Nfpa 704

NFPA 704 — სტანდარტული სისტემა გადაუდებელი საშიშროებების იდენტიფიკაციისათვის.

კოდები

0
0
0
 

ოთხი დანაყოფიდან წითელი, რომელიც ზემოდან პირველი მდებარეობს, აღნიშნავს ცეცხლსაშიშობას, ლურჯი ფერი აღნიშნავს რამდენად სახიფათოა ჯამრთელობისთვის ესა თუ ის ნივთიერება, ყვითელი ფერი გვიჩვენებს რამდენად არასტაბილური და აქტიურია ნივთიერება, ხოლო თეთრი ფერი აღნიშნავს სხვადასხვა საფრთხეს. ფასდება სკალით რომელიც მერყეობს 0-დან 4-ის ჩათვლით.

ცეცხლსაშიში (წითელი)
0 ნივთიერება რომელიც არ იწვის მაგალითად ნახშირბადის ტეტრაქლორიდი Nfpa 704 , ასევე ცემენტი, ქვიშა, ქვა და ისეთი ნივთიერებები რომლებიც არ იწვებიან ჰაერზე 820 °C-ზე 5 წუთის მანძილზე.
1 ნივთიერებები, რომლებსაც სჭირდებათ გაცხელება დაახლოებით 93,3 °C-ზე. ასეთი ნივთიერებებია, მაგალითად, ამიაკი და მინერალური ზეთები.
2 არ არის საშიში და ფეთქებადი თუ არ იწვის. ასეთი ნივთიერებებია, მაგალითად, ქაღალდი, დიზელი, გოგირდი და სხვ.
3 სითხეები და მყარი ნივთიერებები (მყარი ნაკლებად), ძირითადაღ აქროლადი ნაერთები, მაგალითად, აცეტონი და ბენზინი. აირებს დნობის ტემპერატურა 22,8 °C-მდე აქვთ, ხოლო დუღილს — 37,8 °C-ზე ზემოთ.
4 ნივთიერებები, რომლებიც არიან აქროლადები ნორმალურ ატმოსერულ წნევაზე ან მარტივად იფანტებიან ჰაერში. ასეთი ნივთიერებებია აცეტილენი, წყალბადი,პროპანი და ა. შ.
ჯამრთელობა (ლურჯი)
0 არ არის ჯამრთელობისთვის არანაირად საშიში; ასეთი ნივთიერებებია, მაგ., ქაღალდი და ხე
1 იწვევს კანის გაღიზიანებას და ტოვებს მცირე ნიშნებს. მაგ., აცეტონი, კალიუმის ქლორიდი და ნატრიუმის ბრომიდი
2 შეიძლება ინტენსიური ან გრძელვადიანი, მაგრამ არა ქრონიკული დაზიანება გამოიწვიოს, მაგ., დიეთილის ეთერი, ამონიუმის ფოსფატი, იოდი
3 შეიძლება გამოიწვიოს დროებითი სერიოზული დაზიანებები. მაგ., თხევადი წყალბადი, გოგირდმჟავა, კალციუმის ჰიპოქლორიტი Nfpa 704 .
4 ძალიან მარტივად იწვევს სიკვდილს ან ძალზე მძიმე დაზიანებებს. ასეთი ნივთიერებებია წყალბადის ციანიდი, ფოსგენი, ფთორწყალბადმჟავა.

არასტაბილურობა/აქტიურობა (ყვითელი)
0 ჩვეულებრივ სტაბილური არ შედის რეაქციაში წყალთან; მაგ., ჰელიუმი, აზოტი.
1 ჩვეულებრივ სტაბილური. არასტაბილური ხდება წნევისა და ტემპერატურის ზრდისას; მაგ., პროპენი
2 მარტივად ხდება არასტაბილური ტემპერატურის ზრდისას ან წყალთან რეაქციისას წარმოქმნის ფეთქებად ნარევს; მაგ., თეთრი ფოსფორი, კალიუმი, ნატრიუმი
3 თვითონ ეს ნივთიერება არ არის ძლიერ ფეთქებადი, მაგრამ მარტივად წარმოქმნის ფეთქებად ნაერთებს სხვა ნივთიერებებთან შერევის შედეგად (ამონიუმის ნიტრატი, ცეზიუმი, წყალბადის პეროქსიდი)
4 ნორმალურ პირობებშიც მკვეთრად არასტაბილურია და ფეთქებადი (ნიტროგლიცერინი, ქლორის დიოქსიდი (Nfpa 704 ), აზოტის ტრიოდიდი (Nfpa 704 ), მანგანუმის ჰეპტოქსიდი (Nfpa 704 ) და სხვ.).
სპეციალური ცნობები (თეთრი)
„თეთრი ფერი“ შეიცავს სხვადასხვა სიმბოლოებს.
OX ნივთიერება, რომელსაც შეუძლია დაიწვას ჰაერის გარეშე; მაგ., კალიუმის პერქლორატი, ამონიუმის ნიტრატი, წყალბადის პეროქსიდი.
W შევიდეს რეაქციაში წყალთან წარმომნას ფეთქებადი ნარევი ან გამოყოს დიდი რაოდენობით სითბო; მაგ., ცეზიუმი, ნატრიუმი, გოგირდმჟავა.
SA ისეთი აირები, რომლებიც არ არიან მომწამლავები მათი ინერთულობის გამო, მაგრამ აძევებენ ჟანგბადს სასუნთქი გზებიდან; მაგ., აზოტი, ჰელიუმი, ნეონი, არგონი, კრიპტონი, ქსენონი. SA სიმბოლო გამოიყენება ისეთ ადგილებში, სადაც მოიხმარენ მშრალ ყინულს (ნახშირორჟანგი)
არასტანდარტული სიმბოლოები (თეთრი)
COR
ACID, ALK
კოროზიული, ძლიერი მჟავები ან ტუტეები. მაგ., გოგირდმჟავა და ნატრიუმის ჰიდროქსიდი
BIO ან Nfpa 704  ბიოლოგიური საფრთხე. მაგ., (ორთომიქსოვირული, ჯილეხი)
POI

მაგ., (სტრიცინი, ზარინი)

RA, RAD ან Nfpa 704  რადიოაქტიური; მაგ., (პლუტონიუმი, ურან-235, კობალტ-60).
CRY ან CRYO კრიოგენული (მაგ., თხევადი აზოტი)

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

გიორგი მიქაუტაძებერნისაკუთარი და საზოგადო სახელებიხემარწყვაჰიმალაიდავით ყიფიანიქრისტეფორე კოლუმბიტრეფიკინგიკლიმატის ცვლილებამასტურბაციაგიორგი XIIეგრისის სამეფობრუნებაწრეწირიკლასიციზმიმტირალას ეროვნული პარკიცივი ომიფრიდერიკ შოპენიმორის ალეადამიანის ჩონჩხისაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაქართული ფილმების სიაპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშიევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითსახვითი ხელოვნებაზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2024რიონიგიორგი მამარდაშვილიდინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)არაბობა საქართველოშიმესამე თაობის ვიდეო თამაშების კონსოლებიილია თოფურიამთვარის დაბნელებათბილისური ეზოთბილისის ბოტანიკური ბაღიამქარიმართლმადიდებლობაბახტრიონი (პოემა)დიეგო მარადონაწყნარი ოკეანეწყალისიურრეალიზმისლავებიჰემანგიომახინკალიაფრიკის ქვეყნების სიაკვიპროსისაქართველოს სატელეფონო კოდებიწმინდა სამების საკათედრო ტაძარილევან კობიაშვილიაქლემიბალტიმორიგაზაფხულისაფრანგეთის რევოლუციაერეკლე IIშოთა რუსთაველიიგლუგიორგი III (საქართველოს მეფე)თბილისის მეტროპოლიტენიმარკ ტვენივახტანგ VIთემურლენგიგიორგი ლორიაოპერათბილისიიაკობ გოგებაშვილიბაგრატის ტაძარიპროქსიმა კენტავრი bმელამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატისომხეთიბარსელონააზიის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითშავი ზღვის თევზების სიასაქართველოს კონსტიტუციარუსთავიოსმალეთის იმპერია🡆 More