ჰენრიკ პონტოპიდანი (დან.
24 ივლისი, 1857 — გ. 21 აგვისტო, 1943) — დანიელი რეალისტი მწერალი. 1917 წელს კარლ გელერუპთან ერთად მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში „დანიის თანამედროვე ცხოვრების გულმართალი აღწერისათვის“.
ჰენრიკ პონტოპიდანი | |
---|---|
დან. Henrik Pontoppidan | |
დაბადების თარიღი | 24 ივლისი, 1857[1] [2] [3] [4] [5] |
დაბადების ადგილი | ფრედერისია[6] [7] |
გარდაცვალების თარიღი | 21 აგვისტო, 1943[6] [1] [2] [3] [8] [4] [5] (86 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | Ordrup |
საქმიანობა | მწერალი, რომანისტი, ავტობიოგრაფი და პოეტი |
ენა | დანიური ენა |
მოქალაქეობა | დანიის სამეფო |
ჟანრი | პროზა |
ჯილდოები | ნობელის პრემია ლიტერატურაში[9] [10] |
მეუღლე | Mette Marie Hansen[11] და Antoinette Kofoed[11] |
ხელმოწერა | |
პონტოპიდანის შემოქმედება, რომელიც ძირითადად ეპიკურ სტილში დაწერილ მოთხრობებსა და რომანებს მოიცავს, ნახევარი საუკუნის მანძილზე დანიური ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტს აღწერს და სოციალური კრიტიკითა და ირონიული პესიმიზმით ხასიათდება.
დაიბადა სასულიერო პირის ოჯახში. თავდაპირველად ინჟინრის განათლებას იღებდა, რაც შეწყვიტა და დაწყებით სკოლაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობდა. მოგვიანებით კი ჟურნალისტი და მწერალი გახდა. მისი ლიტერატურული დებიუტი 1881 წელს მოთხრობათა კრებულით „Stækkede Vinger“ (შეკვეცილი ფრთები) შედგა.
პონტოპიდანის შემოქმედების პირველი პერიოდი სოციალურ კრიტიკას წარმოადგენს. იგი თავის მოთხრობებში გლეხთა და პროლეტართა ცხოვრებას აღწერდა. პონტოპიდანი პირველი დანიელი მწერალია, რომელმაც ლიტერატურაში ფერმერთა იდეალიზირებული პორტრეტი დაამსხვრია. 1890 წელს მწერალმა პოლიტიკურ მოთხრობათა კრებული „Skyer“ (ღრუბლები) გამოაქვეყნა, რომელშიც კონსერვატორთა ავტორიტატული დიქტატურის ქვეშ მყოფ დანიას აღწერს. მოგვიანებით პონტოპიდანის ინტერესის სფერო ნატურალისტურმა და ფსიქოლოგიურმა თემებმა მოიცა, თუმცა მას სოციალურ თემებზე წერა არ შეუწყვეტია.
პონტოპიდანის ძირითად ნამუშევრებად ითვლება სამი რომანი, რომლებიც მან 1890-1920 წლებში დაწერა.
პონტოპიდანის ბოლო, 1927 წლის რომანი „Mands Himmerig“ (კაცის სამოთხე) პირველი მსოფლიო ომის ნასაწყისში დანიელ ინტელექტუალთა კრიზისს აღწერს.
პონტოპიდანი მოთხრობებსაც წერდა, რომლებშიც პოლიტიკურ, ფსიქოლოგიურ და სექსუალურ თემებს განიხილავდა.
„Isbjørnen“ (პოლარული დათვი) (1887) აღწერს დაპირისპირებას გრენლანდიელ სამრევლოს მოძღვარსა და დანიელ მღვდელს შორის.
„Den gamle Adam“ (მოხუცი ადამი) (1894) არის მოთხრობა კაცის შიშზე ქალისაა და ზოგადად, სექსუალობის მიმართ.
„Ørneflugt “ (არწივების ბრძოლა) (1899) ჰანს ქრისტიან ანდერსენის „მახინჯი იხვის ჭუჭულის“ პირდაპირი გამოძახილია, თუმცა საპირისპირო მორალით.
1933-1943 წლებში პონტოპიდანმა მემუარების ორი განსხვავებული ვერსია დაწერა, რითაც სურდა თავის პიროვნულ განვითარებაზე საკუთარი აზრი დაეფიქსირებინა. მემუარები სათაურით „საკუთარი თავისკენ მიმავალ გზაზე“ გამოქვეყნდა.
პონტოპიდანი ნატურალისტ მწერლად მიიჩნევა. მისი ენა უბრალო და მარტივია, თუმცა ასევე გვხვდება სიმბოლოები, ფარული მინიშნებები, ირონია და ობიექტური აღწერა.
პონტოპიდანი ყველაზე ხშირად განხილვადი დანიელი მწერალია, რაც მისი პარადოქსული პერსონაჟით აიხსნება: იგი ლიბერალი, თუმცა ამასთანავე გულმხურვალე პატრიოტი იყო, თანამშრომლობდა სოციალისტებთან, თუმცა ყოველთვის დამოუკიდებელი და ინდივიდუალური პოზიციით. მისი ნაშრომები ხშირად ორაზროვნად და გაუგებრად მიიჩნეოდა. მიკერძოებულობისა და ობიექტურობის სინთეზი ხშირად აბნევდა როგორც მკითხველებს, ისე კრიტიკოსებს.
პონტოპიდანი XX საუკუნის დანიური ლიტერატურის პიონერად მიიჩნევა. მან მოდერნიზმის კრიტიკით გავლენა მოახდინა კულტურულ კონსერვატორებზე პირველი მსოფლიო ომის შემდეგ.
თხზულებათა კრებულები
მოთხრობები:
რომანები:
ავტობიოგრაფიული მონახაზები
This article uses material from the Wikipedia ქართული article ჰენრიკ პონტოპიდანი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.