ქვეყნის კოდი

ქვეყნის კოდი — მოკლე ალფავიტური ან ციფრული გეოგრაფიული კოდი (გეოკოდები), შემუშავებული ქვეყნებისა და დამოკიდებული ტერიტორიების წარსადგენად მონაცემების დასამუშავებლად და კომუნიკაციებისთვის.

შემუშავებულია რამდენიმე სხვადასხვა სახის სისტემა, რომელთაგან ყველაზე უფრო ცნობილია — ISO 3166-1.

ISO 3166-1

ეს სტანდარტი განსაზღვრავს კოდებს მსოფლიოს ქვეყნებისა და დამოკიდებული ტერიტორიების უმრავლესობისათვის:

  • ორასოიანი (ISO 3166-1 alpha-2),
  • სამასოიანი (ISO 3166-1 alpha-3) და
  • სამნიშნიანი ციფრული კოდი (ISO 3166-1 numeric).

ორასოიანი კოდები გამოიყენება, როგორც ზოგიერთი სხვა კოდების საფუძველი, მაგალითად:

  • ვალუტის კოდებისათვის ISO 4217,
  • მცირე სახეცვლილებით ქვეყნების უმაღლესი დონის დომენის სახელებისთვის (ccTLD) ინტერნეტში.

სხვა გამოყენების საშუალებები იხილეთ ISO 3166-1-ში.

ქვეყნების სხვა კოდები

  • საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სოკ-ი) ქვეყნების სამასოიანი კოდები: სოკ-ის ქვეყნების კოდების სია,
  • ფიფა ქვეყნებს ასევე ანიჭებს სამასოიან კოდებს (რომელსაც ეძახიან ფიფას ტრიგრამებს): ფიფა-ს ქვეყნების კოდები
  • ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია იყენებს საკუთარ ორასოიან კოდებს: ნატოს ქვეყნების კოდების სია. ისინი ძირითადად აღებულია FIPS 10-4-ის კოდებიდან. 2003 წელს სტანდარტიზაციის შესახებ შეთანხმების (STANAG) მერვე გამოცემაში მიღებული იქნა ISO 3166-ის სამასოიანი კოდების გამოყენება მაკედონიისათვის მინიჭებული კოდის გარეშე. მეცხრე გამოცემაში ნატო გადავიდა ოთხ- და ექვსასოიან კოდებზე, რომელიც ძირითადად დაფუძნებულია ISO 3166-ზე ზოგიერთის გამორიცხვებით და დამატებებით.
  • კოდური სისტემა საავტომობილო ნომრების ნიშნებისთვის: ქვეყნების საავტომობილო კოდების სია ([1]).
  • ინფორმაციის დამუშავების ფედერალური სტანდარტები (Federal Information Processing Standard, FIPS) — აქვს საკუთარი კოდები, რომელსაც იყენებს აშშ-ის ხელისუფლება და The World Factbook: ინფორმაციის დამუშავების ფედერალური სტანდარტების ქვეყნების კოდების სია, ასევე იხ. ინფორმაციის დამუშავების ფედერალური სტანდარტების რეგიონების კოდების სია.
  • საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირის სტანდარტები:
    • E.164 — ქვეყნების 1-3 ციფრიანი საერთაშორისო სატელეფონო კოდები E.164: The international public telecommunication numbering plan: ქვეყნების სატელეფონო კოდების სია,
    • E.212 — Mobile Country Code, მობილური/უსადენო სატელეფონო მისამართებისთვის,
    • რადიოსადგურების ამოსაცნობი სიგნალის (საზღვაო, საჰაერო, სამოყვარულო რადიო, სამაუწყებლო რადიო და სხვა) პირველი რამდენიმე სიმბოლო განსაზღვრავს ქვეყანას: საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირის პრეფიქსები,
    • საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირის ქვეყნების კოდების სია საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირის წევრი ქვეყნებისათვის,
    • სამნიშნა ციფრული კოდები საზღვაო რადიოგადაცემებში ქვეყნების განსაზღვრისათვის, იხ. საზღვაო საიდენთიფიკაციო კოდები.
  • ევროპის კავშირი:
    • 2004 წელს ქვეყნების რაოდენობის გაზრდამდე ევროპის კავშირი იყენებდა საავტომობილო ნომრების ზემოთ აღნიშნულ კოდებს. დღეისათვის ევროპის კავშირი იყენებს ISO 3166-1-ს ორი გამონაკლისით EL (და არა GR) საბერძნეთისთვის, და UK (და არა GB) დიდი ბრიტანეთისათვის. [2]
    • Nomenclature des unités territoriales statistiques (ტერიტორიული ერთეულების ნომენკლატურა სტატისტიკისათვის, NUTS) ძირითადად განსაზღვრავს ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების ადმინისტრაციულ დაყოფას.
  • სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO, International Civil Aviation Organization) იყენებს:
    • საჰაერო ტრანსპორტის რეგისტრაციის პრეფიქსები,
    • ეროვნული ასოების კოდები — ადგილმდებარეობის ინდიკატორები.

ISO 3166-ის შემმუშავებლები ვარაუდობენ, რომ ეს სტანდარტი მომავალში შეცვლის ყველა სხვა სტანდარტს.

კოდირების სხვა საშუალებები

ქვეყნის წარდგენა ასევე შეუძლიათ ქვემოთ მოყვანილ კოდებს:

  • ISBN (International Standard Book Numbers) კოდის საწყისი ციფრები — ჯგუფური იდენთიფიკატორები ქვეყნებისათვის, ზონებისათვის და ენობრივი რეგიონებისათვის.
  • კომპანია GS1-ის პრეფიქსების პირველი სამი ციფრი გამოიყენება პროდუქტების იდენთიფიკაციისთვის, მაგალითად, შტრიხკოდებში.

რესურსები ინტერნეტში

Tags:

ქვეყნის კოდი ISO 3166-1ქვეყნის კოდი ქვეყნების სხვა კოდებიქვეყნის კოდი კოდირების სხვა საშუალებებიქვეყნის კოდი რესურსები ინტერნეტშიქვეყნის კოდიISO 3166-1გეოგრაფიაკოდი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ნაცვალსახელიიგიჭადრაკიაფრიკის ქვეყნების სიაარასამთავრობო ორგანიზაციაანალური სექსიდედამიწის დღეპოლიმერებილეჩხუმიშოთა რუსთაველიდიდგორის ბრძოლაბაგრატის ტაძარიზევსიგიორგი XIIფემინიზმიიაპონიაათეროსკლეროზიჩარლი ჩაპლინიეთიოპიაიასამანილადო გუდიაშვილიასლან აბაშიძესატურნიშინაური კატაბარაკონიქეთო და კოტე (ოპერა)ნარკოტიკიკაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდასაქართველოს ფაუნაავსტრიაქრისტიანობაშვედეთიგიორგი IV ლაშასამეგრელო-ზემო სვანეთის მხარენიდერლანდებიელენე ახვლედიანილიბერალიზმისაქართველოკუბური მეტრიThe Beatlesძუძუმწოვრებიდუნაიჩრდილოეთი ამერიკათურქეთიფეხბურთიელენე ხოშტარიაკუნთებიგლიცინიაბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)მცენარეებიცენტნერისიყვარულისტუმარ-მასპინძელიბაგრატ IV (საქართველოს მეფე)ათენიმონღოლთა ბატონობა საქართველოშიირაკლი აბაშიძევლადიმერ ლენინისტამბოლიიუპიტერიმურა დათვიმედუზებიკრწანისის ბრძოლასაფრანგეთიქართველებიჰარი პოტერიკილომეტრიპარიზიხევსურეთიკონგობახტრიონი (პოემა)დიმიტრი ყიფიანიდავით კაჭარავაცივი ომიბიზანტიის იმპერია9 აპრილის ტრაგედიასაქართველო IV საუკუნეში🡆 More