ფერწერა

ფერწერა (ფერით წერა) — სახვითი ხელოვნების დარგი.

მხატვრული ნაწარმოები, რომელიც იქმნება რაიმე მაგარი საგნის ზედაპირზე საღებავებით. როგორც ხელოვნების სხვა დარგები, ფერწერა იდეოლოგიური და შემეცნებით სფეროს ემსახურება, ქმნის საგნობრივ-ესთეტიკურ ღირებულებას. იგი ადამიანის შრომის ერთ-ერთი მაღალგანვითარებული ფორმაა. ფერწერა ასახავს ამა თუ იმ იდეოლოგიურ კონცეფციას, ზემოქმედებას ახდენს ადამიანის გრძნობებსა და აზრებზე, აიძულებს მას განიცადოს მხატვრის მიერ ასახული სინამდვილე. მრავალი ფერწერული ნაწარმოები დოკუმენტურ-საინფორმაციო ღირებულებისაა.

ფერწერა
ლეონარდო და ვინჩის მონა ლიზა არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ფერწერული ტილო

ფერწერა იყოფა შემდეგ ქვესახეებად: მონუმენტური ფერწერა, კედლის ფერწერა ანუ ფრესკა, დეკორატიული ფერწერა(დიზაინი), დაზგური ფერწერა და მინიატურული ფერწერა.

გამოსასახი საგნებისა და მოვლენების მიხედვით ფერწერა იყოფა ჟანრებად, რომელთაგან მთავარია: ისტორიული ფერწერა, ყოფითი ფერწერა, ბატალური ფერწერა, ანიმალისტური ფერწერა, ნატურმორტი, პეიზაჟი და პორტრეტი.

საქართველო

საქართველოში მონუმენტური ფერწერის ძეგლები ცნობილია ადრექრისტიანული ხანიდან. ამ პერიოდის ფერწერული ძეგლებიდან აღსანიშნავია ბიჭვინთის ტაძრის მოზაიკა (IV—V საუკუნეები) ამავე პერიოდისაა შუხუთის აბანოს (V—VI საუკუნეები) მოზაიკური მხატვრობა, აგრეთვე ბეთლემის ქართული მონასტრის მოზაიკა პალესტინაში (V—VI საუკუნეები). აღნიშნული ძეგლები მიუთითებენ იმაზე, რომ საქართველოში ამ პერიოდისათვის არსებულა სამხატვრო სახელოსნოები. მოზაიკითვე ამკობდნენ ეკლესიის კედლებსაც (მცხეთის ჯვრის მცირე ტაძარი, VI საუკუნე, წრომის ტაძრის საკურთხევლის მოზაიკა, VII საუკუნე). VIII—IX საუკუნეებში წამყვანი ადგილი დაიჭირა კედლის მხატვრობამ (თელოვანი, დავითგარეჯის, დოდოს მონასტერი, არმაზი და სხვა).

ლიტერატურა

  • Daniel, H., (1971) "Encyclopedia of Themes and Subjects in Painting; Mythological, Biblical, Historical, Literary, Allegorical, and Topical". New York, Harry N. Abrams Inc.

რესურსები ინტერნეტში

ფერწერა 
არის გვერდი თემაზე:

Tags:

სახვითი ხელოვნება

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

რელიგია საქართველოშიაზიაჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციამასლოუს მოთხოვნილებათა პირამიდაადიშის ოთხთავიირლანდიარუსთავირეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)ლაზებიარაგვილუქსემბურგისასმელი წყალიენგურიდისკრიმინაციაკენგურუებიფარნავაზ Iსაერთაშორისო სამართალიშხარაასტრიდ ლინდგრენიდიოკლეტიანეილია თოფურიავეფხვიაღდგომატაილანდივერსალის საზავო ხელშეკრულება (1919)ნარკოტიკიოკეანეივანე ჯავახიშვილიბასიანის ბრძოლაამერიგო ვესპუჩისაქართველოს სატელეფონო კოდებიშვედეთიჩარლზ დიკენსილეჩხუმიგაპიროვნებაპუნიკური ომებინიუ-იორკიფსორიაზიამფიბიებიკატალიზატორიიბერიაარწივიძუძუმწოვრებიერეკლე IIსაქართველო XV საუკუნეშიიოჰან სებასტიან ბახიჯვაროსნული ლაშქრობებითვალირკინათევდორე კველთელისულეიმან Iსამებათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიდუნაიკოლოსეუმიქალწული (ასტროლოგია)გიორგი მამარდაშვილიმარკ ტვენიჰააგაყირგიზეთისასანიანთა იმპერიამზის დაბნელებატონაერთეულთა საერთაშორისო სისტემანიკო ბაგრატიონიგოდერძის უღელტეხილითემურლენგიდიდი ხუთშაბათისაქართველოს ქალაქებიჟანა დ’არკიგრიგოლ ხანძთელიაფხაზეთის ომი (1992-1993)მარტივი რიცხვიევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიაფრიკაილია IIპი (რიცხვი)არალის ზღვა🡆 More