ვიქტორ ადლერი

ვიქტორ ადლერი (გერმ.

ვიქტორ ადლერი სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ადლერი (მრავალმნიშვნელოვანი).

24 იანვარი, 1852 — გ. 11 ნოემბერი, 1918) — ავსტრიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. 1905 წლიდან პარლამენტის (რაიხსტაგი) დეპუტატი.

ვიქტორ ადლერი
ვიქტორ ადლერი
მშობლიური სახელი Victor Adler
დაბადების თარიღი 1952 წლის 24 იანვარი
პრაღა, ბოჰემია, ავსტრიის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1918 წლის 11 ნოემბერი
ვენა, ავსტრია
ეთნიკურად ებრაელი
ალმა-მატერი ვენის უნივერსიტეტი (Alma Mater Rudolphina)
პარტია სოციალ-დემოკრატიული
რელიგია იუდაიზმი

პოლიტიკური მოღვაწეობა დაიწყო პანგერმანული ორგანიზაციების რიგებიდან. 1883 წლიდან დაინტერესდა მუშათა მოძრაობის საკითხებით და ამ მიზნით დაუახლოვდა სოციალ-დემოკრატებს. 1883 და 1889 წლებში ორჯერ შეხვდა ენგელსს, ჰქონდა მასთან მიმოწერაც (1889–1895). იყო ერთ-ერთი მთავარი ავტორი ავსტრიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამის პროექტისა, რომელიც 1888 წლის 31 დეკემბერს — 1889 წლის 1 იანვარს ჰაინფელდში ჩატარებულმა დამფუძნებელმა ყრილობამ მიიღო. დიდი წვლილი მიუძღვის ავსტრიის სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობაში განხეთქილების აღმოფხვრასა და ერთიანი პარტიის შექმნაში.

პირველი მსოფლიო ომის პერიოდში (1914–1918) იზიარებდა გერმანულ სოციალ-შოვინისტურ შეხედულებებს, შემდეგ ცენტრიზმისაკენ გადაიხარა და სოციალ-შოვინისტებს კაუცსკიანელთა პოზიციიდან აკრიტიკებდა, თუმცა, აღსანიშნავია, რომ მისი კრიტიკის ობიექტი იყო გერმანული სოციალ-დემოკრატიის მემარცხენე ფრთა (კ. ლიბკნეხტი და რ. ლუქსემბურგი). 1918 წელს ძალიან მოკლე ვადით (30 ოქტომბრიდან 11 ნოემბრამდე) იყო ავსტრიის ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრი. ცნობილია, როგორც ავსტრომარქსიზმის კრიტიკოსი.

ლიტერატურა

  • უნივერსალური ენციკლოპედიური ცნობარი, გამომცემლობა „აი ია”, ტ.2, თბ, 2008 წ.

Tags:

11 ნოემბერი18521905191824 იანვარიავსტრიაგერმანული ენარაიხსტაგი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მემარცხენეობამონტანაზიარებავლადიმერ პუტინიდიდი პარასკევიირაკლი ჩარკვიანიჰომოფობიასვანური ენაპორტუგალიაქრისტეფორე კოლუმბიკურდღელიფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგიანანკა კალატოზიშვილინაკიანი წელიწადიავტორიტარიზმიკვიპროსისოციალ-დემოკრატიათორნიკე ერისთავიჩემი ცოლის დაქალებიინდოეთიმათე მახარებელიგიორგი II (საქართველოს მეფე)მსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითლევან ხაბეიშვილიმცხეთის ჯვრის მონასტერინაკრა (მესტიის მუნიციპალიტეტი)ინგლისიალბერტ აინშტაინიწმინდა გიორგიქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოდისკრიმინაციამუამარ კადაფიდიდება (ჰიმნი)მაიდანიასურელი მამებიმსოფლიოს შვიდი საოცრებამეტაფორამამა გაბრიელიზენონი (იარაჯული)ანა დოლიძეევროპული საქართველოსინგაპურიQuemmekhC ჰეპატიტითათული დოლიძეილია IIქსენოფობიაზურაბ ჯაფარიძეადამ კინზინგერიფსიქოლოგიაქართლ-კახეთის სამეფოათი მცნებახაჭაპურიერთი სქესის მქონე ადამიანების ქორწინებააჭარაახალციხეალექსანდრე ჭავჭავაძესაქართველოს პოლიტიკური კრიზისი (2007)ტყემალიარგონავტებისაბერძნეთიქალწული (ასტროლოგია)დატირებათუშეთიგიორგობაკვადრატული მეტრიივანე ჯავახიშვილინიუტონის კანონებიაბას I (ირანი)იოანე ღვთისმეტყველისაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროჩუტყვავილააგნოსტიციზმიანარქიამეორე მსოფლიო ომი🡆 More