ჰადესი

ჰადესი (ძვ.

ბერძნ. Ἅιδης ან ᾍδης, ლათ. Pluto) — ქთონური ღვთაება ძველ ბერძნულ მითოლოგიაში, ქვესკნელის მბრძანებელი, მცენარის ძირთა და წიაღის სიმდიდრეთა უხილავი მეუფე. კრონოსის და რეას ძე, (ჰესიოდე, თეოგონია), ზევსის და პოსეიდონის ძმა. ტიტანების დამხობის შემდეგ ძმებმა ძალაუფლება გაიყვეს და ქვესკნელი ჰადესს ერგო. მიცვალებულთა სულების სამეფოს განაგებდა თავის ცოლთან პერსეფონესთან ერთად. ჰადესის წმინდა მცენარეებია კვიპაროზი და ნარგიზი. მსხვერპლად სწირავდნენ შავ ცხვარს. გამოსახავდნენ ზევსისა და პოსეიდონის მსგავსად, ოღონდ პირქუში სახისას, შუბლზე თმებჩამოყრილს და განიერ სამოსში, ხელში სულეთის გასაღებით და გვერდით ცერბერის გამოსახულებით. მეორე მნიშვნელობით: ქვესკნელის, მიცვალებულთა სამყოფელის სახელი. მას ჰყავდა სამთავიანი ძაღლი, რომელსაც გველის კუდი ჰქონდა და კარიბჭეს იცავდა, რათა სულები არ გაქცეულიყვნენ. ჰადესის სამეფოში იყო მდინარე მლეთე, რომელზეც იყო ნავით ადამიანი და სულები მდინარეზე გადაყავდა.. ამის გამო იგი გასამრჯელოს ითხოვდა და ამიტომ ბერძნები მიცვალებულებს თვალის გუგებზე მონეტას ადებდნენ.

ჰადესი
ჰადესი - ქვესკნელის მბრძანებელი

მითოლოგია

ჰესიოდეს მოსაზრებით, როდესაც ჰადესი დაიბადა იგი მამამ შთანთქა როგორც დანარჩენი შვილები. სამი ძმის ტიტანებზე გამარჯვების შემდეგ მსოფლიო გაიყო სამ ნაწილად. ჰადესს წილად შეხვდა ქვესკნელი და ძალაუფლება მკვდართა ჩრდილებზე და სულებზე. ჰადესი ითვლებოდა მიწისქვეშა სიმდიდრის, ნაყოფიერების ასევე დედამიწაზე მოსავლის ღვთაებად. ჰომეროსის გადმოცემით, ჰადესი თვითონ იცავს თავის სამეფოს. ჰომეროსი მოიხსენიებს ჰადესს, როგორც გონიერს და სტუმართმოყვარეს. ოლიმპიურ მითოლოგიაში, ჰადესი არის ერთ-ერთი თორმეტ ოლიმპიელს შორის, ასევე შედის იმ მეფეთა სამეულში, რომლებმაც გაიყვეს მსოფლიო ტიტანებთან გამარჯვების შემდეგ. ჰომეროსი გვაცნობს მას, როგორც სიკვდილის ღმერთს, დამცველს თავისი ქვესკნელის სამეფოსი. როგორც სიკვდილის ღმერთი, იგი იყო საშინელი, რომლის ხსენებისაც კი ეშინოდათ და მის სახელს ანაცვლებდნენ სხვადასხვა ეპითეტებით, მათ შორის სახელი პლუტონით, რომელიც მეხუთე საუკუნის ბოლოს გამოიყენებოდა. საბოლოოდ ამან შეცვალა მისი ორიგინალური დასახელება, რომლითაც ჰომეროსი მოიხსენიებდა. ასეთი მეთოდით ჰადესმა პლუტონში გააერთიანა დამოუკიდებელი ღვთაების სიმდიდრე და ნაყოფიერება. სახელის შეცვლასთან ერთად, მოხდა ჰადესზე წარმოდგენის შეცვლა და ასევე მის სისასტიკეზე შეიცვალა წარმოდგენა. ჰადესის მეუღლეს პერსეფონეს ასევე მოიხნეიებენ, ნაყოფიერების და ქვესკნელის ქალღმერთად. სხვადასხვა თქმულებებში აღნიშნულია ჯადოსნური ქუდი, რომელსაც ჰქონდა თვისება გამხდარიყავი უხილავი. ეს ქუდი, რომელსაც ზევსი იყენებდა ტიტანებთან შერკინების დროს, ციკლოპებმა ჰადესს აჩუქეს მათი ტყვეობიდან განთავისუფლების სანაცვლოდ. პლუტონი გამოსახულია სამ თავიან ძაღლში. ჰადესი გაიგივებულია დიონისესთან.

ლიტერატურა

Tags:

ბერძნული მითოლოგიაზევსიკვიპაროზიკრონოსილათინური ენანარგიზიპერსეფონეპოსეიდონირეაძველი ბერძნული ენაჰესიოდე

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ანა კალანდაძეთევზებიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2004რამაზ შენგელიასაქართველო IV საუკუნეში9 აპრილის ტრაგედიააზიაგოდერძი ჩოხელიC ჰეპატიტიცენტნერიშავი ზღვის თევზების სიარომის რესპუბლიკადათვირითმააშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიაანგარიშთა გეგმაამირანი (მითოლოგია)ჟანგვა-აღდგენითი რეაქციებიჯაყოს ხიზნებიჰობიტი (რომანი)ნარიყალაიუპიტერილევანტე (საფეხბურთო კლუბი)ორერააპენდიციტისაჭმლის მომნელებელი სისტემაჭადრაკირომის იმპერიამსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითსათბურის ეფექტიენგურისაქართველოს დემოგრაფიასაქართველოს პრეზიდენტისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირისაქართველოს პრემიერ-მინისტრიკილომეტრილუდვიგ ვან ბეთჰოვენიურთხელიალექსანდრე მაკედონელის ომებიგელათის მონასტერიბუღა თურქის შემოსევაპორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიდანიაირაკლი ღარიბაშვილიგიორგი ჩაკვეტაძესაქართველო XVII საუკუნეშივიკიპედიანაკიანი წელიწადიდიმა ობოლაძესაღვთო რომის იმპერიასისხლიმაიმუნებიფეხბურთიპოპ-მუსიკაკუალა-ლუმპურიალექსანდრე ჩივაძებერძნული მითოლოგიააბრეშუმის დიდი გზაიოჰან სებასტიან ბახიმეიოზიევროპა-აზიის საზღვარიფრიდერიკ შოპენიჰოლოკოსტივაკო ყაზაიშვილიბერძნული კოლონიზაციასაბერძნეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიდემეტრე II თავდადებულიიოსებ კეჭაყმაძეკვარციდიდი პანდაენცეფალოპათიაშიდსიმგელისამცხე-ჯავახეთის მხარექართვლის დედადორტმუნდიდადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიკანონიერი ქურდი🡆 More