ანაკოფია

ანაკოფია, ფეოდალური ხანის ციხე-ქალაქი საქართველოში, ახლანდელი ახალი ათონის ტერიტორიაზე (აფხაზეთი).

VII-VIII საუკუნეებში ანაკოფია აბაზგთა საერისთავოს პოლიტიკური ცენტრი იყო.

ანაკოფია
ციხე-ქალაქის ნანგრევები

40°48′ ა. გ. / 43.100° ჩ. გ. 40.800° ა. გ. / 43.100; 40.800

ისტორია

ქართულ საისტორიო წყაროებში პირველად მოხსენიებულია მურვან ყრუს ლაშქრობასთან დაკავშირებით, VIII საუკუნის 30-იან წლებში, როცა არაბთაგან ანაკოფიას აღების ცდა მარცხით დამთავრდა. VIII საუკუნის ბოლოდან ანაკოფია ახლად შექმნილი აფხაზთა სამეფოს მთავარ ქალაქად იქცა და დედაქალაქად ქუთაისის გამოცხადების შემდეგაც არ დაუკარგავს მნიშვნელობა. საქართველოს ერთიანი სამეფოს შექმნის შემდეგ ანაკოფია იყო „თავადი ციხეთა აფხაზეთისათა“ („ქართლის ცხოვრება“), 1032 ანაკოფია ბიზანტიელებმა დაიკავეს. 1074 წელს კვლავ საქართველოს დაუბრუნდა. XIV საუკუნიდან ანაკოფია თანდათან დაკნინდა. XIV-XV საუკუნეებში გუნუელებმა ანაკოფიაში, ზღვის პირას, მდ. ფსირცხის შესართავთან ციხე ააგეს და ფაქტორია დააარსეს. XVII საუკუნეში სამეგრელოს მთავარმა ლევან დადიანმა ანაკოფიას ზღუდე შემოავლო. XVIII საუკუნეში ციხე და ზღუდე უქმად იყო. 1875 წელს ანაკოფიის ნანგრევებთან დაარსდა ახალი ათონის მონასტერი, რომლის სახელი ეწოდა მთელ იმ ადგილსაც. ვახუშტის ცნობები:

იყო ქალაქი კეთილი, შვენიერი, ზღვასა ზედა წაშენებული და შემდგომად ბაგრატიონთაგან უმეტეს განდიდებული, რომლისა ზღვასა შინა სვეტნი ორმოცამდე დღესაც ჩანან.

ანაკოფიის ტერიტორიაზე 1957-1958 წლებში ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა (ხელმძღვანელი მ. ტრაპში) ცხადყო, რომ ციხე-ქალაქს 7 ჰა ფართობი ეკავა. გარშემორტყმული იყო კოშკებიანი გალავნით. შიდა ციხე ბორცვის წვერზე იდგა, იქვე იყო კოშკები, ბაზილიკური ეკლესია, ჭა და სხვა. ქალაქის ტერიტორიაზე აღმოჩნდა VII-XII საუკუნეების საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები, ტაძრის ნანგრევები, საკირე. ნაპოვნია მინისა და თიხის ჭურჭელი და სამეურნეო იარაღი და სხვა. აქვე მიკვლეულია ელინისტური ხანის ნამოსახლარის ნაშთები.

ლიტერატურა

ანაკოფია 
არის გვერდი თემაზე:
  • Анчабадзе З. В., Из истории средневековой Абхазии (VI-XVII вв.), Сух. 1959;
  • Леквинадзе В. А., По поводу Анакопийской крепости, «ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე», 1968, ტ. 25B;
  • Трапш М. М., Археологические раскопки в Анакопии в 1957-1958 гг. «დ. გულიას სახელობის აფხაზეთის ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტის შრომები», 1959, ტ. 30;

Tags:

VIII საუკუნეაბაზგებიაფხაზეთიახალი ათონისაქართველო

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

რელიგია საქართველოშიკონსტანტინე გამსახურდიატირანიაშავი ზღვის თევზების სიაპოსტერითამაშგარედინამო თბილისი ევროპულ ფეხბურთშილუი XIVსომხეთიყვავილოვანი მცენარეებიდემეტრე II თავდადებულისაქართველოს სახელმწიფო დროშამიუზიკლიმუსიკაქართლისაფრანგეთიშუა საუკუნეებიკურდღელიმსოფლიო მემკვიდრეობაპენალტების სერიანილოსისაქართველო XVII საუკუნეშიალექსანდრე იაშვილიინტერნეტიფუტკრებირესპუბლიკათერმოპილეს ბრძოლასაქართველოს წითელი ნუსხაევროპასამხრეთ აფრიკის რესპუბლიკათუშეთიდედამიწის სტრუქტურადავით ყიფიანითეთნულდიბერძნული კოლონიზაციადედამიწის დღესლოვაკეთიერეკლე IIბაგრატიონებიმონაკოდეზოქსირიბონუკლეინის მჟავაარწივიაბას I (ირანი)სერბეთიკოლოსეუმინაღვლის ბუშტიკილოგრამითურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიხევსურეთიჯაყოს ხიზნებიC ჰეპატიტიოპერათრიატრეფიკინგიიტალიასაღვთო რომის იმპერიათერგდალეულებიკახეთიკომპიუტერიფილტვებიტოლერანტობაერითროციტებიგიორგი სააკაძეგიორგი წიტაიშვილიდიეგო მარადონამიხეილ მესხის სტადიონივიქტორ დოლიძეაშშ-ის ისტორიაუჯრედიიმპრესიონიზმიძუძუმწოვრებისოლომონ მეფელაშა ტალახაძექართვლის დედამენისკი69 (სექსუალური პოზა)🡆 More