ჯოან კოლინზი

ჯოან ჰენრიეტა კოლინზი (ინგლ.Dame Joan Henrietta Collins;DBE დ.

23 მაისი, 1933, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი)ინგლისელი მსახიობი, პროდიუსერი, მწერალი და მიმომხილველი.

ჯოან კოლინზი
ჯოან კოლინზი
ჯოან კოლინზი 1954
დაბადების თარიღი 23 მაისი, 1933 (87 წლის)
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
მოქალაქეობა დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი
საქმიანობა მსახიობი, მწერალი
პარტია კონსერვატიული პარტია
მეუღლე(ები) 5
შვილ(ებ)ი 3
ნათესავები ჯეკი კოლინზი (და)
ჯილდოები

ოქროს გლობუსი (1983 წ.)

ბრიტანეთის იმპერიის ორდენი
საიტი [[1]]
ხელმოწერა ჯოან კოლინზი

ჯოან კოლინზის დებიუტი თეატრალურ სცენაზე მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ცხრა წლის ასაკში შედგა პიესაში „თოჯინების სახლი“. შემდეგ მან დაამთავრა ლონდონის დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემია და კარიერა ბრიტანულ კინემატოგრაფიაში დაიწყო. 22 წლის ასაკში მსახიობი გაემგზავრა ჰოლივუდში და გახდა ცნობილი ისეთი როლებით ფილმებში, როგორიცაა "გოგონა ვარდისფერ კაბაში" (1955) და ა.შ. მას იწვევდნენ ამერიკულ და ბრიტანულ ფილმებში მონაწილეობის მისაღებად 1950–იან და 1960–იან წლებში. მისი მოღვაწეობა ნაკლებად წარმატებული იყო 1970–იან წლებში.

ყველაზე დიდი პოპულარობა მსახიობს მოუტანა 1981 წელს სატელევიზიო სერიალ „დინასტიაში“ შესრულებულმა ალექსის კოლბის როლმა, რისთვისაც 1983 წელს ოქროს გლობუსით დაჯილდოვდა.

ოთხმოციანი წლების ბოლოს მისი უმცროსი დის ჯეკი კოლინზის მსგავსად, მწერლობაში სცადა ბედი და გამოუშვა თავისი პირველი წიგნი, Prime Time (1988), რომელიც ბესტსელერი გახდა. კრიტიკოსების უარყოფითი შეფასებების მიუხედავად,ჯოანმა დაწერა კიდევ რამდენიმე წიგნი და ავტობიოგრაფია. ისევე როგორც ეკრანზე, კოლინზს ცხოვრებაში აქვს გლამურული ქალის იმიჯი მისი ხუთი ქორწინებისა და შეუდარებელი სტილის წყალობით. 2015 წელს კოლინზს მიენიჭა ბრიტანეთის იმპერიის ორდენი.

ადრეული წლები

ჯოან კოლინზი 
ჯოან კოლინზი ფოლმში "ფარაონთა მიწა"-1955 წ.

ჯოან კოლინზი დაიბადა ცეკვის მასწავლებლისა და ღამის კლუბების მფლობელის ელზა ბესტანისა (1906-1962) და თეატრის აგენტ ჯოზეფ უილიამ კოლინზის (1902-1988) ოჯახში. მამა წარმოშობით ებრაელი იყო პორტ-ელიზაბეთიდან, რომლის მშობლები ლონდონიდან სამხრეთ აფრიკაში გადასახლდნენ. ხოლო დედა - ინგლისელი, ანგლიკანური სარწმუნოების მიმდევარი. ჯოანს ჰყავდა უმცროსი და, (შემდგომში მწერალი) ჯეკი კოლინზი და ძმა - ბილი. საშუალო განათლება მან ფრანგულ-ნიდერლანდურ სკოლაში მიიღო, რის შემდეგაც შევიდა დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემიაში. 17 წლის ასაკში კოლინზმა გააფორმა კონტრაქტი J. Arthur Rank კინოკომპანიასთან, რომელიც იმ დროს დიდ ბრიტანეთში ძალიან პრესტიჟულად ითვლებოდა.

კარიერა

1951 წელს ჯოან კოლინზის დებიუტი შედგა ბრიტანულ კინოში. პირველი მთავარი როლი მიიღო ერთი წლის შემდეგ ფილმებში „მე მჯერა შენი“ და „დეკამერონის ღამეები“. ამავე დროს მას ხშირად იღებდნენ ბრიტანულ pin-up ჟურნალებში. მსახიობი დასახელდა ყველაზე ლამაზ გოგონად დიდ ბრიტანეთში. კოლინზი ამ პერიოდში ხშირად პრესის ყურადღების ცენტრში იყო, მათ შორის, როდესაც მან 1954 წელს განაცხადა, რომ ლონდონის კინოსტუდიები არ ცდილობდნენ მხარი დაეჭირათ მსახიობი ქალებისათვის.

ჯოან კოლინზი 
ჯოან კოლინზი-2010 წელი

1955 წელს ჯოან კოლინზი ჰოლივუდში გაემგზავრა და ხელი მოაწერა კონტრაქტს 20th Century Fox–თან. ჰოლივუდში პირველი მთავარი როლი შეასრულა რეჟისორ ჰოვარდ ჰოუქსის ეპიკური ჟანრის ფილმში „ფარაონთა მიწა.". ამის შემდეგ ითამაშა ეველინ ნესბიტი ფილმში "გოგონა ვარდისფერ კაბაში" ჯოან კოლინზი განაგრძობდა ფილმებში მონაწილეობას. მან მტკიცედ გაიმყარა სტატუსი ჰოლივუდში. ფილმებში პარტნიორობას უწევდნენ გრეგორი პეკი, პოლ ნიუმენი, ედვარდ ჯ. რობინსონი. 1962 წელს მსახიობმა ითამაშა კომედიაში "გზა ჰონგ კონგისკენ“ ბინგ კროსბისთან ერთად, შემდეგ კი კარიერაში ხანმოკლე შესვენება აიღო, რომ პირველი შვილი გაეჩინა.

60-იანი წლების მეორე ნახევარში ჯოან კოლინზის კარიერა ჩიხში შევიდა მას შემდეგ, რაც ფილმები მისი მონაწილეობით ჩავარდა გაქირავებაში. ამავე დროს ის მიიწვიეს სატელევიზიო სერიალებში სათამაშოდ. 70-იან წლებში ჯოან კოლინზი ბრიტანულ კინოს დაუბრუნდა და მიიღო მონაწილეობა საშინელებათა ჟანრის ფილმებში. შედარებით წარმატებული იყო 1978 წელს მისი მონაწილეობა უმცროსი დის, ჯეკი კოლინზის რომანის მიხედვით გადაღებულ ფილმებში, რომელთა მოგებამ კინოგაქირავებაში 20 მილიონი შეადგინა.

ჯოან კოლინზი 
გრეგორი პეკთან ერთად-1958 წელი
ჯოან კოლინზი 
სერიალ "დინასტიის" მონაწილე მსახიობებთან ერთად

1981 წელი მსახიობის კარიერაში გარდამტეხი აღმოჩნდა. იგი მიიწვიეს ალექსის კოლბის როლის შესასრულებლად ტელესერიალში „დინასტია“. ჯოან კოლინზის მონაწილეობამდე სერიალი მხოლოდ ერთი სეზონი გადიოდა, ხოლო მსახიობის წყალობით, მისი რეიტინგი იმდენად გაიზარდა, რომ რამდენიმე სეზონი გაგრძელდა. 1983 წელს მსახიობმა მიიღო სახელობითი ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში.

ორმოცდაათი წლის ასაკში ჯოან კოლინზმა ჟურნალ Playboy-თვის მოაწყო ფოტოსესია. 1986 წელს, სერიალის წარმატების ფონზე, მან ითამაშა მინი-სერიალში „ცოდვები“ და „მონტე კარლო“. "დინასტია" 1989 წლამდე გაგრძელდა, 1991 წელს გადაიღეს მინი სერიალი "დინასტია: შერიგება", რომლიც ერთგვარი დასასრული გახდა ისტორიის.

1997 წელს ჯოან კოლინზს მიენიჭა დიდი ბრიტანეთის იმპერიის ოფიცრის წოდება საქველმოქმედო საქმიანობისა და ხელოვნებაში და შეტანილი წვლილისთვის.

პირადი ცხოვრება

ჯოან კოლინზი ხუთჯერ იყო დაქორწინებული. მისი პირველი მეუღლე ირლანდიელი მსახიობი მაქსველ რიდი იყო. წყვილმა ერთად იცხოვრა 1952-1956 წლებში. მოგვიანებით მსახიობს ურთიერთობა ჰქონდა სიდნი ჩაპლინთან, ჩარლი ჩაპლინის ძმასთან, არტურ ლოუთან და უორენ ბიტისთან. 1963 წელს დაქორწინდა მომღერალ და მსახიობ ენტონი ნიულეზე. მასთან შეეძინა ვაჟი და ქალიშვილი, 1971 წელს ისინი დაშორდნენ. ჯოან კოლინზი მესამედ დაქორწინდა 1973 წელს Apple Records-ის ხელმძღვანელ, რონ კასზე. მათ ქალიშვილი შეეძინათ. დაშორდნენ 1983 წელს. ჯოანი, ორი წლის შემდეგ, ცოლად გაჰყვა შვედ მომღერალ პიტერ ჰოლმსს. 1987 წელს სკანდალური განქორწინების შემდეგ, კოლინზმა ცოტა ხნით დატოვა ამერიკის შეერთებული შტატები და ლონდონში დაბრუნდა. მისი მეხუთე მეუღლე 2002 წლიდან თეატრის მენეჯერი პერსი გიბსონია, რომელიც ჯოანზე 32 წლით უმცროსია.

ჯოან კოლინზი არის მოდელ კარა დელევინის ნათლია.

გარე ბმულები

სქოლიო

Tags:

ჯოან კოლინზი ადრეული წლებიჯოან კოლინზი კარიერაჯოან კოლინზი პირადი ცხოვრებაჯოან კოლინზი გარე ბმულებიჯოან კოლინზი სქოლიოჯოან კოლინზიგაერთიანებული სამეფოინგლისელებიინგლისური ენალონდონი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ნოე ჟორდანიალიონელ მესინონა გაფრინდაშვილიდედამიწის სტრუქტურაბაგრატიონებიენერგიარუსეთიმიხეილ სააკაშვილიბასიანის ბრძოლასაქართველოს ოქროს ხანამთავარი გვერდიკვეცა (ფონეტიკური)გიორგი II (საქართველოს მეფე)ზუგდიდიკარტოფილიგლობალური დათბობაპოლონეთიაბას I (ირანი)ანტონიო ვივალდიტყებაგრატ IV (საქართველოს მეფე)ათონის ივერთა მონასტერისოციოლოგიახეოფსის პირამიდამეგობრობაგოგირდიაღდგომაპოსტერისიურრეალიზმიოქტავიანე ავგუსტუსიელექტრონული მუსიკაამირანი (მითოლოგია)რუსეთის იმპერიალომი (ასტროლოგია)იმპრესიონიზმიარასამთავრობო ორგანიზაციამუსიკახელისუფლების დანაწილებაქართლის ცხოვრებავარძიაკაპიტალიზმილათინური ენაგიორგი ლეონიძეეიფელის კოშკიცისფერყანწელებიქართვლის დედაჯინსების თაობაგიორგი სააკაძევატიკანიქალწული (ასტროლოგია)ისააკ ნიუტონიინტელექტის კოეფიციენტითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიტოლგვერდა სამკუთხედიუდაბნოზეგამტარობაბზობადედაქალაქიპელემარინა კახიანიამერიკის შეერთებული შტატებიჰოლოკოსტიმონაკოკაცხის სვეტიგლობალიზაციაეგრისის სამეფოშხარასულეიმან Iრომიშინაური ძაღლიჟიული შარტავანიჰილიზმიპარხლის I ოთხთავიდემეტრე II თავდადებულინაცვალსახელინიუ-იორკერიავოკადო🡆 More