Applause

„Applause“ (ქართ.

მისი ავტორები და პროდიუსერები არიან ლედი გაგა და DJ White Shadow. სიმღერა გამოიცა ალბომის პირველი სინგლის სახით. თავდაპირველად დაგეგმილი იყო მისი 2013 წლის 19 აგვისტოს, ლეიბლზე Interscope Records გამოცემა, მაგრამ მას შემდეგ, რაც სიმღერის ორმა ნაწყვეტმა გაჟონა ინტერნეტში 10 აგვისტოს, გადაწყდა სინგლის ოფიციალურად გამოშვება. სიმღერა დაწერილია 2012 წელს Born This Way Ball-ის ფარგლებში და გადაწყდა გამოსულიყო სინგლად მას შემდეგ რაც 2013 წლის თებერვალში გაგამ ფეხზე ტრავმის გამო შეწყვიტა ტურნე, ასევე გაგამ განაცხადა, რომ ბარძაყის ოპერაციის შემდგომ მან ტექსტში შეიტანა პატარა ცვლილებები, ასევე გაგამ განაცხადა, რომ "ფანების ოვაციები" რომელიც სიმღერის ბოლოშია, არის Born This Way Ball-ის ერთ-ერთი კონცერტიდან.

„Applause“
Applause
სინგლილედი გაგა
ალბომიდან Artpop
გამოსვლის თარიღი 12 აგვისტო, 2013 (2013-08-12)
ჟანრი ელექტროპოპი
ხანგრძლივობა 3:32
ხმისჩამწერი ლეიბლი Streamline, Interscope
ავტორ(ებ)ი ლედი გაგა, პოლ ბლერი
პროდიუსერი ლედი გაგა, DJ White Shadow
ლედი გაგა — სინგლების ქრონოლოგია
„Marry the Night“
(2011)
Applause
(2013)
„Do What U Want“
(2013)

ჩაწერა

„Applause“-ის ავტორები არიან ლედი გაგა და DJ White Shadow. სიმღერა დაიწერა ტურნეს The Born This Way Ball Tour მსვლელობისას, 2012 წელს. ჭორები იმის შესახებ, რომ იგი 2013 წლის დასაწყისში, ალბომში Artpop შევიდოდა, გავრცელდა, როდესაც მომღერალმა თავის Twitter-ში გაავრცელა სიმღერის ტექსტი და მიაწერა „The Applause“. 2013 წლის ივლისში ლედი გაგამ განაცხადა, რომ „Applause“ გამოიცემოდა 2013 წლის 19 აგვისტოს.

გამოცემა და პრომოკამპანია

სიმღერა არის ნაზავი ელექტრო-პოპის და ევროდენსის, რაც იწვევს გაგას სადებიუტო სტუდიური ალბომ The Fame-ის მოგონებას. სიმღერის ტექსტში აღწერილი თუ როგორ არის დამოკიდებული გაგა გულშემატკივრებზე და მათ აპლოდისმენტებზე. სიმღერამ თანამედროვე კრიტიკოსების მხრიდან დაიმსახურა დადებითი მიმოხილვა და მათ აღნიშნეს, რომ სიმღერაზე იგრძნობა ენი ლენოქსის და დევიდ ბოუის გავლენა. ნაადრევი პრემიერის გამო ვერ მოხერხდა სიმღერის რადიოებისთვის გავრცელება და მხოლოდ რამოდენმე რადიოსადგურმა თავიანთი ინიციატივით დაამატა სიმღერა პლეილისტში, ხოლო 19 აგვისტოდან სიმღერა უკვე ოფიციალურად დაემატა ყველა რადიო სადგურს. რადიო რელიზის შემდგომ სიმღერა მოხვდა ბილბორდის ცხელ ასეულში და დაიკავა მე-4 პოზიცია და გახდა გაგას რიგით მე-12 სიმღერა, რომელიც მოხვდა ბილბოარდის ცხელი ასეულის ათეულში, ასევე სიმღერამ ბილბორდის საცეკვაო/ელექტრონული სიმღერების ჩარტში დაიკავა პირველი ადგილი. სიმღერამ ასევე შევიდა 20-ზე მეტი ქვეყნის ათეულში.

სიმღერის გამოსვლის თანავე გაგამ აქტიურად დაიწყო პრომოკამპანია და ჩნდებოდა პაპარაცების წინაშე სიმღერის ალბომის გარეკანზე წარმოდგენილი მაკიაჟით, რომელიც ყოველდღე სხვადასხვანაირი იყო. გაგამ ასევე სიმღერა რამდენიმეჯერ ცოცხლად შეასრულა - მათ შორის 2013 წლის MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე, სადაც 4 წუთში მოახერხა და აჩვენა მაყურებელს თავისი ისტორია.

მუსიკალური ვიდეო

სიმღერაზე გაგამ გადაიღო ვიდეო, რომლის რეჟისორი არის ჰოლანდიელი ფოტოგრაფი დუეტი Inez and Vinoodh, რომელთაც გაგასთან არაერთხელ უთანამშრომლიათ. ვიდეოს მსოფლიო პრემიერა გაიმართა 19 აგვისტოს „დილა მშვიდობისა ამერიკის“ ეთერში და ასევე ნიუ-იორკში ტაიმზ-სქვერის დიდ ეკრანზე. ვიდეომ 24 საათში მუსიკალური ვიდეოების პლატფორმა VEVO-ზე დააგროვა 10,5 მილიონი ნახვა და გახდა რიგით მე-4 ვიდეო, რომელმაც 24 საათში დააგროვა 10 მილიონზე მეტი ნახვა.

სიმღერების სია

    ციფრული ჩამონატვირთი
  1. Applause – 3:32
    CD სინგლი
  1. Applause" – 3:32
  2. Applause (ინსტრუმენტული) – 3:32
    Applause - The Remixes
  1. "Applause" (Empire of the Sun Remix) – 4:08
  2. "Applause" (Viceroy Remix) – 4:27
  3. "Applause" (Purity Ring Remix) – 3:04
  4. "Applause" (Bent Collective Club Mix) – 7:26
  5. "Applause" (DJ White Shadow Electrotech Remix) – 5:49
  6. "Applause" (Fareoh Remix) – 4:52
  7. "Applause" (DJ White Shadow Trap Remix) – 4:09
  8. "Applause" (Goldhouse Remix) – 4:34

გამოცემების ისტორია

რეგიონი თარიღი ფორმატი ლეიბლი
აშშ 12 აგვისტო, 2013 ციფრული ჩამონატვირთი
აშშ 20 აგვისტო, 2013 მეინსტრიმული რადიო Interscope Records
იაპონია 11 სექტემბერი, 2013 CD სინგლი Universal Music Group
გერმანია 13 სექტემბერი, 2013
სინგაპური 16 სექტემბერი, 2013
ჰონგ-კონგი
საფრანგეთი
დიდი ბრიტანეთი
კორეა 18 სექტემბერი, 2013

სქოლიო

Applause  მუსიკის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები მუსიკაზე.

Tags:

Applause ჩაწერაApplause გამოცემა და პრომოკამპანიაApplause მუსიკალური ვიდეოApplause სიმღერების სიაApplause გამოცემების ისტორიაApplause სქოლიოApplauseArtpopBorn This Way BallInterscope Recordsლედი გაგაქართული ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

გიორგი VIIIჭადრაკიდასავლეთ რომის იმპერიის დაცემასაქართველოს თავდაცვის ძალებივიქტორ ორბანითევდორე კველთელიალცჰაიმერის დაავადებაასომთავრულიპერსონალური კომპიუტერიმარი ანტუანეტიზმნასაბერძნეთისაქართველოს სახელმწიფო დროშაწყნარი ოკეანევაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალიავსტრალიაპაბლო პიკასობგერაილია თოფურიაბორჯომი (წყალი)თხის რქა (ასტროლოგია)ლურჯი ვეშაპიღორის სოლიტერიძალაქრისტიანობახელოვნებაპოლიტიკური გეოგრაფიაფოთიინდუსტრიული რევოლუციაევროპაგაპიროვნება25 აპრილირელიეფის ფორმებიჰიპოთეზასაქართველოს ფრინველთა სიაალმასიიუდაიზმიილია ჭავჭავაძეწრეწირიდიდი სამამულო ომიევროკავშირისალამურიკონტინენტიზღარბისებრნიიოსებ სტალინიბაყაყიანდრია მოციქულიდელფინებიაია-სოფიას ტაძარისამასი არაგველისტუმარ-მასპინძელიყაზახეთინახშირწყლებიგიორგი IV ლაშააღდგომათინათინ ჭულუხაძედედამიწაძველი თბილისიკაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდასომხეთიხმოვანილუდვიგ ვან ბეთჰოვენიათენიჩემი ცოლის დაქალებიშვეიცარიააკონკაგუაბახტრიონი (პოემა)ორგაზმიგიორგი გახარიარუსეთივაჟა-ფშაველაიგითევზები (ასტროლოგია)ბათუმიპუნიკური ომებისაჰარა🡆 More