ირაკლი ალექსის ძე ოჩიაური (დ.
20 ნოემბერი, 1924, ახიელი — გ. 4 დეკემბერი, 2015) — ქართველი მოქანდაკე, ოქრომქანდაკებელი, ფერმწერი, გრაფიკოსი. საქართველოს სსრ სახალხო მხატვარი (1978). სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1971). გოგი ოჩიაურის ძმა.
ირაკლი ოჩიაური | |
---|---|
ირაკლი ოჩიაური სახლში | |
დაიბადა | 20 ნოემბერი, 1924 |
დაბადების ადგილი | ახიელი, დუშეთის რაიონი, საქართველოს სსრ, ასფსრ, სსრკ |
გარდაიცვალა | 4 დეკემბერი, 2015 (91 წლის) |
ეროვნება | ქართველი |
სფერო | მოქანდაკე, მხატვარი |
ირაკლი ოჩიაური დაიბადა მამის — ალექსი ოჩიაურისა და დედის — ნათელა ბალიაურის ოჯახში. ირაკლი ოჩიაურმა მოქანდაკის, იაკობ ნიკოლაძის რჩევით 1951 წელს დაამთვარა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი. მისი პედაგოგები იყვნენ: სილოვან კაკაბაძე, იაკობ ნიკოლაძე, ვასილ შუხაევი, სერგო ქობულაძე. მისი სადიპლომო ნამუშევარი იყო „ვაჟა-ფშაველა“ (ხელმძღვანელი იაკობ ნიკოლაძე). პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (1954-იდან, 1979-იდან პროფესორი).
გამოფენებში მონაწილეობდა 1953 წლიდან, ამავე წლიდან იყო მხატვართა კავშირის წევრი. 1952–1953 წლებში პირკელმა შექმნა ჭედური ნამუშევრები, რამაც ფაქტობრივად საფუძველი დაუდო თანამედროვე ქართული ჭედური ხელოვნების აღორძინებას და შემდგომ განვითარებას. მუშაობდა სახვითი ხელოვნების თითქმის ყველა დარგში: ფერწერასა და გრაფიკაში, პორტრეტსა და ქანდაკებაში, მონუმენტურ დეკორატიულ ხელოვნებაში, დაზგურ გრაფიკასა და ლითონმქანდაკებლობაში. მისი ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია მეტყველი პლასტიკურობა, დაძაბული დინამიკა, რიტმი, დეკორატიულობა, მაღალი პროფესიული ოსტატობა. ირაკლი ოჩიაურის ნამუშევრები დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, ტრეტიაკოვის გალერეაში, სიეტლის ხელოვნების მუზეუმსა და იაპონიის, აშშ-ის და სხვა მრავალი ქვეყნის კერძო კოლექციებში. ოჩიაურის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
პერსონალური:
This article uses material from the Wikipedia ქართული article ირაკლი ოჩიაური, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.