.გე

.გე — ზედა დონის ქართულენოვანი ეროვნული დომენი (ccTLD) საქართველოსთვის.

.გე
შემოღებულია 2016 წლის 20 იანვარი
დომენის ტიპი ზედა დონის ეროვნული დომენი
სტატუსი მოქმედი
რეგისტრატორი ITDC
დანიშნულება საქართველოსთან დაკავშირებული სხვადასხვა ობიექტი
ფაქტობრივი გამოყენება მხედრული ანბანით დაწერილი საინტერნეტო მისამართებისთვის
საიტი რეგისტრაცია.გე

აღნიშნული ინტერნაციონალიზებული დომენური სახელი, რომელიც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, საჯარო გამოკითხვის საფუძველზე შეარჩია და წარუდგინა ინტერნეტ-დომენების მაკონტროლებელ ორგანიზაციას, ქვეყნის ორნიშნიანი ლათინური კოდია GE, წარმოდგენილი მხედრული ანბანის ასონიშნებით, განითა და ენით. მისი მეშვეობით, შესაძლებელია ქართული მხედრული ანბანით აკრეფილი ინტერნეტ-მისამართების რეგისტრაცია.

ისტორია

2009 წლის 16 ოქტომბერს დაიწყო დომენური სახელების (ქვეყნის კოდი ზედა დონის დომენში - ccTLD) ინტერნაციონალიზაცია, „მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაციის (ICANN)“ მიერ დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, რომელიც ქვეყნის ინტერესებს წარმოადგენს ზემოაღნიშნულ კომიტეტში 2005 წლის თებერვლიდან, მას შემდეგ რაც მისი მე-100 სამთავრობო წევრი გახდა, მიიღო ამ პროგრამაში მონაწილეობა და შეფასებისთვის წარადგინა დომენური სტრიქონი .გე, რომელიც წინასწარ შეირჩა გამოკითხვის შედეგად ალტერნატიული ვარიანტებიდან: „კა“ (ორნიშნიანი საერთაშორისო ენის კოდი Ka[rtuli]) და „სა“ (პირველი ორი ასო, ქვეყნის ქართული დასახელებიდან).

შეფასების ეტაპი წარმატებით დასრულდა 2011 წლის მარტში და ქვეყანას მიენიჭა აღნიშნული ინტერნაციონალიზებული დომენური სახელი. 2014 წლის 24 ოქტომბრიდან კი საქართველოს ოფიციალურად მიეცა უფლება, საინტერნეტო მისამართების მხედრული ანბანითა და .გე დაბოლოებით დაწერის. ამგვარი დომენური სახელების განკარგვის უფლება გადაეცა პროგრამაში მონაწილე, „საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრს (ITDC)“.

2016 წლის 20 იანვრიდან დაიწყო რეზერვაციის პროცესი სახელმწიფო საჭიროების, სავაჭრო ნიშნის შემცველი ან .ge დომენის მფლობელებისთვის, ხოლო 6 თვის შემდეგ, 8 აგვისტოდან, რეგისტრაცია საყოველთაოდ გაიხსნა და მისამართები ხელმისაწვდომი გახდა როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნის რეზიდენტი ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისთვის. დომენის შერჩევა და დარეგისტრირება შესაძლებელია ონლაინ-რეჟიმში, პირდაპირ ვებგვერდიდან.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

.გე ისტორია.გე იხილეთ აგრეთვე.გე რესურსები ინტერნეტში.გე სქოლიო.გედომენური სახელიზედა დონის დომენიზედა დონის ეროვნული დომენისაქართველოქართული ენაქვეყნის კოდი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ხევსურეთიაკაკი წერეთელიევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითლობოტომიაისლამიუინსტონ ჩერჩილისაათი (ერთეული)ადამიანიტრაპეციადემოკრატიაგამტარიკახეთისოკოებიდისკრიმინაციამერწყულიევროპის პარლამენტითბოგამტარობაუნიტარიზმიეგვიპტესაქართველოს პრემიერ-მინისტრიარალის ზღვათავის ტვინიჩემი ცოლის დაქალებიბიოლოგიური სისტემატიკადუნაისანტიმეტრიჰაერიანტანტაგიორგი III (საქართველოს მეფე)რუსთავიბიშკეკისაქართველოს კონსტიტუციაძველი თბილისისახელმწიფოპარიზინიუტონის კანონებიქვემო ქართლის მხარეაფხაზეთის ომი (1992-1993)ღამურასიურრეალიზმიამირანი (მითოლოგია)ბზობაქართული გვარიგიული ჩოხელიგაერთიანებული ერების ორგანიზაციაიმპრესიონიზმიფეხბურთილადო გუდიაშვილიმტირალას ეროვნული პარკიტაილანდიბერძნული მითოლოგიაბირთვული იარაღისიყვარულინოდარ დუმბაძემედეა (მითოლოგია)დენის ძალაექვთიმე თაყაიშვილიგიორგი ანწუხელიძესუვერენული სახელმწიფოალაზანილეონარდო და ვინჩინიჰილიზმიკილომეტრიThe Beatlesგამარჯვების დღეედუარდ შევარდნაძესაქართველოს დაცული ტერიტორიებიგიორგი I (საქართველოს მეფე)შუშანიკის წამებადავით კაჭარავასიტყვაიოსებ სტალინივერცხლიმსოფლიოს უდიდესი ქალაქებითამბაქოსუნთქვაპითაგორას თეორემა🡆 More