გულიელმო მარკონი (იტალ.
25 აპრილი, 1874, ბოლონია — გ. 20 ივლისი, 1937, რომი) — იტალიელი გამომგონებელი და ელექტრო ინჟინერი, რომელიც კარლ ფერდინანდ ბრაუნთან ერთად გახდა 1909 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში „უსადენო ტელეგრაფიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“.
გულიელმო მარკონი დაიბადა 1874 წლის 25 აპრილს როგორც „გულიელმო ჯიოვანი მარია მარკონი“, იტალიელი დიდგვაროვნების ოჯახში, ბოლონიაში. გულიელმო იყო ჯუზეპე მარკონის მეორე შვილი. დედამისი იყო ანი ჯეიმსონი. გულიეოლმოს ჰყავდა ერთი ძმა, ალფონსო და ერთი ნახევარძმა — ლუიჯი. 2-6 წლის ასაკში გულიელმო თავის უფროს ძმასთან და დედასთან ერთად ცხოვრობდა ინგლისში, ბედფორდში.
მარკონი ბავშვობაში სკოლის გაკვეთილებს არ ესწრებოდა, აგრეთვე არ აქვს მიღებული ოფიციალური უმაღლესი განათლება. ამის ნაცვლად იგი ფიზიკას, ქიმიას და მათემატიკას სახლში სწავლობდა შობლების მიერ დაქირავებული მასწავლებლისაგან. მარკონი იხსენიებს პროფესორ ვინჩენცო როსას (ლივორნოს უმაღლესი სკოლის ფიზიკის მასწავლებელი), როგორც მის მნიშვნელოვან მენტორს. როსა 17 წლის მარკონის ასწავლიდა ფიზიკის ძირითად საკითხებს ისეთივე კარგად, როგორც ახალ თეორიებს ელექტროობაში. 18 წლის ასაკში მარკონი დაბრუნდა ბოლონიაში და გაეცნო ბოლონიის უნივერსიტეტის პროფესორს ავგუსტო რიგის, რომელიც ამ პერიოდში იკვლევდა ჰაინრიხ რუდოლფ ჰერცის მუშაობებს. რიგიმ მარკონის ნება დართო დასწრებოდა უნივერსიტეტში ლექციებს, ამავედროულად მას შეეძლო გამოეყენებინა უნივერსიტეტის ლაბორატორია და ბიბლიოთეკა.
მარკონი ახალგაზრდობაშივე იყო დაინტერესებული მეცნიერებითა და ელექტროობით. ადრეულ 1890-იან წლებში მან მუშაობა დაიწყო რადიოტელეგრაფის შექმნის იდეაზე. ეს იდეა ამ პერიოდში ახალი არ ყოფილა; მრავალი მკვლევარი და გამომგონებელი ცდილობდა გამოეკვლია რადიოტელეგრაფიური ტექნოლოგიები. ამ პერიოდში რადიაციას მოიხსენიებდნენ როგორც „ჰერციან“ ტალღებს, თუმცა დღესდღეობით მას ძირითადად რადიოტლღებს უწოდებენ.
საბოლოოდ მარკონი გახდა პირველი პერსონა, რომელმაც შეძლო და შექმნა უგამტარო ტელეგრაფია (რადიო).
გულიელმო მარკონიმ 1927 წლის 12 ივნისს ცოლად შიერთო მარია ქრისტინა (1900-1994), თუმცა ქორწინება რელიგიურად ამავე წლის 15 ივნისს გაფორმდა. ცოლის მოყვანისათვის მარკონის მოუწია ეღიარებინა კათოლიკების სარწმუნოება და გამხდარიყო კათოლიკური ეკლესიის წევრი.
1909 წელს გალიელმო მარკონის კარლ ფერდინანდ ბრაუნთან ერთად მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიკის დარგში; 1918 წელს მას გადაეცა ფრანკლინის ინსტიტუტის ფრანკლინის მედალი; 1931 წელს მიანიჭეს ჯონ სკოტის მედალი (უკაბელო ტელეგრაფისათვის); 1933 წელს მარკონი გახდა ამომავალი მზის ორდენის მატარებელი, ხოლო 1934 წელს მიენიჭა ვილჰელმ ექსნერის მედალი.
აგრეთვე აღსანიშნავია, რომ გალიელმო მარკონი 1975 წელს გახდა ეროვნული გამომგონებელთა დიდების დარბაზის წევრი, ხოლო 1977 წელს — ეროვნულ მაუწყებელთა დიდების დარბაზის წევრი.
გულიელმო მარკონი გარდაიცვალა 1937 წლის 20 ივლისს, 63 წლის ასაკში, რომში.
This article uses material from the Wikipedia ქართული article გულიელმო მარკონი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.