად ამდიდრებდა რეგიონის კულტურულ ცხოვრებას.

2004 წელს, მეორე რეგიონალური კონკურსის ფარგლებში მუზეუმმა გამოსცა ორენოვანი მონგრაფია სასწავლო კატალოგის ფორმით, რომელშიც შევიდა 44 მხატვარი. წიგნს ერთვის ანალიტიკური შესავალი კალინინგრადის ოლქში ქარვის გადამუშავების კულტურის მდგომარეობასთან დაკავშირებით XX-XXI საუკუნეებში. 2005 წელს ქარვის მხარეში მუზეუმა ჩაატარა საერთაშორისკო კონკურსი საავტორო ნამუშევრებზე, რომელშიც მონაწილეობდა ევროპის რვა და აზიის ერთი ქვეყანა: რუსეთი, ლიეტუვა, პოლონეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, ესპანეთი, პორტუგალია და იაპონია.

2007-2008 წლებში მუზეუმი ვითარდებოდა პროგრამის მიხედვით რომელიც ითვალისწინებდა კალინინგრადის საოლქო ქარვის მუზეუმისა და კულტურულ-საგანმანათლებლო სექტორის განვითარებას. ამ დროისათვის მიმდინარეობდა სარემონტო და სარესტავრაციო სამუშაოები., გარემონტდა შენობის ფასადი, ციხესიმაგრის კედლები, გაარემონტეს დარბაზი. ასევე მოხდა შენობის მეორე სართულის კაპიტალური რემონტი, შეიცვალა ფანჯრები და კარი, განახლდა ორი დიორამა, სტენდები, ვიტრინები. მთლიანად გამოიცვალა ელექტრო სისტემა.

გამოფენა

2004 წელს მოაწყვეს უცხოელი მხატვარ-იუვლირების ნამუშევრების გამოფენა, კერძოდ ეს იყო ამერიკელი დიზაინერი ლისა ვერშბოუ. ამერიკელმა იუველირმა მასტერ-კლასი ჩაუტარა ახალგაზრდა კალინინგრადელ მხატვრებს.

2005 წელს კალინინგრადის დაარსებიდან 750 წლისთავთან დაკავშირებით ქარვის მუზეუმში გამოფინეს XVI-XVIII საუკუნეების ქარვის შედევრები ცარსკოე-სელოდან, ცნობილი ქარვის ოთახიდან. ამ გამოფენამ სათავე დაუდო პროექტს „რუსეთისა და ევროპის ქარვის კოლექციები კალინინგრადის ქარვის მუზეუმში“. ასევე შედგა რამდენიმე თემატური გამოფენა. 2005 წელს მუზეუმში გამოფინეს იაპონური ქარვა.

თანამშრომლობა უცხოეთთან

პარტნიორი ქვეყნების სიაში შედიან ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, გერმანია,შვედეთი, დანია, იაპონია, აშშ, იტალია, ავსტრია და საფრანგეთი. 2007-2008 წლებში ქარვის მუზეუმის გამოფენამ „რუსეთის ქარვის სანაპირო“ მონაწილეობა მიიღო კანის IX საერთაშორისო ფესტივალში. შემდეგ გამოფენა ეწვია გერმანიას, ლატვიას, ლიეტუვასა და პოლონეთს.

ექსპოზიცია

მუზეუმის ექსპოზიცია განთავსებულია 28 საგამოფენო დარბაზში, რომელთა საერთო ფართობი 1 000 კვ. მ.-ზე მეტია. ექსპოზიცია იყოფა რამდენიმე ნაწილად.

  • ქარვის წარმოშობა
  • ისტორიულ-არქეოლოგიური ცნობები ქარვაზე
  • ქარვა XVII-XVIII საუკუნეების ხელოვნებაში
  • კენიგსბერგის ქარვის სახელმწიფო მანუფაქტურა
  • კალინინგრადის ქარვის კომბინატი
  • ქარვა თანამედროვე მხატვრების ხელოვნებაში

ლიტერატურა

  • Музеи Калининградской области / ответственный редактор: В. Л. Стрюк. — Справочник. — Калининград: Федеральное агентство по культуре и кинематографии России, Музей Мирового океана, «Терра Балтика», 2005. — 180 с.
  • Попова В. М.. Янтарная комната : Amber room : Калининградский музей янтаря : Kaliningrad amber museum : сборник. — Калининград : Министерство культуры Калининградской области, Калининградский областной музей янтаря, 2008. — С. 73—80. — 126 с. — ISBN 978-5-903920-07-5.
  • Сребродольский Б. И. Мир янтаря / ответственный редактор: доктор геолого-минералогических наук Г. И. Каляев. — Киев: «Наукова думка», АН УССР, 1988. — 144 с. — 76 000 экз. — ISBN 5-12-000348-6.
  • Суворова Т. Ю.. К тридцатилетию Калининградского музея янтаря: страницы биографии : [англ.] = For the 30th anniversary of Kaliningrad amber museum: pages of biography : [пер. с рус.] // Калининградский музей янтаря : [англ.] = Kaliningrad amber museum : [пер. с рус.] : сборник. — Калининград : Министерство культуры Калининградской области, Калининградский областной музей янтаря, 2008. — С. 7—20. — 126 с. — ISBN 978-5-903920-07-5.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

კალინინგრადის ქარვის მუზეუმი ისტორიაკალინინგრადის ქარვის მუზეუმი გამოფენაკალინინგრადის ქარვის მუზეუმი თანამშრომლობა უცხოეთთანკალინინგრადის ქარვის მუზეუმი ექსპოზიციაკალინინგრადის ქარვის მუზეუმი ლიტერატურაკალინინგრადის ქარვის მუზეუმი რესურსები ინტერნეტშიკალინინგრადის ქარვის მუზეუმი სქოლიოკალინინგრადის ქარვის მუზეუმი1969დონის კოშკიკალინინგრადირუსული ენაქარვა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ემი უაინჰაუსილეჩხუმიევროპის ჰიმნისაქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020მარიამ მაგდალინელიბაბუაწვერამსოფლიოს ვალუტებიგოდერძი ჩოხელიგიორგი XIIსაუმისხვისი შვილებისაქართველო IV საუკუნეშიდავით IV აღმაშენებელიერნესტო ჩე გევარავანო მერაბიშვილიევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიაფხაზეთის ომი (1992-1993)საქართველოს სახელმწიფო გერბიგიორგი მიქაუტაძენიკოლოზ ბარათაშვილიადამიანიალავერდინათლია (ფილმი)ნიდერლანდებიისლამი საქართველოშიგერგეტის სამების ეკლესიასომხებიეზოტერიზმისაქართველოს ოქროს ხანაკახა ბენდუქიძეოსმალეთის იმპერიაუეფა-ს ჩემპიონთა ლიგაყურბან-ბაირამიქალწული (ასტროლოგია)ენგურიჯვარცმაგია გულუაფობიების სიაწმინდა გიორგისანდრო ბრეგაძეანტარქტიდასვანური ენახაჭაპურისომხეთიმთავარი გვერდიმთვარის მოტაცებაალექსანდრე მაკედონელიუზბეკეთისვანეთიბიძინა ივანიშვილიბუდაპეშტიდიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენამანანა (ფილმი)ენდომეტრიოზიმე, ბებია, ილიკო და ილარიონი (ფილმი)სოფიკო ჭიაურელიკვიპროსიმიხეილ სააკაშვილიწმინდა სამების საკათედრო ტაძარიკახეთის აჯანყება (1659)შოთა რუსთაველიიპოლიტე ხვიჩიაუქმე დღეები საქართველოშიფესახიბორჯომიარაპენეტრაციული სექსიემპათიასაქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონისაქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024აგორაფობიამერაბ მამარდაშვილიშავი ზღვაძილის პარალიზიძველი ეგვიპტეთემურლენგივოლფგანგ ამადეუს მოცარტინაპოლეონ ბონაპარტი🡆 More