ჩინეთის ტურიზმი

ტურიზმი ჩინეთში მნიშვნელოვანი ინდუსტრიაა.

ჩინეთის ეკონომიკური რეფორმის შემდეგ უკანასკნელი წლების განმავლობაში ტურიზმის დონე ძალიან გაიზარდა. მოგზაურობის ბუმი ახალი მდიდარი საშუალო კლასის გაჩენამ და ხელისუფლების მიერ გადააგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვების შესუსტებამ გამოიწვია. ჩინეთი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ქვეყანაა.

ჩინეთის ტურიზმი
უზენაესი ჰარმონიის დარბაზი, აკრძალული ქალაქი, პეკინი

2015 წლის მონაცემებით ჩინეთი მსოფლიო მასშტაბით მეოთხე ადგილზეა (საფრანგეთის, აშშ-ისა და ესპნანეთის შემდეგ) მიღებულ ტურისტთა რაოდენობით. წლის განმავლობაში საერთაშორისო ტურისტთა რაოდენობამ 56.9 მილიონი ტურისტი შეადგინა. 2016 წელს ჩინეთი 59.27 მილიონმა ტურისტმა მოინახულა. უცხოელ ტურისტთა უმრავლესობა ჰონგ-კონგიდან, მაკაოდან და ტაივანიდან იყო. იმ ტურისტებიდან რომლებმაც ჩინეთში სულ ცოტა ერთი ღამე გაათენეს 27.72 მილიონი ჰონგ-კონგიდან იყო, 4.81 მილიონი - მაკაოდან, ხოლო 5.09 მილიონი - ტაივანიდან. ჰონგ-კონგიდან, მაკაოდან და ტაივანიდან ჩამოსულ ტურისტთა გამოკლებით, უცხო ქვეყნებიდან ჩინეთში ჩასულ ტურისტთა საერთო რაოდენობამ 21.65 მილიონი შეადგინა.

2013 წელს, პირდაპირი, არაპირდაპირი და გამოწვეული სახით, ტურიზმის წილმა ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 9.3% შეადგინა. 2014 წელს მთლიან შიდა პროდუქტში მოგზაურობისა და ტურიზმის შენატანით (943.1 მილიარდი აშშ დოლარი) ჩინეთი მეორე ადგილზე იმყოფებოდა, ხოლო მოგზაურობისა და ტურიზმის სექტორში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობით - პირველზე (66 086 000 სამუშაო ადგილი).

2017 წლის მოხსნების მიხედვით, მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსით (4.7 ქულა) ჩინეთი მსოფლიოს 136 ქვეყანას შორის მე-15 ადგილზეა. 2016 წლისთვის ქვეყანას 56 885 700 ტურისტი ეწვია, საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი კი 114 109 400 აშშ დოლარი იყო, რაც საშუალოდ ყოველი ტურისტის მიერ დახარჯულ 2 005, 9 აშშ დოლარს უდრის. მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიაში 22 489 600 სამუშაო ადგილია შექმნილი, რაც მთლიანი სამუშაო ადგილების 2.9%-ს შეადგენს. 2015 წელთან შედარებით ჩინეთმა ჩათვლაში 2 ადგილით ზევით აინაცვლა. საუკეთესო მაჩვენებლები ბუნებრივი რესურსებისა (მეხუთე ადგილი, 5.3 ქულა) და კულტურული რესურსებისა და ბიზნეს-მოგზაურობის (პირველი ადგილი, 6.9 ქულა) სვეტში აქვს, ხოლო ყველაზე ცუდი გარემოს მდგრადობის სვეტში (132-ე ადგილი 3.2 ქულა).

ისტორია

ჩინეთის ტურიზმი 
ფარნების ფესტივალი ნანკინში

1949-1974 წლებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა უცხოელ ტურისტთათვის ჩაკეტილი იყო. 1970-იან წლებში დენ სიაოპინის გადაწყვეტილებით ჩინეთმა ტურიზმის ინდუსტრიის განვითარება დაიწყო. მთავარი სასტუმროების მშენებლობის პროგრამებმა როგორც სასტუმროთა, ისე ოჯახურ სასტუმროთა რაოდენობის ზრდას შეუწყო ხელი. ტურისტთათვის კიდევ უფრო მეტი ისტორიული და და ხედით გამორჩეული ადგილი განახლდა და გაიხსნა. გიდებისა და სხვა პერსონალის გადამზადებამ ტურიზმის სექტორის ადმინისტრაციის პროფესიონალიზმი აამაღლა.

1970-იანი წლების ბოლოს გატარებული ეკონომიკური რეფორმის შემდეგ ჩინეთი მსოფლიოს მოწინავე ტურისტული დანიშნულების ადგილი გახდა. 1978 წელს ჩინეთმა 230 000 საერთაშორისო ტურისტი მიიღო. შიდა და საერთაშორისო საჰაერო და სხვა სახის ტრანსპორტის განვითარების შემდეგ ტურიზმი უფრო მოსახერხებელი გახდა. 1980-იანი წლების შუა ხანებში უცხოელ ტურისტებს 250-ზე მეტი ქალაქის ნახვის შესაძლებლობა მიეცათ. მოგზაურებს მხოლოდ ვალიდური ვიზა ან ბინადრობის უფლება, რათა 100 ადგილი მოენახულებინათ. ადგილობრივებს მოგზაურობისთვის საჯარო უსაფრთხოების ბიუროსაგან მოგზაურობის ნებართვა სჭირდებოდათ. 1985 წელს დაახლოებით 1.4 მილიონი უცხოელი ტურისტი ეწვია ჩინეთს, ტურიზმის სექტორიდან გამომუშავებულმა თანხამ კი 1.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

ვიზიტორთა სტატისტიკა

ჩინეთში ჩასულ ვიზიტორთა სტატისტიკა 2013-2016 წლებში:

ქვეყანა/ტერიტორია 2016 2015 2014 2013
ჩინეთის ტურიზმი  ჰონგ-კონგი ჩინეთის ტურიზმი  81,060,000 ჩინეთის ტურიზმი  79,448,100 ჩინეთის ტურიზმი  76,131,700 ჩინეთის ტურიზმი  76,884,600
ჩინეთის ტურიზმი  მაკაო ჩინეთის ტურიზმი  23,500,000 ჩინეთის ტურიზმი  22,888,200 ჩინეთის ტურიზმი  20,639,900 ჩინეთის ტურიზმი  20,740,300
ჩინეთის ტურიზმი  ტაივანი ჩინეთის ტურიზმი  5,730,000 ჩინეთის ტურიზმი  5,498,600 ჩინეთის ტურიზმი  5,365,900 ჩინეთის ტურიზმი  5,162,500
ჩინეთის ტურიზმი  სამხრეთ კორეა ჩინეთის ტურიზმი  4,775,000 ჩინეთის ტურიზმი  4,444,400 ჩინეთის ტურიზმი  4,181,700 ჩინეთის ტურიზმი  3,969,000
ჩინეთის ტურიზმი  ვიეტნამი ჩინეთის ტურიზმი  3,167,010 ჩინეთის ტურიზმი  2,160,800 ჩინეთის ტურიზმი  1,709,400 ჩინეთის ტურიზმი  1,365,400
ჩინეთის ტურიზმი  იაპონია ჩინეთის ტურიზმი  2,590,700 ჩინეთის ტურიზმი  2,497,700 ჩინეთის ტურიზმი  2,717,600 ჩინეთის ტურიზმი  2,877,500
ჩინეთის ტურიზმი  აშშ ჩინეთის ტურიზმი  2,250,000 ჩინეთის ტურიზმი  2,085,800 ჩინეთის ტურიზმი  2,093,200 ჩინეთის ტურიზმი  2,085,300
ჩინეთის ტურიზმი  რუსეთი ჩინეთის ტურიზმი  1,977,000 ჩინეთის ტურიზმი  1,582,300 ჩინეთის ტურიზმი  2,045,800 ჩინეთის ტურიზმი  2,186,300
ჩინეთის ტურიზმი  მონღოლეთი ჩინეთის ტურიზმი  1,581,000 ჩინეთის ტურიზმი  1,014,100 ჩინეთის ტურიზმი  1,082,700 ჩინეთის ტურიზმი  1,050,000
ჩინეთის ტურიზმი  მალაიზია ჩინეთის ტურიზმი  1,165,000 ჩინეთის ტურიზმი  1,075,500 ჩინეთის ტურიზმი  1,129,400 ჩინეთის ტურიზმი  1,206,500
ჩინეთის ტურიზმი  ფილიპინები ჩინეთის ტურიზმი  1,135,000 ჩინეთის ტურიზმი  1,004,000 ჩინეთის ტურიზმი  967,900 ჩინეთის ტურიზმი  996,700
ჩინეთის ტურიზმი  სინგაპური ჩინეთის ტურიზმი  925,000 ჩინეთის ტურიზმი  905,300 ჩინეთის ტურიზმი  971,400 ჩინეთის ტურიზმი  966,600
ჩინეთის ტურიზმი  ინდოეთი ჩინეთის ტურიზმი  800,000 ჩინეთის ტურიზმი  730,500 ჩინეთის ტურიზმი  709,900 ჩინეთის ტურიზმი  676,700
ჩინეთის ტურიზმი  ტაილანდი ჩინეთის ტურიზმი  753,000 ჩინეთის ტურიზმი  641,500 ჩინეთის ტურიზმი  613,100 ჩინეთის ტურიზმი  651,700
ჩინეთის ტურიზმი  კანადა ჩინეთის ტურიზმი  741,000 ჩინეთის ტურიზმი  679,800 ჩინეთის ტურიზმი  667,100 ჩინეთის ტურიზმი  684,200
ჯამი (ჰონგ-კონგის
მაკაოსა და ტაივანის გარეშე)
ჩინეთის ტურიზმი  28,150,000 ჩინეთის ტურიზმი  25,985,400 ჩინეთის ტურიზმი  26,360,800 ჩინეთის ტურიზმი  26,290,300

ხაინანი

ჩინეთის ტურიზმი 
მზის ჩასვლა სანიას ყურეში, ხაინანი

ხაინანის კუნძული, ზოგჯერ მოიხსენიება როგორც „აღმოსავლეთის ჰავაი“, კონტინენტური ჩინეთის სამხრეთ სანაპიროზე მდებარეობს. კუნძულზე ჩინეთის არაერთი ტროპიკული კურორტი მდებარეობს, რის გამოც ძალიან პოპულარულია საკუთრივ ჩინელებს, ჰონგ-კონგელებსა და მახლობელი აზიის ქვეყნების წარმომადგენელთათვის. უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩინეთის ხელისუფლებამ სხვადასხვა პროგრამით ხაინანის კუნძული მსოფლიო კლასის დასასვენებელ ადგილად წარმოაჩინა, თავისი სანაპიროებითა და გოლფის კორტებით. კუნძულზე ტურიზმის განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ლისა და მაოს კულტურათა სოფლების ნახვის, წვიმის ტყეებსა და მთის ფერდობებზე ლაშქრობისა და დიდი ხნის წინანდელი დინასტიების არტეფაქტების დათვალიერების შესაძლებლობა. ჩინეთისა და ხაინანის ხელისუფლება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე დიდ თანხას ხარჯავს (2004 წელს დასრულდა კონტინენტური ჩინეთისა და ხაინანის დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობა, გაყვანილ იქნა ახალი გზები ავტომანქანებისა და ავტობუსებისათვის).

ტურისტული რესურსები

ჩინეთის ტურისტული რესურსები შესაძლოა დაიყოს სამ მთავარ ჯგუფად: ბუნებრივი ძეგლები, ისტორიული და კულტურულიი ძეგლები და ხალხური წეს-ჩვეულებები.

ბუნებრივი ძეგლები

ტაიშანს აღმოსავლეთით, ჰენგშანს სამხრეთით, ჰუას მთას დასავლეთით, ჰენგის მთას ჩრდილოეთით და სონგის მთას ჩინეთის ცენტრში ანტიკური პერიოდიდან მოყოლებული წმინდა მთებს უწოდებენ. სხვა მთებს შორის სილამაზით გამორჩეულია ანხოიში მდებარე ხუანშანი, რომელიც უჩვეულო კლდეებით, ხუანშანის ფიჭვით (Pinus hwangshanensis) და ცხელი წყაროებითაა ცნობილი.

ინტერნეტ რესურსები

სქოლიო

Tags:

ჩინეთის ტურიზმი ისტორიაჩინეთის ტურიზმი ვიზიტორთა სტატისტიკაჩინეთის ტურიზმი ხაინანიჩინეთის ტურიზმი ტურისტული რესურსებიჩინეთის ტურიზმი ინტერნეტ რესურსებიჩინეთის ტურიზმი სქოლიოჩინეთის ტურიზმი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალიიპოლიტე ხვიჩიალაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალიალპებილიონელ მესიპირველი მსოფლიო ომიემინემიდალი (მითოლოგია)ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2008ფეოლა (ფილმი)სერბეთიკილოგრამითევზებიმტკნარი წყალიპი (რიცხვი)ალმასირუსეთ-საქართველოს ომი (1921)დავით მუჯირი (უფროსი)სოფლის მეურნეობამიხეილ მესხიხევსურეთისაბერძნეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიფიზიკათინათინისაჭმლის მომნელებელი სისტემაძირითადი საშუალებებიქვეყნების სიაალექსანდრე ჩივაძედავით სარაჯიშვილიგიორგი სააკაძეკუნილინგუსირამაზ შენგელიაინგლისის რევოლუციაგიორგი I (საქართველოს მეფე)ეკონომიკანავთობიმსოფლიო მიზიდულობის კანონინიკოლა ტესლამარტივი რიცხვიღირსების მედალიაბრეშუმის დიდი გზათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი9 აპრილის ტრაგედიამიხეილ ხერგიანიევროპავახტანგ I გორგასალისომხური სამოციქულო ეკლესიალამპრობაბასიანის ბრძოლაკრასუსიბაყაყინაღვლის ბუშტიეოზონოფილებიხმელთაშუა ზღვაწყნარი ოკეანევახტანგ VIნაკრძალისაქართველოს დამოუკიდებლობის აქტისაიდუმლო სერობა (ლეონარდო და ვინჩი)თავისუფლების მოედანი (თბილისი)ვულკანიქართული დამწერლობაყაზახეთიმარსიდავით მუჯირიბახტრიონის ბრძოლაალცჰაიმერის დაავადებაკილომეტრიცენტნერი26 მარტილომიფსორიაზირუსეთისაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშიედუარდ შევარდნაძეHellados🡆 More