ელგუჯა ამაშუკელი

ელგუჯა დავითის ძე ამაშუკელი (დ.

22 ივნისი, 1928, თბილისი ― გ. 10 მარტი, 2002) — ქართველი მოქანდაკე, საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1965). საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე (1981-1996 წწ.). თბილისის საპატიო მოქალაქე (1981).

ელგუჯა ამაშუკელი
ელგუჯა ამაშუკელი
დაიბადა 22 ივნისი, 1928(1928-06-22)[1]
დაბადების ადგილი თბილისი
გარდაიცვალა 16 მარტი, 2002(2002-03-16)[2] [3] (73 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი
ეროვნება ქართველი
სფერო ქანდაკება
მასზე გავლენა მოახდინა ნიკოლოზ კანდელაკი
ჯილდოები შრომის წითელი დროშის ორდენი საპატიო ნიშნის ორდენი ხალხთა მეგობრობის ორდენი
სსრკ-ის სახელმწიფო პრემია

ბიოგრაფია

საშუალო განათლების მიღების შემდეგ, 1946 წელს შევიდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში ქანდაკების ფაკულტეტზე. აკადემიის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ასპირანტურაში, სადაც სამუშაო თემად ჰქონდა ვახტანგ გორგასლის ძეგლის პროექტი. 1955 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. 1958 წელს მონაწილეობა მიიღო თბილისის დამაარსებლის, ვახტანგ გორგასლის შესაქმნელად გამოცხადებულ კონკურსში და მიიღო პირველი პრემია. ძეგლი დაიდგა თბილისში, მეტეხის მოედანზე.

იყო ნიკოლოზ კანდელაკის მოწაფე. ამაშუკელი, რომლის შემოქმედება ჟანრობრივად მრავალფეროვანია, ძირითადად მონუმენტალისტია, წარმატებით მუშაობდა დაზგურ ქანდაკებაში, ქმნიდა რელიეფებს. ამაშუკელის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია აქტუალობა, მოქალაქეობრივი და პატრიოტული პათოსი, სივრცისა და რიტმის უნაკლო გრძნობა, ნათელი და ცხადი სილუეტი, მონუმენტურობა, შინაგანი დინამიკა, ზოგჯერ – მკვეთრი ექსპრესია, მასალის ფაქტურის შეგრძნების უტყუარი ალღო, განწყობილების შექმნის უნარი; ხშირად მიმართავდა სიმბოლოებსა და ალეგორიებს.

მნიშვნელოვანი ნამუშევრებია: „ქართვლის დედა“ (ხე, 1958; ალუმინი, 1963, თბილისი, შ. რუსთაველის სახელმწიფო პრემია, 1966), ვახტანგ გორგასლის ძეგლი (1959, დაიდგა 1967, ბრინჯაო, თბილისი), დიდების მემორიალი (1965, დაიდგა 1967, ბრინჯაო, ფოთი), რაფიელ ერისთავი (1974, ბრინჯაო, თბილისი), ნიკო ფიროსმანაშვილი (1975, ბრინჯაო, თბილისი), გამარჯვების მემორიალი მალთაყვაში (1979, ბრინჯაო), გამარჯვების მემორიალი გორში (1979, ბრინჯაო, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1986), „დედა ენა“ (ცოდნის ზარი, 1981–83, ბრინჯაო, თბილისი, ი. გოგებაშვილის სახელობის პრემია, 1984), „ვეფხი და მოყმე“ (1985, ბრინჯაო, თბილისი), მემედ აბაშიძე (1998, ბრინჯაო, თბილისი), გიორგი ლეონიძე (2000, ბრინჯაო, თბილისი, მთაწმინდის პანთეონი), ფარნავაზ I (2000, ბრინჯაო, თბილისი), ი. ჭავჭავაძე (1987, ბრიჯაო, ბათუმი), დავით აღმაშენებლის მონუმენტი (1995, ბრინჯაო, ქუთაისი) და სხვ. რელიეფური კომპოზიციები: თბილისის მეტროპოლიტენის სადგურ „რუსთაველის“ პორტალის რელიეფი (1965), რელიეფები თბილისის შემოსასვლელებთან (1957-1958), ბარელიეფი „თბილისის 1500 წელი“ (1958), ქანდაკება „რევოლუცია“ (1966, ბრინჯაო).

აღსანიშნავია მისი ნამუშევრები ფერწერის, გრაფიკის და წიგნის მხატვრობის დარგში. ავტორია წიგნებისა: „წერილები ხელოვნებაზე“ (1984), „მეექვსე გრძნობა“ (1987), „დრო შემოქმედი“ (2000).

მინიჭებული აქვს საქართველოს სსრ დამსახურებული მხატვრის (1965), საქართველოს სახალხო მხატვრის (1984-89) წოდებები, იყო სსრკ მხატვართა კავშირის მდივანი (1984-89). რუსეთის სამხატვრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1988), „საპატიო ნიშნის“, შრომის წითელი დროშის, ხალხთა მეგობრობის ორდენის კავალერი, საბჭოთა კავშირისა და ბულგარეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

სქოლიო

-1'> ენციკლოპედია საქართველოქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია, 1997. — ტ. 1. — გვ. 119.
  • Visuotinė lietuvių enciklopedija
  • საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.
  • Tags:

    ელგუჯა ამაშუკელი ბიოგრაფიაელგუჯა ამაშუკელი რესურსები ინტერნეტშიელგუჯა ამაშუკელი ლიტერატურაელგუჯა ამაშუკელი სქოლიოელგუჯა ამაშუკელი10 მარტი192819811996200222 ივნისითბილისიქართველები

    🔥 Trending searches on Wiki ქართული:

    დინოზავრებისაქართველოს სახელმწიფო დროშაქართული ღვინოეგვიპტეენგურის ჰიდროელექტროსადგურიგანათლება საქართველოშიგიორგი ცაბაძედედამიწის სტრუქტურაჰეტეროსექსუალობადავით სარაჯიშვილიაქლემიSARS-CoV-2ბიჭვინთასულხან-საბა ორბელიანიქართული დამწერლობაქანი (გეოლოგია)ბრაზილიაკილოგრამიდინამო თბილისი ევროპულ ფეხბურთშიცხოველებისაკუთარი და საზოგადო სახელებინორვეგიასერბეთიგურამ დოჩანაშვილიწყალიუოტფორდი (საფეხბურთო კლუბი)ავსტრალიაიეთიმ გურჯიდავით კლდიაშვილიშხარააშშ-ის სამოქალაქო ომიბერძნებიალაზანიეკოსისტემაჩეხეთის რესპუბლიკის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიწიგნიაღდგომაენერგიანაწლავებიგაერთიანებული ერების ორგანიზაციაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2012გოდერძი ჩოხელიბორუსია დორტმუნდი (საფეხბურთო კლუბი)სისხლის მიმოქცევის სისტემათრიაფოტოსინთეზიწყარო (გეოგრაფია)აზიასოკოებივაჟა აზარაშვილიგიორგი ქვილითაიაფოცხვერიდუნაიბაგრატიონებიგერმანიადიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაკახა კალაძესაჭმლის მომნელებელი სისტემააკაკი წერეთელიგველის-მჭამელილიონელ მესიწინადადებაპენალტების სერიადასავლეთ რომის იმპერიის დაცემააუტიზმიშენგენის ზონაკარტოფილინაკრძალიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიჯულიანო მედიჩიპოპ-მუსიკაღირსების მედალიატომივილი სანიოლიინდონეზიაწრეწირიმზე🡆 More