ეს გვერდი ვიკიპედიის პოლიტიკის ნაწილია. ვიკიპედიის რედაქტორები შეთანხმდნენ ამ წესის შესახებ და ეს არის სტანდარტი, რომელიც სავალდებულოა ყველა მომხმარებლისთვის და ყველამ უნდა დაიცვას. ამ გვერდის რედაქტირებისას გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ცვლილებები არ უნდა არღვევდეს კონსენსუსს. მნიშვნელოვანი ცვლილებები ჯერ განიხილეთ განხილვის გვერდზე.
ორი სიტყვით: პიროვნების ბიოგრაფიას გააჩნია ენციკლოპედიური მნიშვნელობა, თუ პიროვნების ბიოგრაფიისა და საქმიანობის აღსაწერად არსებობს არაერთიავტორიტეტული და სანდომეორეული წყარო, რომელიც სტატიის ობიექტთან დაკავშირებული არ არის.
ინფორმაცია ვიკიპედიაში სანდო და გადამოწმებადი უნდა იყოს. ფაქტები, შეხედულებები, თეორიები და არგუმენტები სტატიას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაემატოს, თუ ისინი უკვე გამოქვეყნებულია სანდო და მაღალი რეპუტაციის მქონე წყაროების მიერ. ვიკიპედია არის უნივერსალური ენციკლოპედია, რაც ნიშნავს, რომ სტატიები ეხება როგორც ისტორიულ პიროვნებებს, ასევე თანამედროვეებს, რომელთა ბიოგრაფიები აკმაყოფილებენ ენციკლოპედიური მნიშვნელობის კრიტერიუმებს. გაითვალისწინეთ, რომ ახლადშექმნილი სტატიის მტკიცების ტვირთი - რედაქტორებისა და ადმინისტრატორების დარწმუნება იმაში, რომ პიროვნების ბიოგრაფიას გააჩნია ენციკლოპედიური მნიშვნელობას - არის სტატიის ავტორის/რედაქტორის პასუხისმგებლობა.
პიროვნების ბიოგრაფია უნდა მივიჩნიოთ ენციკლოპედიურად იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პიროვნების მრავალჯერადი გაშუქება ავტორიტეტულ და სანდო მეორეულ წყაროებში და თუ პიროვნების ბიოგრაფიისა და საქმიანობის აღსაწერად არსებობს საკმარისი ავტორიტეტული და სანდო მეორეული წყაროები, რომელიც ერთმანეთისგან და სტატიის ობიექტისგან დამოუკიდებელია. ენციკლოპედიურია ასევე პიროვნების ბიოგრაფია იმ შემთხვევაში, თუ პიროვნებას მიღებული აქვს მნიშვნელოვანი და საყოველთაოდ აღიარებული ჯილდო, ან იყო რამდენჯერმე ნომინირებული ან/და პიროვნებას მიუძღვის საყოველთაოდ აღიარებული წვლილი კონკრეტულ სამეცნიერო დარგში/დისციპლინაში, ან მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა ისტორიულ მოვლენაზე.
სხვა დიპლომატები, რომელთა ქმდედებებმა მნიშვნელოვნად განაპირობა საერთაშორისო ურთიერთობებში მიმდინარე პროცესები და რომელთა ბიოგრაფიისა და საქმიანობის აღსაწერად არსებობს საკმარისი მეორეული წყაროები.
ეროვნული ან საერთაშორისო წამყვანი არხების წამყვანი ჟურნალისტები (შტატში მომუშავე კოლუმნისტები, მუდმივი კორესპოდენტები, წამყვანი გადაცემების წამყვანები და მისთ.) (მაგ. The New York Times, იმედი, მთავარი არხი), რომელთა ბიოგრაფიისა და საქმიანობის აღსაწერად არსებობს საკმარისი ავტორიტეტული და სანდო მეორეული წყაროებით;
იმ საინფორმაციო საშუალებების მთავარი რედაქტორები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვიკიპედიის ენციკლოპედიურ კრიტერიუმებს (რომელთა შესახებ არსებობს სტატია ვიკიპედიაში), თუ ისინი იკავებენ საკუთარ პოსტს ხანგრძლივი დროის განმავლობაში და რომელთა ბიოგრაფიისა და საქმიანობის აღსაწერად არსებობს საკმარისი ავტორიტეტული და სანდო მეორეული წყაროებით;
საკუთარ დარგში არსებული ყველაზე პრესტიჟული პროფესიული ჯილდოს მფლობელები (მაგ. პულიცერის პრემია ან ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში)
სხვა ჟურნალისტები, რომელთა საქმიანობა ფართოდ იყო გაშუქებული დამოუკიდებელი სანდო წყაროების მიერ და რომელთა ბიოგრაფიისა და საქმიანობის აღსაწერად არსებობს საკმარისი ავტორიტეტული და სანდო მეორეული წყაროებით.
მნიშვნელოვანი ისტორიული, სადაზვერო, პოლიციური ან სამხედრო ოპერაციების მთავარი მონაწილეები თუ პიროვნების ბიოგრაფიისა და საქმიანობის აღსაწერად არსებობს საკმარისი ავტორიტეტული და სანდო მეორეული წყაროები;
ფართო ცნობადობის მქონე შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები, რომელთა ბიოგრაფიისა და საქმიანობის აღსაწერად არსებობს საკმარისი ავტორიტეტული და სანდო მეორეული წყაროებით და:
მწერალი, მთარგმნელი, მუსიკოსი, მსახიობი, რეჟისორი, მხატვარი, ფოტოგრაფი, სკულტპრი და მისთ., რომელთა ბიოგრაფიისა და საქმიანობის აღსაწერად არსებობს საკმარისი ავტორიტეტული და სანდო მეორეული წყაროებით და:
გააჩნია დარგის საერთაშორისო ან ეროვნული უმაღლესი ჯილდო, პრემია, სტიპენდია ან მისთ. (მაგ. პრემია საბა);
გააჩნის დარგის წამყვანი აქტორების აღიარება (პუბლიკაცია ყველაზე პრესტიჟულ გამომცმელობაში, ნახატები საერთაშორისო დონის მუზეუმში, მონაწილეობა საერთაშორისო დონის ფესტივალში ან მისთ.) და მისი ან მისი საქმიანობის შესახებ არსებობს პუბლიკაციები (რეცენზიები/მიმოხილვები) დარგის ავტორიტეტულ გამოცემებში;
მრავალჯერადი მონაწილეობა საერთაშორისო ან ეროვნული უმაღლესი ჯილდოს, პრემიის, სტიპენდიისა ან მისთ. ჟიურიში (მაგ. პრემია საბას ჟიური);
მოდელი, კომიკოსი, ხმის მსახიობი (გაახმოვანებელი), პორნომსახიობი, რომელთა ბიოგრაფიისა და საქმიანობის აღსაწერად არსებობს საკმარისი ავტორიტეტული და სანდო მეორეული წყაროებით და:
გააჩნია დარგის საერთაშორისო ან ეროვნული ჯილდო, პრემია, სტიპენდია ან მისთ. (მაგ. პორნომსახიობის შემთხვევაში AVN ჯილდო);
საერთაშორისო ან ეროვნული დონის ჟურნალების ან პერიოდული გამოცემების მთავარი რედაქტორები, რომელთა შესახებ არსებობს სტატია ვიკიპედიაში;
მეცნიერები, რომელთა სახელი უკავშირდება კონკრეტულ მნიშვნელოვან აღმოჩენას და რომელთა ბიოგრაფიისა და საქმიანობის აღსაწერად არსებობს საკმარისი ავტორიტეტული და სანდო მეორეული წყაროებით;
მეცნიერები, რომელთა სახელი უკავშირდება კონკრეტულ მნიშვნელოვან მიღწევას კონკრეტულ სამეცნიერო დარგში;
მეცნიერები, რომელთა პუბლიკაციები მხარდაჭერილია და გამოცემულია ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ და რომელთა ტირაჟი არანკალებია 500 ეგზემპლარის.
გაითვალისწინეთ, რომ პიროვნების ენციკლოპედიური მნიშვნელობის დამადასტურებლად არ გამოდგება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ბიოგრაფიული ლექსიკონი. ლექსიკონს არ გააჩნია ენციკლოპედიური ან სხვა მნიშვნელობის განმსაზღვრელი კრიტერიუმები, შესაბამისად ბიოგრაფიული ლექსიკონი არ არის წყარო, რომლითაც შესაძლებელია ვიკიპედიისთვის ენციკლოპედიური მნიშვნელობის დამტკიცება.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ვიკიპედია:ბიოგრაფიის ენციკლოპედიური მნიშვნელობა, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses. ®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.