ფილმი ჩარლი და შოკოლადის ქარხანა

ჩარლი და შოკოლადის ქარხანა (ინგლ.

ფილმი დაფუძნებულია როალდ დალის 1964 წლის ამავე სახელწოდების რომანზე. ვილი ვონკას როლს ჯონი დეპი ასრულებს, ხოლო ჩარლი ბაკეტის როლს — ფრედი ჰაიმორი. ფილმში ასევე მონაწილეობენ დევიდ კელი, ჰელენა ბონემ კარტერი, ნოა ტეილორი, მისი პაილი, ჯეიმზ ფოქსი, დიპ როი და კრისტოფერ ლი. სიუჟეტი ჩარლის შესახებაა, რომელიც ოთხ სხვა ბავშვთან ერთად იგებს ოქროს ბილეთს შოკოლადის ქარხნის დასათვალიერებლად.

„ჩარლი და შოკოლადის ქარხანა“
ფილმი ჩარლი და შოკოლადის ქარხანა
ოფიციალური პოსტერი
დამდგმელი რეჟისორი ჯონ აუგუსტი
რეჟისორი ტიმ ბარტონი
პროდიუსერი
ეფუძნება „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა“
როალდ დალი
როლებში
მუსიკა დენი ელფმანი
ოპერატორი ფილიპ რუსლო
მონტაჟი კრის ლებენზონი
მწარმოებელი კომპანია
დისტრიბუტორი Warner Bros. Pictures
გამოსვლის თარიღი
  • 10 ივლისი, 2005 (2005-07-10) (გრუმანის ჩინური თეატრი)
  • 15 ივლისი, 2005 (2005-07-15) (აშშ)
  • 29 ივლისი, 2005 (2005-07-29) (დიდი ბრიტანეთი)
ხანგრძლივობა 115 წუთი
ქვეყანა
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 150 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 475 მილიონი აშშ დოლარი

„ჩარლი და შოკოლადის ქარხნის“ მეორე ეკრანიზაციის განვითარება (პირველი ფილმი „ვილი ვონკა და შოკოლადის ქარხანა“ 1971 წელს გადაიღეს) დაიწყო 1991 წელს, შედეგად კი Warner Bros.-მა დალს ფილმის წარმოების სრული უფლება მიანიჭა. ბარტონის პროექტში ჩართვამდე, ფილმზე მუშაობდნენ რეჟისორები — გერი როსი, რობ მინკოფი, მარტინ სკორსეზე, ტომ შედიაკი, ხოლო ვონკას როლის შესრულებისთვის განიხილავდნენ არაერთ მსახიობს, რომელთა შორის არიან ბილ მარი, ნიკოლას კეიჯი, ჯიმ კერი, მაიკლ კიტონი, ბრედ პიტი, უილ სმითი, ადამ სენდლერი და სხვები.

ბარტონმა დაიწყო თანამშრომლობა დეპთან და დენი ელფმანთან. „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა“ ბარტონის მიერ წარმოებული ფილმის „კოშმარი შობის წინ“ (ინგლ. The Nightmare Before Christmas) შემდეგ პირველი პროექტია, რომლის მუსიკაც ელფანმა დაწერილი სიმღერებითა და საკუთარი ხმით შექმნა. ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა 2004 წლის ივნისიდან დეკემბრამდე Pinewood Studios-ში, გაერთიანებულ სამეფოში. „ჩარლი და შოკოლადის ქარხანამ“ დადებითი კრიტიკული შეფასებები მიიღო და მიაღწია დიდ ფინანსურ წარმატებებს, მსოფლიოს მასშტაბით მისმა შემოსავალმა 475 მილიონ აშშ დოლარს შეადგინა.

სიუჟეტი

ჩარლი ბაკეტი და მისი ოჯახი ცხოვრობს სიღატაკეში ვონკას ქარხნის მახლობლად. კომპანიის მფლობელს, ვილი ვონკას ქარხანა დიდი ხანია დახურული აქვს მისი მეტოქეების მიერ განხორციელებული სამრეწველო შპიონაჟის გამო; შედეგად, ვონკამ მისი ყველა დაქირავებული მუშა გაათავისუფლა, მათ შორის ჩარლის ბაბუა ჯო. ამასობაში, ჩარლის მამა, მისტერ ბაკეტი კბილის პასტის მწარმოებელი ქარხნიდან გაათავისუფლეს, რადგან მისი ადგილი რობოტმა დაიკავა.

ერთ დღეს ვონკა განცხადებას აკეთებს შეჯიბრების შესახებ, რომლის მიხედვითაც ოქროს ბილეთები ხუთ შემთხვევით შერჩეულ ვონკას შოკოლადის შეფუთვაში მოათავსეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის ტოკიოში (იაპონია), მარაქეშში (მოროკო) და ნიუ-იორკში. გამარჯვებულები დაათვალიერებენ ქარხანას და საჩუქრად მიიღებენ მთელი ცხოვრების სამყოფელ შოკოლადის მარაგს, ხოლო ბოლოს ერთ-ერთი მათგანი განსაკუთრებულ პრიზს მიიღებს. ვონკას გაყიდვები შედეგად მატულობს და პირველი ოთხი ბილეთი საკმაოდ სწრაფად არის ნაპოვნი. ბილეთის მფლობელები არიან ავგუსტუს გლუპი, გაუმაძღარი გერმანელი ბიჭი ქალაქ დიუსელდორფიდან (გერმანია); ვერუკა სოლტი, განებივრებული მდიდარი ინგლისელი გოგონა ბაკინგემშირიდან (ინგლისი); ვიოლეტ ბორეჟარი, ამპარტავანი საღეჭი რეზინების ღეჭვის ჩემპიონი ატლანტადან (ჯორჯია) და მაიკ ტივი, ჭირვეული ვიდეო თამაშებზე დამოკიდებული ბიჭი დენვერიდან (კოლორადო). ჩარლი ბილეთის პოვნას ორჯერ შეეცდება, თუმცა შოკოლადის ორივე ფილა ცარიელი აღმოჩნდება. როცა გაიგონებს, რომ ბოლო ბილეთი რუსეთში აღმოაჩინეს, ჩარლი ათ-დოლარიან კუპიურას იპოვის, რითაც მაღაზიაში ვონკას შოკოლადს იყიდის. სწორედ ამ მომენტში ირკვევა, რომ რუსული ბილეთი ყალბი იყო და ჩარლი ნამდვილ ბილეთს თავისი შოკოლადის შეკვრაში იპოვის. მას მაშინვე შესთავაზებენ ბილეთის გაცვლას, თუმცა გამყიდველი აფრთხილებს, რომ ის არაფრის ფასად არ დათმოს, რის შემდეგაც ჩარლი სახლში გაიქცევა. ჩარლი თავისი ოჯახის წევრებს უებნება, რომ ბილეთის ფულში გადაცვლა უნდა, რათა მათ ფინანსურად დაეხმაროს, თუმცა ბაბუა ჯორჯი მას აზრს შეაცვლევინებს და ეუბნება „მხოლოდ სულელი“ დათმობს ასეთ იშვიათ ოქროს ბილეთს „ისეთი უბრალო რამისთვის, როგორიც ფულია“. ჩარლი გადაწყვეტს, რომ ქარხნის დასათვალიერებლად ბაბუა ჯოსთან ერთად წავიდეს. ჩარლის და ბილეთის მფლობელ სხვა ბავშვებს ქარხნის გარეთ ვონკა ეგებება, შემდეგ კი მათ შიგნით შეიყვანს. ინდივიდუალური შინაგანი სისუსტეები ოთხ ბავშვს ცდუნებაში აგდებს და შედეგად დამთვალიერებელ გუნდს ეთიშებიან; რის პროცესშიც უმპა-ლუმპები (ლუმპალენდის მკვიდრნი) ყოველი მათგანის შესახებ მღერიან. ქარხნის დათვალიერების დროს მოგონებები ერთგვარ შთაბეჭდილებას გვიქმნის ვონკას პრობლემურ წარსულზე; მამამისი, გამოჩენილი დანტისტი სახელად უილბური ვონკას მკაცრად უკრძალავდა ტკბილეულობის მიღებას, რათა შეენარჩუნებინა კბილის სიჯანსაღე და აიძულებდა ძალიან არაკომფორტული ბრეკეტების ტარებას. კამფეტის მოპარვის შემდეგ, ვონკა მაშინვე ხდება ტკბილეულობაზე დამოკიდებული და ოცნებების ასასრულებლად სახლიდან გაიქცევა. გარკვეული დროის შემდეგ დაბრუნდება და აღმოაჩენს, რომ მამასისი და მისი სახლი გაქრა. დათვალიერების დასრულების შემდეგ, ოთხი გავარდნილი ბავშვი ქარხნიდან ისეთ მდგომარეობაში მყოფნი მიდიან, რაც მათი გათიშვის მიზეზს ასახავს; ჩარლი იგებს, რომ ვონკა პენსიაში გასვლამდე ქარხნის ჩასაბარებლად ღირსეულ მემკვიდრეს ეძებს. ვინაიდან ჩარლი ხუთი ბავშვიდან „ყველაზე ნაკლებად საძაგელია“, ვონკა მას ქარხანაში საცხოვრებლად და სამუშაოდ გადმოსვლას სთავაზობს იმ პირობით, რომ ოჯახი უკან უნდა მოიტოვოს. ჩარლი უარს ამბობს, რადგან ოჯახი მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა. ბებია ჯორჯინა ამბობს, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება.

ჩარლი და მისი ოჯახი რაღაც დროით ადრინდელ ცხოვრებას უბრუნდებიან, თუმცა ვონკა სასოწარკვეთაშია და შოკოლადს ძველებურად ვეღარ ამზადებს, შედეგად კი გაყიდვები იკლებს და კომპანია საფრთხეშია. ის რჩევისთვის ჩარლის მიმართავს, რომელიც მის გაუცხოებულ მამასთან შეხვედრას ურჩევს; ვონკა საბოლოოდ ხვდება, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ოჯახი, ხოლო მამამისი საკუთარ შვილს ისეთს ღებულობს, როგორიცაა. ამის შემდეგ, ვონკა ჩარლის ქარხანას აძლევს და მის ოჯახთან ერთად ქარხანაში ცხოვრობს.

მსახიობები

  • ჯონი დეპი — ვილი ვონკა
    • ბლერ დანლოპი — მცირეწლოვანი ვილი ვონკა
  • ფრედი ჰაიმორი — ჩარლი ბაკეტი
  • დევიდ კელი — ბაბუა ჯო
  • ჰელენა ბონემ კარტერი — მისის ბაკეტი
  • ნოა ტეილორი — მისტერ ბაკეტი
  • მისი პაილი — მისის ბორეჟარი
  • ჯეიმზ ფოქსი — მისტერ სოლტი
  • დიპ როი — უმპა-ლუმპასი (ხმა — დენი ელფმანი)
  • კრისტოფერ ლი — ექიმი უილბურ ვონკა
  • ადამ გოდლი — მისტერ ტივი
  • ფრანცისკა ტრენიე — მისის გლუპი
  • ანასოფია რობი — ვიოლეტ ბორეჟარი
  • ჯულია ვინტერი — ვერუკა სოლტი
    • ვინტერმა ვერუკა სოლტის ხმა ფილმის შვედურ გახმოვანებაშიც შეასრულა
  • ჯორდან ფრაი — მაიკ ტივი
  • ფილიპ ვიგრაცი — ავგუსტუს გლუპი
  • ლიზ სმიტი — ბებია ჯორჯინა
  • აილინ ესელი — ბებია ჯოსეფინი
  • დევიდ მორისი — ბაბუა ჯორჯი
  • ნიტინ განატრა — პრინცი პონდიჩერი
  • ჯეფრი ჰოლდერი — მთხრობელი

პრიკველი

2021 წლის იანვარში განაცხადეს, რომ ფილმის გაგრძელება, სახელწოდებით „ვონკა“, შემუშავების პროცესშია, ხოლო მისი გამოსვლა 2023 წლის 17 მარტს იგეგმება. აღსანიშნავია, რომ მთავარ როლს დეპი არ შეასრულებს და მის ნაცვლად განიხილებიან მსახიობები: ტომ ჰოლანდი, ტიმოთი შალამე, ბენ უიშოუ, ასა ბატერფილდი, დევ პატელი და თავად ფრედი ჰაიმორი, რომელმაც ორიგინალ ფილმში ჩარლი ბაკეტის როლი შეასრულა.

რესურსები ინტერნეტში

ფილმი ჩარლი და შოკოლადის ქარხანა 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

ფილმი ჩარლი და შოკოლადის ქარხანა სიუჟეტიფილმი ჩარლი და შოკოლადის ქარხანა მსახიობებიფილმი ჩარლი და შოკოლადის ქარხანა პრიკველიფილმი ჩარლი და შოკოლადის ქარხანა რესურსები ინტერნეტშიფილმი ჩარლი და შოკოლადის ქარხანა სქოლიოფილმი ჩარლი და შოკოლადის ქარხანა19642005ინგლისური ენაკრისტოფერ ლიროალდ დალიტიმ ბარტონიფენტეზიფრედი ჰაიმორიჯონი დეპიჰელენა ბონემ კარტერი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

საქართველოს ტერიტორიული მოწყობასავიზო მოთხოვნები საქართველოს მოქალაქეებისთვისგიორგი I (საქართველოს მეფე)სოლომონ Iგიორგი ყარყარაშვილიჩარლი ჩაპლინიბიზანტიის იმპერიაილია ჭავჭავაძეელექტრული დენისაქართველოს სახელმწიფო დროშაგერმანიასაქართველოს სამოქალაქო ომიმეტამორფოზიელისაბედ IვიტამინებიაგამემნონიYouTubeქრისტეფორე კოლუმბიმიხეილ ჯავახიშვილიარაპენეტრაციული სექსილავრენტი ბერიაპროპაგანდასიმსივნეყაყაჩოდავით კლდიაშვილიბაგრატიონებივაჟა მარგველაშვილიევროკომისიანარკოტიკიწყალბადირუსთავიმონაკობუნებრივი გადარჩევამზის სისტემადინოზავრებიბზავერსალის საზავო ხელშეკრულება (1919)ასკარიდისებრნიდისლექსიაბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკირელიგია საქართველოშისაქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონისამართალიმამებისა და შვილების ბრძოლანაღვლის ბუშტიკილომეტრითავისუფლების დიდი ქარტიასამასი არაგველი69 (სექსუალური პოზა)ზურა ყიფშიძესაქართველოს მდინარეების სიაჩარგალიკალიებიოპერაიაკობ გოგებაშვილიგრიგოლ რობაქიძეჰემანგიომადიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენატიციან ტაბიძემართლმადიდებლობადიალიზიოტელო (ვერდის ოპერა)მგელიბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)საქართველო XVII საუკუნეშიტოლერანტობალეიკემიაიოსებ სტალინიეთიოპიაყარსის ხელშეკრულებაანანურის ციხეკონტინენტილაზებიივანე ჯავახიშვილიცილებიკახეთის აჯანყება (1659)🡆 More