ნატურმორტი

ნატურმორტი — სახვითი ხელოვნების ჟანრი, რომელიც ასახავს ერთიან გარემოში ჯგუფურად ორგანიზებულ საგნებს.

უსულო საგნების გარდა ნატურმორტზე ასახულია ბუნებრივი გარემოსაგან მოწყვეტილი ცოცხალი ბუნების ობიექტები — თევზი, ყვავილები, მწერები, ჩიტები, ცხოველები. ადამიანები მხოლოდ ავსებენ ძირითად მოტივს და კომპოზიციაში მეორეხარისხოვან როლს თამაშობენ. ნატურმორტში მხატვარი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს საგნების სტრუქტურას, მოცულობას, მათი ზედაპირის ფაქტურას. ნატურმორტის ძირითადი ნიშანია დეკორატიულობა, ნატურის გადმოცემის ილუზიური სიზუსტე. ნატურმორტის ისტორიულ განვითარებაში უდიდესი მნიშვნელობა სოციალურ გარემოს ენიჭება. სხვადასხვა ეპოქაში ნატურმორტი სხვადასხვანაირია, იცვლება მისი როგორც ფორმა, ასევე შინაარსი.

ნატურმორტი
„მზესუმზირები“, ვან გოგი

იგი შეიძლება შედგებოდეს არა მხოლოდ უსულო საგნებისაგან, არამედ მოიცავდეს ბუნებრივ ფორმებსაც. ამიტომ უფრო ზუსტია სახელწოდება, რომელიც მიღებულია ინგლისურენოვან ქვეყნებში — Still life „წყნარი სიცოცხლე“. ნატურმორტის ხელოვნება, როგორც ჟანრი გაჩნდა ჰოლანდიაში, XVII საუკუნის დასაწყისში. მხატვრები გამოსახავდნენ ყველაზე ჩვეულებრივ საგნებს, მაგრამ აჩვენებდნენ მათ სილამაზესა და პოეტურობას. ნატურმორტის უდიდესი ოსტატია ფრანგი ჟან შარდენი. XIX საუკუნეში სხვადასხვა ჟანრში მომუშავე ბევრი მხატვარი ქმნიდა ნატურმორტის შესანიშნავ ნიმუშებს. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს პოსტიმპრესიონისტები, რომელთათვისაც საგანთა სამყარო ერთ-ერთი უმთავრესი თემა იყო (ვან გოგი, პოლ სეზანი). XX საუკუნეში ნატურმორტის ჟანრში მუშაობენ განსხვავებული სტილური მიმართულების მხატვრები, რომლებიც ასევე განსხვავებულად წარმოსახავენ ფერს, ფორმას, სივრცეს. ნატურმორტის საუკეთესო ნიმუშებში არა მხოლოდ საგანთა სილამაზეა გახსნილი, არამედ ადამიანის შინაგანი სამყაროც, მისი გრძნობები და განცდები, განსაზღვრული ისტორიული ეპოქის რეალური ცხოვრების თავისებურებანი.

გალერეა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

თევზიმწერებისახვითი ხელოვნებაყვავილებიცხოველები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ბორუსია დორტმუნდი (საფეხბურთო კლუბი)კრიშტიანუ რონალდუედუარდ შევარდნაძემერკურიჟანა დ’არკიიუპიტერიქვევრი (ფილმი)ზაქარია ფალიაშვილიუქმე დღეები საქართველოშისოლომონ კვირკველიასვანეთიგლობალური დათბობათავის ტვინისაქართველო XVIII საუკუნეშითევზებითევდორე კველთელისისხლის მიმოქცევის სისტემასაბა ლობჟანიძენიადაგიდიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიადამიანიიუნესკოწიგნიჟანგვა-აღდგენითი რეაქციებიშავი ზღვაძირითადი საშუალების ცვეთაევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითსვეტიცხოველიბაში-აჩუკი (ფილმი)მურად IVრამაზ შენგელიაინგლისის რევოლუციაგერმანიის ქალაქების სიადინამო თბილისი ევროპულ ფეხბურთშიკანადაკასპიის ზღვაკარტოფილიმთავარი გვერდიქართლის სამეფომიხეილ მესხის სტადიონირამადანიაშშ-ის პრეზიდენტების სიაევროპანაწლავებიზურაბ ხიზანიშვილიარსებითი სახელისაქართველოს კონსტიტუციაამერიკის შეერთებული შტატებიქართული გვარიადამიანის ჩონჩხიჩუტყვავილა26 მარტიიგიდემოკრატიაექვთიმე თაყაიშვილისაღვთო რომის იმპერიააღმოსავლეთი საქართველოუკრაინახემარწყვაიმერეთიპროტესტანტიზმიდადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიმეორე მსოფლიო ომიცოტნე დადიანიინგლისიინოლა გურგულიაეკოსისტემათამაშგარებასიანის ბრძოლაირლანდიაპაბლო პიკასოავსტრალიატრეფიკინგიჯაყოს ხიზნებითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიქართული მითოლოგიაევროპის თასების მფლობელთა თასი 1980-1981ნიკარაგუაარჩილ არველაძე🡆 More