Do What U Want

„Do What U Want“ (ქართ.

კელი">რ. კელისთან ერთად. სიმღერის ავტორები არიან გაგა, DJ White Shadow, რ. კელი, მარტინ ბრესო და William Grigahcine, ხოლო სიმღერის პროდიუსერები არიან გაგა და DJ White Shadow. სიმღერის ნაწყვეტის პრემიერა გაიმართა 2013 წლის 17 ოქტომბერს ამერიკულ ყურსასმენების ბრენდ Beats by Dr. Dre-ს რეკლამაში. 2013 წლის 21 ოქტომბერს სიმღერა გამოვიდა როგორც ალბომის პირველი პრომო სინგლი, თუმცა მას შემდეგ, რაც სიმღერამ დაიკავა ნომერ პირველი ადგილი iTunes-ის 64 ქვეყანაში, გადაწყდა, რომ სიმღერა გამოსული როგორც მეორე სინგლი ალბომიდან ARTPOP.

„Do What U Want“
Do What U Want
სინგლილედი გაგა და რ. კელი
ალბომიდან Artpop
გამოსვლის თარიღი 21 ოქტომბერი, 2013 (2013-10-21)
ჟანრი
ხანგრძლივობა 3:48
ხმისჩამწერი ლეიბლი Streamline, Interscope
ავტორ(ებ)ი ლედი გაგა, პოლ ბლერი
პროდიუსერი ლედი გაგა, DJ White Shadow
ლედი გაგა და რ. კელი — სინგლების ქრონოლოგია
„Applause“
(2013)
Do What U Want
(2013)
„G.U.Y.“
(2014)
რ. კელის სინგლების — ქრონოლოგია
„Genius“
(2010)
Do What U Want „PYD“
(2013)

Do What U Want არის R&B სტილის სიმღერა, რომელსაც თან ახლავს 80-იანი წლების სინთპოპის ელემენტები, სიმღერა ასევე შეიცავს ელექტრონულ დარტყმებს. სიმღერის ტექსტში გაგა მოგვითხრობს, რომ მისი აზრები, ოცნებები, გრძნობები და მისი სხეული ეკუთვნის მხოლოდ მას და არ აიტერესებს, თუ რას ფიქრობს საზოგადოება მის სხეულზე. სიმღერამ გამოსვლისთანავე კრიტიკოსების მხრიდან დაიმსახურა დადებითი შეფასება და აღნიშნული იქნა 80-იანი წლების მუსიკის გავლენა. მათ ასევე გაგას ვოკალი შეადარეს ტინა ტერნერის და კრისტინა აგილერას ვოკალს. სიმღერამ ბილბორდის ცხელ ასეულში დაიკავა მე-13 პოზიცია.

გაგამ სიმღერა რამდენიმეჯერ ცოცხლად შეასრულა, მათ შორის ბრიტანულ The X Factor-ში, შაბათ ღამეს პირდაპირ ეთერში და ამერიკული მუსიკის დაჯილდოებაზე დუეტში რ. კელისთან ერთად. გაგამ იგი ასევე შეასრულა ამერიკული The Voice-ის ფინალში, დუეტში კრისტინა აგილერასთან ერთად. სიმღერის სოლო ვერსია აგრეთვე შესრულდა ბრიტანულ შოუში The Graham Norton Show, სადაც დამატებული იქნა ახალი ტექსტი. სიმღერაზე მომღერალმა გადაიღო მუსიკალური ვიდეო, რომლის რეჟისორი არის ფოტოგრაფი და Haus of Gaga-ს წევრი ტერი რიჩარდსონი, ვიდეოს პრემიერა დაგეგმილი იყო 2013 წლის დეკემბერში, თუმცა მოგვიანებით ვიდეოს გამოშვება უცნობი მიზეზების გამო გაუქმდა. გაგამ სიმღერაზე გამოუშვა რემიქსები, ჩაწერილი დუეტში ამერიკელ რეპერ რიკ როსთან ერთად და პოპ-მომღერალ კრისტინა აგილერასთან ერთად.

სიმღერების სია

  • ციფრული ჩამონატვირთი
  1. "Do What U Want" რ. კელისთან ერთად – 3:48
  • ციფრული ჩამონატვირთი – რემიქს სინგლი
  1. "Do What U Want" რ. კელისთან და რიკ როსთან ერთად (DJWS-ის რემიქსი) – 4:19
  • ციფრული ჩამონატვირთი – რემიქს სინგლი
  1. "Do What U Want" კრისტინა აგილერასთან ერთად – 3:36
  • ციფრული რემიქსების ალბომი
  1. "Do What U Want" რ. კელისთან ერთად (DJ White Shadow-ის რემიქსი) – 4:03
  2. "Do What U Want" რ. კელისთან ერთად (სამანთა რონსონის რემიქსი) – 4:27
  3. "Do What U Want" რ. კელისთან ერთად (Kronic-ის რემიქსი) – 5:12
  4. "Do What U Want" კრისტინა აგილერასთან ერთად (Steven Redant Madrid Radio Remix) – 4:00
  5. "Do What U Want" კრისტინა აგილერასთან ერთად (Steven Redant Madrid Club Remix) – 7:31
  6. "Do What U Want" კრისტინა აგილერასთან ერთად (Steven Redant Barcelona Remix) – 6:28
  7. "Do What U Want" კრისტინა აგილერასთან ერთად (Red Ant & Amp Lexvas Deep House Remix) – 6:50

გამოცემების ისტორია

რეგიონი თარიღი ფორმატი ლეიბლი
აშშ 21 ოქტომბერი, 2013 ციფრული ჩამონატვირთი
გერმანია 22 ოქტომბერი, 2013 Universal Music
დიდი ბრიტანეთი Polydor
ავსტრალია 23 ოქტომბერი, 2013 თანამედროვე ჰიტ რადიო Universal Music
იტალია 25 ოქტომბერი, 2013
დიდი ბრიტანეთი 30 ოქტომბერი, 2013 Polydor
აშშ 5 ნოემბერი, 2013 რიტმული რადიო
  • Streamline
  • Interscope
თანამედროვე ჰიტ რადიო
20 დეკემბერი, 2013 ციფრული ჩამონატვირთი – DJWS remix
1 იანვარი, 2014 ციფრული ჩამონატვირთი – Christina Aguilera remix
25 თებერვალი, 2014 ციფრული რემიქსების ალბომი

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Do What U Want  მუსიკის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები მუსიკაზე.

Tags:

Do What U Want სიმღერების სიაDo What U Want გამოცემების ისტორიაDo What U Want რესურსები ინტერნეტშიDo What U Want სქოლიოDo What U Want17 ოქტომბერი201321 ოქტომბერიArtpopITunesR&Bლედი გაგარ. კელიქართული ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

რომივერსალის საზავო ხელშეკრულება (1919)საქართველოს სახელმწიფო გერბიანემიაFacebookჰორმონებიდედამიწის დღეღეროვანი უჯრედიშველისტოიციზმიზვიგენებინიკოლოზ ბარათაშვილიმარტივი და შედგენილი რიცხვებითავის ტვინიდავით კაჭარავამცენარეებიაქლემიფენიქსი (მითოლოგია)ევროკავშირიკალათბურთიდავით კლდიაშვილიბიპოლარული აშლილობამარტინ ლუთერ კინგიკოლხეთის სამეფოსისხლირუსეთ-საქართველოს ომი (1921)ნაციონალიზმიჩინეთის ისტორიაელექტროენერგიის სექტორი სომხეთშიქრისტეს თორმეტი მოციქულიიმერეთიაბრაამ ლინკოლნილიტრიდავით გურამიშვილიკრიშტიანუ რონალდუანტანტაილია თოფურიაჩინგიზ-ყაენიკარტოფილიოქსიდიშაშვინახშირწყლებიქუთაისითამარ მეფეაზერბაიჯანიკორუფციაევროპის პარლამენტიაკაკი წერეთელინიუ-იორკიMemento moriკაპიტალიზმიმსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითხევისბერი გოჩაწინადადებალობოტომიადავით სარაჯიშვილისვანეთიბენიტო მუსოლინიაბას I (ირანი)ტურიზმიმუხაზაფხულიპოლონეთიჩინური ფერწერაოკეანემწვერვალიივერია (გაზეთი)გველებიმსოფლიო მიზიდულობის კანონიმტკვარიქართული ვაზის ჯიშებიაღდგომახეოფსის პირამიდაატომიელენე ახვლედიანითორნიკე ერისთავიარაბთა გაერთიანებული საამიროები🡆 More