Playstation

PlayStation (იაპონ.

დაარსებიდან დღემდე ქმნის და ფლობს Sony Interactive Entertainment.

PlayStation
Playstation
პროდუქტის ტიპი ვიდეო თამაშების კონსოლი (სახლის, პორტატიული და მიკროკონსოლი)
მფლობელი Sony Interactive Entertainment
ქვეყანა იაპონია
წარდგენილი 3 დეკემბერი, 1994; 29 წლის წინ (1994-12-03)
ბაზრები მსოფლიო
საიტი playstation.com

კომპანიამ პირველი კონსოლი, სახელწოდებით PlayStation, გამოსცა 1994 წლის 3 დეკემბერს იაპონიაში. ის იქცა პირველ კონსოლად, რომელიც გამოსვლიდან 9 წლისა და 6 თვის შემდეგ გაიყიდა 100 მილიონ ეგზემპლარზე მეტი რაოდენობით, ხოლო სერიის რიგით მეორე კონსოლი PlayStation 2 გახდა (გამოსული 2000 წელს) ყველა დროის ყველაზე გაყიდვად სახლის კონსოლად 155 მილიონი ასლით. Sony-ს მომდევნო კონსოლი PlayStation 3 გამოვიდა 2006 წელს. 2013 წლის ნოემბრის მდგომარეობით მისი გაყიდვები 80 მილიონს აღემატება. 2013 წლის ნოემბერში გამოვიდა PlayStation 4, რომელიც 24 საათის განმავლობაში გაიყიდა 1 მილიონი ასლის ოდენობით და იქცა ყველაზე სწრაფად გაყიდვად კონსოლად ისტორიაში. კომპანიის უახლესი კონსოლია PlayStation 5, რომელიც გამოვიდა 2020 წლის ნოემბერში.

PlayStation სერიის პირველი პორტატიული სათამაშო კონსოლი PlayStation Portable 2013 წლის ნოემბერის მონაცემით (PSP) გაიყიდა 80 მილიონი ასლის რაოდენობით, ხოლო 2011 წლის 17 დეკემბერს გამოსული მისი მემკვიდრის, PlayStation Vita-ს გაყიდვები 2017 წლის მონაცემით 15 მილიონ ეგზემპლარს აღემატება. PlayStation-ის სერიის ერთადერთი მიკროკონსოლია PlayStation TV, რომელიც PlayStation Vita-ს არაპორტატიული ვარიანტია. PlayStation სერიის ფარგლებში, აგრეთვე გამოცემულია სხვადასხვა სახის აპარატურა, მათ შორის არის PSX - ციფრული ვიდეოჩამწერი და ვიდეო თამაშის კონსოლი, თუმცა მისი წარმოება მალევე შეწყდა მაღალი ფასიდან გამომდინარე. PlayStation-ის კონსოლები ძირითადად გამოიყენებენ DualShock-ის სათამაშო კონტროლერების სერიას, რომელიც წარმოადგენს ვიბრაციული უკუკავშირის გეიმპადების ხაზს, რომელთა გაყიდვები 2008 წლის ივნისის მონაცემით მოიცავს 28 მილიონ ასლს.

PlayStation Network არის PlayStation-ის ონლაინ სერვისი, რომლის მომხმარებელთა რიცხვი 110 მილიონს აღწევს და მოიცავს ონლაინ ვირტუალურ ბაზარს, PlayStation Store, (რომელიც იძლევა თამაშების და სხვადასხვა სახის მულტიმედიის შესყიდვის და გადმოტვრითვის საშუალებას), PlayStation Plus და სოციალურ სათამაშო ქსელურ სერვისს სახელად PlayStation Home, რომელსაც 2015 წლამდე, დახურვამდე ჰყავდა დაახლოებით 41 მილიონი მომხამრებელი მსოფლიოში. PlayStation Mobile (ადრე PlayStation Suite) არის პროგრამული უზრუნველყოფის ფრეიმვორკი, რომელიც პასუხისმგებელია PlayStation-ის კონტენტის შემუშავებაზე მობილურ მოწყობილობებზე.

მეშვიდე თაობის PlayStation-ის პროდუქტები გამოიყენებს XrossMediaBar-ის მომხმარებლის გრაფიკულ ინტერფეისს. დამატებით PlayStation 2 და PlayStation 3-ს გააჩნდა Linux-ზე დაფუძნებული ოპერაციული სისტემების მხარდაჭერა.

სერიას, აგრეთვე გააჩნია ექსკლუზიური თამაშების ძლიერი ხაზი, რომელსაც ქმნის Sony Interactive Entertainment-ის მფლობელობაში მყოფი თხუთმეტამდე დეველოპერული ჯგუფი. გარდა ამისა, სერიაზე გამოიცემა თამაშების სხვადასხვა სახის ხელახალი გამოცემები: „Greatest Hits“, „Platinum“, „Essentials“, „Favorites“ და „The Best“.

პროდუქტები

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

Sony Interactive Entertainmentიაპონური დამწერლობაიაპონური ენაპორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლისათამაშო კონტროლერისახლის ვიდეო თამაშების კონსოლისმარტფონი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ნიკოლოზ II (რუსეთი)ამერიკაეპითეტიკაპადოკიალიბერალიზმისოკოებიდუნაიევერესტინაპოლი (საფეხბურთო კლუბი)ათენინაციონალიზმიპანკრეასირითმააბო თბილელის წამებაჰარი პოტერი (პერსონაჟი)ბახტრიონი (პოემა)ედუარდ შევარდნაძეაპენდიციტისაჭმელი ხარისფაშვასელინ დიონირუსთავისარკაზმიისლამისაქართველო IV საუკუნეშისოფელიბარსელონაგეორგიევსკის ტრაქტატივენერაავსტრიაძუძუმწოვრებივარძიამიწისძვრადათვინეიმარიმწერებიაფრიკის ქვეყნების სიანატურალური რიცხვიბათუმიპითაგორას თეორემათბილისის მეტროსადგურების სიასაქართველოს ისტორიასიურრეალიზმიხორვატიასამასი არაგველიკაბო-ვერდეკვადრატული მეტრიპაბლო პიკასოფშავიხელოვნებათავისუფლება (ფილოსოფია)საქართველოს კონსტიტუციავიკიპედიაასურეთიერეკლე II-ის ოჯახიჩონგურივაჟა-ფშაველამასონობაავოკადოშავი ზღვაცოფიმიტოზი2 მაისიჯემალ ქარჩხაძეზებრებირომის იმპერიალიტრიჰორმონებისეტყვაბიზანტიის იმპერიაშვეიცარიაბიძინა ივანიშვილიდინოზავრებიბიჭვინთის ტაძარილადო ასათიანიინდოეთიწიგნი სიბრძნე სიცრუისათირკმელიაჭარა🡆 More