ერთიანი საქართველო — დემოკრატიული მოძრაობა — პოლიტიკური პარტია, შექმნილი საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის მიერ.
დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველო | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ხელმძღვანელობა | |
თავმჯდომარე | ნინო ბურჯანაძე |
ისტორია | |
დაფუძნდა | 23 ნოემბერი, 2008 |
პოზიციები | |
იდეოლოგია | კონსერვატიზმი ეკონომიკური ნაციონალიზმი |
საიდენტიფიკაციო ნომერი | 205271294 |
წარმომადგენლობითობა | |
პარლამენტი | 0 / 150 |
ფერები | |
შტაბ-ბინა | მიქელაძის ქუჩა N11 თბილისი, საქართველო |
democrats.ge |
პარტიის დაფუძნების განცხადება გაკეთდა 2008 წლის 27 ოქტომბერს, ხოლო დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა 23 ნოემბერს — ვარდების რევოლუციის მეხუთე წლისთავზე. 2009 წლის აპრილსა და მაისში მოძრაობა სხვა პოლიტიკურ პარტებთან ერთად იყო ორგანიზატორი საპროტესტო აქციებისა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით. პარტია ბოიკოტს უცხადებდა 2010 წლის თვითმართველობის არჩევნებს და მასში მონაწილეობა არ მიუღია.
დამფუძნებელთა განცხადებით, „ერთიანი საქართველო — დემოკრატიული მოძრაობა“ ეფუძნება საქართველოს ერთიანობის იდეას, ეროვნულ ღირებულებებსა და ტრადიციებს.
კონკრეტული და გრძელვადიანი პოლიტიკური პროგრამა პარტიას ჯერ არ გააჩნია. არსებობს მხოლოდ 2 დოკუმენტი: პარტიის ხედვა და მოკლევადიანი ანტიკრიზისული პროგრამა.
პარტიის ხელმძღვანელი ორგანოა მთავარი საბჭო. უმაღლესი თანამდებობის პირები არიან თავმჯდომარე (ნინო ბურჯანაძე) და გენერალური მდივანი (გიგლა ბარამიძე).
პარტიასთან არსებობს საკონსულტაციო ორგანო „დარბაზი“, რომელიც, ძირითადად, საზოგადო მოღვაწეებითაა დაკომპლექტებული.
არჩევნები | ხმები | % | მანდატები | +/– | სტატუსი |
---|---|---|---|---|---|
2016 | 62 166 | 3,53 | 0 / 150 | ახალი | გარესაპარლამენტო |
2020 | 16 286 | 0,85 | 0 / 150 | 0 | გარესაპარლამენტო |
არჩევნები | კანდიდატი | ხმები | % | შედეგი |
---|---|---|---|---|
2013 | ნინო ბურჯანაძე | 166 601 | 10,19 | მესამე ადგილი |
არჩევნები | ხმები | % | მანდატები | +/– |
---|---|---|---|---|
2014 | 144 691 | 10,22 | 148 / 2 088 | ახალი |
2017 | 38 898 | 2,59 | 12 / 2 043 | 136 |
2021 | 845 | 0,05 | 0 / 2 068 | 12 |
This article uses material from the Wikipedia ქართული article ერთიანი საქართველო — დემოკრატიული მოძრაობა, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.