A-Gps

A-GPS (ინგლ.

დაჩქარება წარმოებს მოწყობილობაში არსებული კავშირის ალტერნატიული არხების ხარჯზე. ხშირად გამოიყენება იმ ფიჭურ მოწყობილობებში რომლებთაც აქვთ GPS მიმღები. A-GPS-ის ალგორითმებისათვის საჭიროა რომ არსებობდეს კავშირი დაშორებულ სერვერთან, რომლისაგანაც მოწყობილობა მიიღებდა სათანადო ინფორმაციას. მობილური მოწყობილობებისათვის ეს შესაძლოა იყოს ან ფიჭური კავშირგაბმულობის საშუალებით არსებული მობილური ინტერნეტ კავშირი ან Wi-Fi. A-GPS ხშირად ეშლებათ LBS-ში.

A-Gps
A-GPS-ის მუშაობის სქემა

ისტორია

პირველად აღნიშნული იდეა გაუჩნდათ ინჟინერებს ჯიმი სენოტსა და რალფ ტეილორს, რომლებმაც იდეა დააპატენტეს 1981 წელს. კერძოდ მათ წარმოადგინეს იდეა რომ თანამგზავრულ ნავიგაციას მხარდაჭერა გეწეოდა მიწისზედა სადგურების დახმარებითაც. აღნიშული ტექნოლოგიის ერთ-ერთი მწარმოებელი იყო SnapTrack-ის კომპანია. სისტემა მოქმედებაში გაეშვა 2001 წლის 1 ოქტომბერს ამერიკაში სამაშველო სამსახურის — 911 ქსელით.

GPS-ისა და A-GPS-ის შედარება

დღესდღეობით A-GPS-ის ტექნოლოგია გამოიყენება ისეთ მოწყობილობებში, რომლებსაც აქვთ ფიჭური კავშირის მხარდაჭერა (მობილურები, სმარტფონები) და ასევე რომელათაც აქვთ მხოლოდ Wi-Fi სერვისების (პლანშეტები, ლეპტოპები, ნეთბუკები) შესაძლებლობა. შესაბამისად უკანასკნელში გაცილებით არადამაკმაყოფილებელია A-GPS ტექნოლოგიების სერვისი.

ჩვეულებრივი GPS გამოყენებისას თავს იჩენს შემდეგი პრობლემები:

  • GPS სისტემაში, ადგილმდებარეობის კოორდინატების დადგენის პირველი მცდელობა ითხოვს გაცილებით მეტ დროს ვიდრე ყოველი შემდგომი (თუ მოწყობილობა არ იყო ჩართული ბოლო 2 საათი მას ინფორმაციის აღსადგენად დასჭირდება 30 წამი). იმისდა მიხედვით თუ რამდენად დიდი დროა გასული მონაცემების ბოლო განახლებიდან განასხვავებენ „ცივ“, „თბილ“ და „ცხელ“ სტარტს.
  • ქალაქის პირობებში GPS მოწყობილობების მოქმედება ძლიერ შეზღუდულია, ხოლო დახურულ შენობებსა და გვირაბებში საერთოდ შეუძლებელი.

A-GPS ტექნოლოგიის სიზუსტე დამოკიდებულია მის ირგვლივ არსებულ ინფორმაციის საბაზო სადგურების სიმჭიდროვეზე. ქალაქის პირობებში სიზუსტე 20-500 მეტრის ფარგლებში მერყეობს, მაშინ როცა ქალაქგარეთ ის 1500-2000 მეტრს შეიძლება აღწევდეს.

GPS მოწყობილობაში ინფორმაციის განსაახლებლად მოწყობილობას სჭირდება დაახლოებით 1 წამი, ასევე იზრდება A-GPS მიმღების მგრძნობელობა.

  • On-line — ძირითადი რეჟიმი. ინფორმაცია გროვდება როგორც თანამგზავრებიდან ისე მიწისზედა ყველა სადგურიდან.
  • Off-line — დამატებითი რეჟიმი. აჩქარებს GPS მოწყობილობის „ცივ“ და „თბილ“ სტარტს.
    დადებითი მხარე

A-GPS-ს გააჩნია რიგი განსხვავებები სტანდარტული GPS-გან, რომლითაც იხსნება მისი უპირატესობები. ყველაზე მთავარი ესაა კოორდინატების სწრაფი დადგენა მოწყობილობის ჩართვისას. ასევე მის უპირატესობას წარმოადგენს „მკვდარ ზონებში“ (გვირაბები, ქალაქის ვიწრო ქუჩები, შენობები, ბურანი ტყე) სუსტი სიგნალების გაძლიერება.

    უარყოფითი მხარე

A-GPS არ მუშაობს ფიჭური კავშირგაბმულობისთვის მიუწვდენელ ზონაში.

A-GPS-ის მოდულები სტარტისას იყენებენ მცირე ტრაფიკს (5-7 კბ); სიგნალის დაკარგვის შემთხვევაში როგორც წესი საჭიროაგანმეორებითი სინქრონიზაცია, რაც დაკავშირებულია ხარჯებთან განსაკუთრებით მაშინ როდესაც იმყოფებით როუმინგში.

A-GPS GPS
მონაცემების მიღების საშუალებები
  • თანამგზავრული ნავიგაცია
  • ფიჭური კავშირგაბმულობა
  • Wi-Fi
  • თანამგზავრული ნავიგაცია
დრო „ცივი“, „თბილი“ და „ცხელი“ სტარტისთვის
  • 1 წმ-მდე
  • 30 წმ-მდე
მიღებული მონაცემების სიზუსტე
  • ქალაქის პირობებში 20-500 მეტრის ფარგლებში
  • ქალაქგარეთ 1500-2000 მეტრის ფარგლებში
  • 0-1 მეტრის ფარგლებში
მოქმედების არეალი
  • ქალაქის ნებისმიერი ადგილი, სადაც GPS მოწყობილობა ხვდება ფიჭური კავშირგაბმულობისა და Wi-Fi დაფარვის ზონაში.
  • ღია სივრცე, როდესაც GPS მოწყობილობას აქვს საშუალება „უყურებდეს“ ღია ცას.
მკვდარი ზონები
  • ფიჭური კავშირგაბმულობისა და Wi-Fi დაფარვის ზონაში არ ყოფნის გამო, ძნელად ხდება თანამგზავრიდან მიღებული გასაძლიერებელი სიგნალის აღქმა, და ქრება დახურულ სივრცეებში ყოფნის და მოღრუბლული ამინდის პირობებში.
  • დახურულ სივრცეებში (გვირაბები, ქალაქის ვიწრო ქუჩები, შენობები, უღრანი ტყე) შეუძლებელია თანამგზავრიდან, მიღებული სიგნალის მიღება, რადგანაც აუცილებელი პირობაა რომ GPS მიმღები უნდა ხედავდეს ცას.
ფინანსური დანახარჯები
  • GPS მოწყობილობას მონაცემთა მიღებისას, ხარჯებს ადგილი აქვს, როცა ხდება მობილური ინტერნეტით სარგებლობა. აღნიშნული შესამჩნევლად იზრდება როცა ჩართულია როუმინგი.
  • GPS მოწყობილობით მონაცემთა მიღებას არ სჭირდება არანაირი დამატებითი დანახარჯი. ნებისმიერი მიღებული მონაცემი უფასოა.

იხილეთ აგრეთვე

  • GPS
  • APRS
  • DGPS
  • Q-GPS

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

A-Gps ისტორიაA-Gps GPS-ისა და A-GPS-ის შედარებაA-Gps იხილეთ აგრეთვეA-Gps ლიტერატურაA-Gps რესურსები ინტერნეტშიA-Gps სქოლიოA-GpsWi-Fiინგლისური ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ერეკლე II-ის ოჯახიბიპოლარული აშლილობაწმინდა სამების საკათედრო ტაძარიქართული მითოლოგიავახტანგ VIვეშაპისნაირნიქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოდავითიანი (ნაწარმოები)ადაპტაციასოკოებიმეიოზითევზებიბალდუინ IV იერუსალიმელიარაბობა საქართველოშიევროკომისიაიბერიაქრომოსომამიხეილ ჯავახიშვილიპარიზიიგავ-არაკიცხრა ძმა ხერხეულიძეოქსიდიუფლისციხეაბო თბილელის წამებავინსენტ ვან გოგისაფრანგეთის რევოლუციარკინაქართული ხალხური ცეკვებიმართლმადიდებლობამარტივი და შედგენილი რიცხვებიბიძინა ჩოლოყაშვილიმოსკოვიმსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითრუსუდანიწელიწადის დროებიშხარაქართლიძველი ეგვიპტედუბაიმზენიკიტა ხრუშჩოვიამერიკის შეერთებული შტატებიმიხეილ სააკაშვილიაუტიზმივაჟა მარგველაშვილიაზოტიპელოპონესის ომიაზოანბანიალჟირიევროპა-აზიის საზღვარიზვიგენებიგიორგი მაზნიაშვილიაპენდიციტიმთვარემსოფლიო მიზიდულობის კანონიეკონომიკასალამურითვითმმართველობაინფორმაცია29 აპრილითორნიკე ერისთავიფრინველებინიანგებიმალდივის რესპუბლიკასამხრეთი კორეაგიორგი მამარდაშვილიბირთვული იარაღისეფსისისაქართველო IX-X საუკუნეებშისამანიშვილის დედინაცვალიმინერალების სიაკურო (ასტროლოგია)გაზაფხულისავანაედუარდ შევარდნაძებაში-აჩუკი (ფილმი)🡆 More