აკანთოცეფალები

აკანთოცეფალები, თავეკლიანი ჭიები (Acanthocephales), პარაზიტული ჭიების კლასი.

ცნობილია 500-ზე მეტი სახეობა. ახასიათებს სხეულის ორმხრივი სიმეტრია, კუტიკულით დაფარული კანი, გრძელი და რგოლური კუნთებისაგან შედგენილი კან-კუნთოვანი პარკი, ქიტინოვანი კაუჭებით შეიარაღებული ხორთუმი. აკანთოცეფალების სხეულის სიგრძეა ჩვეულებრივ 1,5-40 მმ, იშვიათად 65 მმ, იკვებებიან ოსმოსურად - სხეულის მთელი ზედაპირით. საჭმლის მომნელებელი, სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის ორგანოები არა აქვთ. გამომყოფი ორგანოებია პროტონეფრიდიები (ზოგს სულ არ გააჩნია). ნერვული სისტემა პრომიტიული აგებულებისაა.

აკანთოცეფალები
Corynosoma wegeneri

აკანთოცეფალები განსხვავებულსქესიანები არიან. განვითარების პერიოდში იცვლიან მასპინძელს (საბოლოო მასპინძელი - ხერხემლიანები, შუამავალი - უმეტესად ფეხსახსრიანები - კიბოსნაირნი, მწერები). თევზებში, ფრინველებსა და ძუძუმწოვრებში აკანთოცეფალები ზოგჯერ აკანთოცეფალოზის ძლიერ ეპიზოოტიას იწვევენ, ადამიანს კი იშვიათად ასნებოვნებენ. საქართველოში შინაურ და გარეულ ცხოველებში აღრიცხულია აკანთოცეფალების 29 სახეობა.

ლიტერატურა

  • ყურაშვილი ბ., ქსე, ტ. 1, გვ. 247, თბ., 1975

Tags:

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ეგვიპტელუქსემბურგიღორის სოლიტერიკორუფციაამიერკავკასიური ზაზუნაკლიმატიდედამიწის ისტორიალუდვიგ ვან ბეთჰოვენიიულიუს კეისარითითაობამურა დათვიკარტოფილიავსტრალიავაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალინილოსინარკომანიაირაკლი კობახიძეეკონომიკავნების კვირასამხრეთი კორეაბენიტო მუსოლინიუნგრეთიეგრისის სამეფოლოგისტიკაზებულონიზევსისაქართველოს სატელეფონო კოდებიმგელიჰიპოთეზაგიორგი XIIმდინარელევან საგინაშვილინოე სულაბერიძენოე ჟორდანიაგაპიროვნებაC ჰეპატიტიშამქორის ბრძოლა (1195)მარქსიზმიისლამიფეხბურთიბეჰემოთიფოლკლორიაშშ-ის სამოქალაქო ომიემპათიაკილოგრამიფოცხვერიდისკრიმინაციაკალიებიპოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა კავშირშიპრიზმასერგო ორჯონიკიძეპითაგორას თეორემახორვატიაr1841ამირანი (მითოლოგია)დავით IV აღმაშენებელიბახტრიონი (პოემა)სტეფანე მღებრიშვილისინონიმებიფშავიშველითბილისის ისტორიადისიდენტიაფრიკის ქვეყნების სიაკავკასიაგლობალიზაციავიკისაწყობიმორალისკოლადემეტრე II თავდადებულიხელოვნებასაქართველო IV საუკუნეშიჩემი ცოლის დაქალებილიტრიკორდილიერებიქართული ვაზის ჯიშებიადაპტაციაიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოში🡆 More