ეპარსეს კუნძულები

ეპარსეს კუნძულები (ფრანგ.

შედგება ოთხი მცირე მარჯნის კუნძულისგან და რამდენიმე ატოლისაგან. ტერიტორია 2007 წლიდან წარმოადგენს საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორიის მეხუთე რაიონს, რომელიც რეიუნიონიდან იმართება.. აქ მუდმივი მოსახლეობა არ სახლობს. სამი კუნძული გლორიოსი, ჟუან-დი-ნოვა, ევროპა და ატოლი ბასას-და-ინდიას მდებარეობს მოზამბიკის სრუტიდან დასავლეთით, მადაგასკარის სიახლოვეს, ხოლო მეოთხე კუნძული ტრომელინი მადაგასკარიდან 450 კმ-ით (280 მილი) აღმოსავლეთით მდებარეობს. მოზამბიკის სრუტეშივე მდებარეობს ბანკ-დიუ-ჟეზერის რიფიც, რომელიც 1976 წლიდან მადაგასკარის მიერ ანექსირებულია.

ეპარსეს კუნძულები
მშობ. სახელი: ფრანგ. Îles Éparses
ეპარსეს კუნძულები
ეპარსეს კუნძულების მდებარეობა და დეტალური რუკა
გეოგრაფია
მდებარეობა ინდოეთის ოკეანე
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
კუნძულთა რაოდენობა 6
მთავარი კუნძული ევროპა
ფართობი 38,6 კმ²
უმაღლესი წერტილი 2361 მ
საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიები საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორია
დემოგრაფია
მოსახლეობა დაუსახლებელი (2015)
ეპარსეს კუნძულები
ეპარსეს კუნძულების განლაგება და დეტალური რუკა
ეპარსეს კუნძულები
საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორიის დროშა

ეს კუნძულები უკვე კლასიფიცირდება, როგორც ნაკრძალი. ამ კლასიფიცირებას არ მიეკუთვნება ბასას-და-ინდია, რადგანაც აქ არის მეტეოროლოგიური სადგურები, რომლებიც ავტომატიზირებულია. ტრომელენის კუნძულზე მდებარეობს სპეციალური სადგური, საიდანაც ციკლონის მოახლოების შემთხვევაში გაფრთხილება ეგზავნება მადაგასკარს, რეიუნიონს და მავრიკს. თითოეულ კუნძულს, ბასას-და-ინდიასა და ბანს-დუ-გეისერის გარდა აქვს 1000 მეტრიანი თვითმფრინავის დასაჯდომი მოედანი. ეპარსეს კუნძულებზე დავა მიმდინარეობს რამდენიმე სახელმწიფოს შორის.

ეპარსეს კუნძულების შემადგენლობა

შედგება მარჯნის კუნძულებისაგან:

ტერიტორიის საერთო ფართობია — 38,6 კმ², მუდმივი მოსახლეობა არ არსებობს, იმყოფებიან მხოლოდ სამეცნიერო სადგურების თანამშრომლები — 56 ადამიანი. ყველაზე დიდი კუნძულია — ევროპა, რომლის ფართობი შეადგენს 28 კმ²-ს.

ტრომელინი (ფრანგ. Tromelin) ოფიციალურად აღმოჩენილი იქნა 1722 წელს. 1761 წელს კუნძულზე გემის ჩაძირვის გამო აღმოჩნდა გემის ეკიპაჟის 125 ადამიანი და 89 მონა. გემის ნამსხვრევებისაგან გადარჩენილმა მატროსებმა ააშენეს პატარა გემი და ორი თვის შემდეგ გაემგზავრნენ კუნძულიდან. კუნძულზე მათ დატოვეს 60 მალაგასიელი მონა, რომელთაც შეპირდნენ, რომ მათ წასაყვანად მალე დაბრუნდებოდნენ. 1776 წლის 29 ნოემბერს ფლოტის ლეიტენანტმა ტრომელინმა, რომელიც ხელმძღვანელობდა გემ La Dauphine-ს, გადაარჩინა ცოცხლად გადარჩენილები — 7 ქალი და რვა თვის ჩვილი. ამ ხალხმა კუნძულზე გაატარა 15 წელი. ლეიტენანტის პატივსაცემად ყოფილ ქვიშიან კუნძულს დაერქვა მისი სახელი.

ევროპის კუნძულმა (ფრანგ. Europa) სახელი მიიღო ბრიტანულ გემ «ევროპასაგან», რომელიც კუნძულზე იმყოფებოდა 1774 წელს. კუნძული საფრანგეთს ეკუთვნის 1897 წლიდან, მაგრამ მადაგასკარი მას საკუთრად თვლის იმის საფუძველზე, რომ კუნძული ადმინისტრაციულად იყო გამოყოფილი საფრანგეთის კოლონია მადაგასკარიდან უშუალოდ დამოუკიდებლობის გამოცხადების წინ. კუნძულზე არსებული ნანგრევები და საფლავები ამტკიცებენ მათი დასახლების უნაყოფო ცდებზე 1860-იან და 1920-იან წლებში. კუნძული ევროპა გამოცხადებულია ბუნებრივ ნაკრძალად. კუნძულზე ბუდობენ ზღვის ფრინველები. კუნძული მწვანე ზღვის კუების (Chelonia mydas) გამრავლების ერთ-ერთი მთავარი ადგილია, რომლებიც კვერცხებს დებენ მის პლაჟებზე. აქ ასევე ცხოვრობს რამდენიმე ასეული აფრიკული თხა, რომლებიც კუნძულზე შემოიყვანეს XVIII საუკუნეში.

ბასას-და-ინდია (ფრანგ. Bassas da India) — ვულკანური წარმოშობის დაუსახლებელი მომცრო კუნძულებისაგან შემდგარი ატოლი ინდოეთის ოკეანის სამხრეთ ნაწილში, მოზამბიკის სრუტეში, მადაგასკარიდან მოზამბიკს შორის შუაგზაში, კუნძულ ევროპიდან 80 კმ-ში ჩრდილოეთით. ფართობი — 0,2 კმ². სანაპირო ხაზის სიგრძეა — 35,2 კმ. ეს წყალქვეშა მთაა სიმაღლით 3000 მეტრი, რომელიც სულ ცოტათია ამოშვერილი ოკეანის დონიდან. ძლიერი მიქცევების პერიოდში კუნძულის რიფული ზესაპირი მთლიანად ექცევა წყლის ქვეშ. ზუსტად ამიტომ მის გარშემო ხდებოდა ბევრი გემების ჩაძირვა, რაზეც მოწმობს ჩაძირული გემების დიდი რაოდენობა. უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 2,4 მეტრზე მდებარეობს, უმდაბლესი — ინდოეთის ოკეანის სანაპირო — 0 მეტრი. კლიმატი ტროპიკულია. ჩვეულებრივი მოვლენაა ციკლონები. იგი აღმოაჩინა პორტუგალიელმა მოგზაურებმა XVI საუკუნეში, ფრანგული მმართველობის ქვეშაა 1897 წლიდან.

მიმოხილვა

ატოლი/კუნძული სადგურის
თანამშრომლები
ფართობი
კმ²
ლაგუნა
კმ²
EEZ
კმ²
კოორდინატები მდებარეობა
ბანკ-დიუ-ჟეზერი - N/A N/A N/A 12°21′ ს. გ. 46°26′ ა. გ. / 12.350° ს. გ. 46.433° ა. გ. / -12.350; 46.433 (Banc du Geyser) მოზამბიკის სრუტის ჩრდილოეთით
გლორიოსი 11 5 29,6 48 350 11°33′ ს. გ. 47°20′ ა. გ. / 11.550° ს. გ. 47.333° ა. გ. / -11.550; 47.333 (Glorioso Islands) მოზამბიკის სრუტის ჩრდილოეთით
ჟუან-დი-ნოვა 14 4,4 (1) 61 050 17°03′ ს. გ. 42°45′ ა. გ. / 17.050° ს. გ. 42.750° ა. გ. / -17.050; 42.750 (Juan de Nova) მოზამბიკის სრუტის ცენტრში
ბასას-და-ინდია - 0,2 79,8 123 700 21°27′ ს. გ. 39°45′ ა. გ. / 21.450° ს. გ. 39.750° ა. გ. / -21.450; 39.750 (Bassas da India) მოზამბიკის სრუტის სამხრეთით
ევროპა 12 28 9 127 300 22°20′ ს. გ. 40°22′ ა. გ. / 22.333° ს. გ. 40.367° ა. გ. / -22.333; 40.367 (Europa Island) მოზამბიკის სრუტის დასავლეთით
ტრომელინი 19 0,8 - 280 000 15°53′ ს. გ. 54°31′ ა. გ. / 15.883° ს. გ. 54.517° ა. გ. / -15.883; 54.517 (Tromelin Island) ინდოეთის ოკეანის დასავლეთით
სულ 56 38,6 118,4 640 400  

კუნძულების რუკები

რესურსები ინტერნეტში

ეპარსეს კუნძულები 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

ეპარსეს კუნძულები ს შემადგენლობაეპარსეს კუნძულები მიმოხილვაეპარსეს კუნძულები კუნძულების რუკებიეპარსეს კუნძულები რესურსები ინტერნეტშიეპარსეს კუნძულები სქოლიოეპარსეს კუნძულები19762007ატოლიბანკ-დიუ-ჟეზერიბასას-და-ინდიაგლორიოსი (კუნძულები)ევროპა (კუნძული)ინდოეთის ოკეანეკუნძულიმადაგასკარიმოზამბიკის სრუტეჟუან-დი-ნოვარეიუნიონისაფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორიატრომელინიფრანგული ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

პირველი მსოფლიო ომირესპუბლიკაარაბთა დაპყრობითი ომებინიჰილიზმისიყვარულიმსოფლიო მიზიდულობის კანონიენგურის ჰიდროელექტროსადგურიბრესტ-ლიტოვსკის ზავიჰარი პოტერიმიხეილ სააკაშვილილონდონიივანე ჯავახიშვილიადიშის ოთხთავიბაგრატ III (საქართველოს მეფე)საქართველოს მუნიციპალიტეტებიდეციმეტრიანანურის ციხეკალციუმისაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიმადაგასკარიბრაზილიაღორის სოლიტერიქართლის ცხოვრებასამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონიამაზონის დაბლობისაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიზვიად გამსახურდიადაუნის სინდრომიიმერეთის მხარეძალაკრწანისის ბრძოლანიკა არაბიძე25 აპრილიკონსტანტინე გამსახურდიამცხეთის ჯვრის მონასტერინათურასაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისოლომონ Iფარნავაზ Iტერენტი გრანელისავიზო მოთხოვნები საქართველოს მოქალაქეებისთვისქაშვეთის ეკლესიარომიკონცეფციაორგაზმილიხტენშტაინისინონიმებიმარო მაყაშვილიბარდა სკლიაროსივეფხვითანდებულისიმონ Iქიმიური რეაქციალადო გუდიაშვილიპარიზიქრისტიანობათემურლენგის ლაშქრობები საქართველოშიინგლისიმარტივი და შედგენილი რიცხვებიპლურალიზმითურქეთიდათა თუთაშხიაკატალიზატორილოცვა ეფრემ ასურისაცილებისიმკვრივეკირჩხიბი (ასტროლოგია)დედამიწის დღეაშშ-ის სამოქალაქო ომიკუნილინგუსინოდარ დუმბაძესოციალიზმისაქართველოს დაცული ტერიტორიებიგაერთიანებული ერების ორგანიზაციახევსურეთიდიდი პარასკევინაწლავებიშინაური კატა🡆 More