ერნსტ ლუდვიგ კირხნერი

ერნსტ ლუდვიგ კირხნერი (გერმ.

6 მაისი, 1880, აშაფენბურგი, ბავარია, გერმანია — გ. 15 ივნისი, 1938, ფრაუენკირხი, დავოსის მახლობლად, შვეიცარია) — გერმანელი მხატვარი, ფერმწერი, გრაფიკოსი და მოქანდაკე. ფერწერას სწავლობდა დამოუკიდებლად. ექსპრესიონიზმის ერთ-ერთი პირველი პრაქტიკოსი და თეორეტიკოსი. გერმანული ექსპრესიონიზმის გამოჩენილი ოსტატი. მუშაობდა ფერწერისა და გრაფიკის სხვადასხვა ჟანრებში. ქმნიდა ნამუშევრებს, სადაც დინამიური, „პულსირებული“ სივრცე ფერთა მკვეთრ, ნერვულ კონტრასტებს ერწყმის.

ერნსტ ლუდვიგ კირხნერი
ერნსტ ლუდვიგ კირხნერი
დაიბადა 6 მაისი, 1880(1880-05-06)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [10] [11] [12] [13]
დაბადების ადგილი აშაფენბურგი[14] [15] [16]
გარდაიცვალა 15 ივნისი, 1938(1938-06-15)[14] [1] [17] [18] [3] [4] [5] [6] [7] [19] [11] [12] (58 წლის)
გარდაცვალების ადგილი Davos Frauenkirch[16]
ჟანრი პორტრეტი[15] , პეიზაჟი[15] , საჟანრო ფერწერა[15] , ნიუ[15] , animal painting[15] და ნატურმორტი[15]
საიტი http://www.ernstludwigkirchner.com/

ბიოგრაფია

დაიბადა ინჟინერ-ქიმიკოსის ერნსტ კირხნერის ოჯახში. 1901 წელს დაამთავრა კემნიცის გიმნაზია და დრეზდენის უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლის არქიტექტურის ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. სწავლის პერიოდში გაიცნო გერმანელი არქიტექტორი და მხატვარი-ექსპრესიონისტი ფრიც ბლეილი (გერმ. Fritz Bleyl; 1880–1966), რომელიც ახალისებდა და იზიარებდა კირხნერის ინტერესს ფერწერის მიმართ.

1903–04 წლებში სწავლობდა მიუნხენის უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელში, ამავე დროს ესწრებოდა ფონ დებშიცის და ჰერმან ობრისტის ლექციებს თავისუფალი და გამოყენებითი ხელოვნების სასწავლო-ექსპერიმენტულ სახელოსნოში. 1905 წელს დრეზდენში ბრუნდება, სადაც არქიტექტორის დიპლომს იღებს.

1905 წელს ერიხ ჰეკელთან (გერმ. Erich Heckel; 1883–1970) და კარლ შმიდტ-როტლუფთან (გერმ. Karl Schmidt-Rottluff; 1884–1976) ერთად დააარსა შემოქმედებითი გაერთიანება „ხიდი“ (გერმ. Die Brücke), საიდანაც საფუძველი ეყრება გერმანული ექსპრესიონიზმის განვითარებას. გაერთიანების (ჯგუფის) შექმნის თარიღად 7 ივნისი ითვლება. ჯგუფის სახელწოდება ერიხ ჰეკელის მიერ იქნა მოწოდებული, ხოლო მის იდეოლოგად ერნსტ ლუდვიგ კირხნერი იქცა, რომელსაც ახალი შემოქმედებითი გაერთიანების საერთო კონცეფციის ფორმულირება ეკუთვნის. ჯგუფის ესთეტიკის ძირითად პრინციპს წარმოადგენდა რეალიზმის, იმპრესიონიზმის, მოდერნისა და მატერიალისტური მსოფლმხედველობის უარყოფა.

1915 წლიდან ცხოვრობდა შვეიცარიაში. ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გარიცხეს პრუსიის სამხატვრო აკადემიიდან.

1937 წელს ნაცისტებმა იგი ე.წ. „დეგენერატიული ხელოვნების“ წარმომადგენლად შერაცხეს და მისი 639 ნამუშევარი გაიტანეს გერმანული მუზეუმებიდან; მათი ნაწილი კი გაანადგურეს. მხატვრის 25 სურათი ნაცისტების მიერ მოწყობილ ე.წ. „დეგენერატიული ხელოვნების“ საჩვენებელ გამოფენაზე იქნა წარმოდგენილი, სადაც პირადად ჰიტლერმა მას და მის ნამუშევრებს „ერის შეურაცხყოფა“ უწოდა.

1938 წელს კირხნერი მუშაობას აგრძელებს, თუმცა მისი ფიზიკური და სულიერი მდგომარეობა სულ უფრო და უფრო უარესდება. იმავე წლის 15 ივნისს, ავადმყოფობითა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულებით გაწამებული მხატვარი შვეიცარიის ქალაქ დავოსის მახლობლად, ფრაუენკირხში მდებარე საკუთარ სახლში სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს.

გალერეა

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

კომენტარები

სქოლიო

-1'>↑ 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  • Ernst Ludwig Kirchner
  • 3.0 3.1 Ernst Ludwig KirchnerOUP, 2006. — ISBN 978-0-19-977378-7
  • 4.0 4.1 Encyclopædia Britannica
  • 5.0 5.1 SNAC — 2010.
  • 6.0 6.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  • 7.0 7.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  • Discogs — 2000.
  • Grisebach L.,_Barton L._[[:d:Q103942244|Kirchner,_Ernst_Ludwig]]_//_''[[:en:Grove_Art_Online|Grove_Art_Online]]''_/_[[:d:Q56691875|J. Turner]]_—_[[:ოქსფორდი|[Oxford,_England]]],_[[:en:Basingstoke|Houndmills,_Basingstoke,_England]],_[[:ნიუ-იორკი|New_York]]:_[[:en:Oxford_University_Press|OUP]],_2018._—_ISBN_978-1-884446-05-4_—_[http://dx.doi.org/10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T046696_doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T046696]
  • -9">↑ 9.0 9.1 Grisebach L., Barton L. Kirchner, Ernst Ludwig // Grove Art Online / J. Turner[Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2018. — ISBN 978-1-884446-05-4doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T046696
    https://wikidata.org/wiki/Track:Q217595">https://wikidata.org/wiki/Track:Q56691875">https://wikidata.org/wiki/Track:Q810196">https://wikidata.org/wiki/Track:Q103942244">https://wikidata.org/wiki/Track:Q21431157">https://wikidata.org/wiki/Track:Q1547776">
  • Delarge J. Le DelargeParis: Gründ, Jean-Pierre Delarge, 2001. — ISBN 978-2-7000-3055-6
  • 11.0 11.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  • 12.0 12.1 The Fine Art Archive — 2003.
  • SIKART — 2006.
  • 14.0 14.1 Кирхнер Эрнст Людвиг // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  • 15.0 15.1 15.2 15.3 15.4 15.5 15.6 RKDartists
  • 16.0 16.1 The Fine Art Archive
  • Ernst Ludwig Kirchner
  • Ernst Ludwig [Marsalle, Louis de Kirchner] — 2006.
  • Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  • Berggipfel დაარქივებული 2022-03-17 საიტზე Wayback Machine. - Medium: Painting - oil on canvas; Dimensions: Height: 79.5 cm (31.3 in.), Width: 90 cm (35.43 in.) / Artworks by Ernst Ludwig Kirchner. The Athenaeum დაარქივებული 2019-06-03 საიტზე Wayback Machine. . წაკითხვის თარიღი: 1 ივნისი, 2019.

  • ერნსტ ლუდვიგ კირხნერი  ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
    თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.

    Tags:

    ერნსტ ლუდვიგ კირხნერი ბიოგრაფიაერნსტ ლუდვიგ კირხნერი გალერეაერნსტ ლუდვიგ კირხნერი ლიტერატურაერნსტ ლუდვიგ კირხნერი რესურსები ინტერნეტშიერნსტ ლუდვიგ კირხნერი კომენტარებიერნსტ ლუდვიგ კირხნერი სქოლიოერნსტ ლუდვიგ კირხნერი15 ივნისი188019386 მაისიაშაფენბურგიბავარიაგერმანელებიგერმანიაგერმანული ენაგრაფიკადავოსიდინამიკაექსპრესიონიზმიჟანრიფერწერაშვეიცარია

    🔥 Trending searches on Wiki ქართული:

    ლიბანიევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითსახელმწიფო რელიგიაჯვარცმასვანური ენანილოსიმონანიება (ფილმი)ერთი სქესის მქონე ადამიანების ქორწინებაჭრიჭინა (ფილმი)ახალციხეშიომღვიმებაგრატ IV (საქართველოს მეფე)შავნაბადის მონასტერიკავკასიონინატვრის ხე (ფილმი)უზბეკეთიათენიეზიდებიბათუმის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაანუსიყირგიზეთიჯაყოს ხიზნებისიონის ტაძარიკვირაცხოვლობარუსეთის იმპერიასაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურებიკონსტანტინე გამსახურდიათემურლენგილუკა მახარებელიწითელარაც გინახავს, ვეღარ ნახავ (ფილმი)ფინეთიპრაგმატიზმილაზებილაშა ტალახაძედედა ენაფელაციატერენტი გრანელიმარხვაიური გაგარინიაშოტ I დიდიიბერიაქუთაისიალავერდისლოვაკეთიაზიათეოფილოს III (იერუსალიმის პატრიაქრი)კახეთის აჯანყება (1659)ასურელი მამებიტარხუნაარსებითი სახელიბერძნული მითოლოგიადათა თუთაშხიაბზობასომხეთირენესანსივერის უბნის მელოდიებიტიფლისი (ტელესერიალი)ბარსელონაილია ჭავჭავაძედოფამინიქალდეელებინიკოლოზ ბარათაშვილიცუკატიაბას I (ირანი)ქაშვეთის ეკლესიაFacebookფარნავაზ Iსაქართველოს დამოუკიდებლობის დღეპანსექსუალიასლან აბაშიძეეკლესია (ნაგებობა)დავითი🡆 More