ფრედი ჰაიმორი: ინგლისელი მსახიობი

ალფრედ ტომას ჰაიმორი (ინგლ.

14 თებერვალი, 1992) — ინგლისელი მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი. მსახიობობა ბავშვობაში დაიწყო და ცნობილი გახდა არაერთი მთავარი როლით შემდეგ ფილმებში: „ჯადოსნური ქვეყანა“ (ინგლ. Finding Neverland) (2004 წ.), „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა“ (ინგლ. Charlie and the Chocolate Factory) (2005 წ.), „არტური და უჩინმაჩინები“ (ინგლ. Arthur and the Invisibles) (2006 წ.), „ოგუსტ რაში“ (ინგლ. August Rush) (2007 წ.) და „სპაიდერვიკის ქრონიკები“ (ინგლ. The Spiderwick Chronicles) (2008 წ.). მან ზედიზედ მოიპოვა კრიტიკოსთა არჩევანის ორი ჯილდო, როგორც საუკეთესო ახალგაზრდა შემსრულებელმა.

ფრედი ჰაიმორი
ფრედი ჰაიმორი: ადრეული წლები, კარიერა, პირადი ცხოვრება
ჰაიმორი 2013 წელს
დაბადების სახელი ალფრედ ტომას ჰაიმორი
დაბადების თარიღი 14 თებერვალი, 1992 (1992-02-14) (32 წლის)
ლონდონი, ინგლისი
მოქალაქეობა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
ალმა-მატერი კემბრიჯის უნივერსიტეტი
საქმიანობა
  • მსახიობი
  • გამხმოვანებელი
  • პროდიუსერი
  • რეჟისორი
  • სცენარისტი
აქტიური 1999–დღემდე
მეუღლე(ები) კლარისა მანცი (იქ. 2021)
მშობლები მამა: ედვარდ ჰაიმორი
ხელმოწერა ფრედი ჰაიმორი: ადრეული წლები, კარიერა, პირადი ცხოვრება

ჰაიმორმა შეასრულა ნორმან ბეიტსის როლი 2013-2017 წლის დრამა-თრილერის ჟანრის სერიალში — ბეიტსის მოტელი (ინგლ. Bates Motel), რისთვისაც კრიტიკოსთა არჩევანის სამ ნომინაციაზე წარდგა, როგორც დრამატული სერიალის საუკეთესო მსახიობი. 2017 წლიდან ჰაიმორი ასრულებს ექიმი შონ მერფის როლს ABC-ის სამედიცინო დრამატულ ტელესერიალში „კარგი ექიმი“ (ინგლ. The Good Doctor). ამ როლისთვის მან 2018 წელს მოიპოვა ოქროს გლობუსის ნომინაცია, როგორც საუკეთესო მსახიობმა.

ადრეული წლები

ფრედი ჰაიმორი დაიბადა 1992 წლის 14 თებერვალს კემდენ-ტაუნში, ლონდონში. დედამისი, სუ ლატიმერი არის მსახიობების აგენტი, რომლის კლიენტებს შორის არიან დენიელ რედკლიფი და იმელდა სტონტონი. მამამისი არის ყოფილი მსახიობი ედვარდ ჰაიმორი და ჰყავს უმცროსი ძმა, სახელად ბერტი.

ჰაიმორი გაიზარდა ჩრდილოეთ ლონდონში, ჰაიგეიტში. განათლება მიიღო დაწყებით სკოლაში, ჰამსტედის ბაღის გარეუბანში, გოლდერს-გრინთან ახლოს, ლონდონის ბორო ბარნეტში, რის შემდეგაც მოიპოვა ჰაიგეიტის სკოლის (დამოუკიდებელი სკოლა ჰაიგეიტში, ლონდონი) სტიპენდია.

2007 წლის ნოემბერში ჰაიმორი საცხოვრებლად გადავიდა ჩრდილოეთ ლონდონში.

2008 წელს ჰაიმორმა საშუალო განათლების ზოგად გამოცდაში (GCSE) მოიპოვა უმაღლესი შეფასება ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში, ესპანურ, ფრანგულ და ლათინურ ენებში, გეოგრაფიაში, ბიოლოგიაში, ქიმიასა და ფიზიკაში. 2010 წელს A level-ის გამოცდაში მან კვლავ მოიპოვა მაქსიმალური ქულები მათემატიკაში, უმაღლეს მათემატიკაში და ფრანგულ და ესპანურ ენებში. 2010-2014 წლებში ჰაიმორი სწავლობდა ემანუელის კოლეჯში, კემბრიჯში, სადაც დაეუფლა ესპანურ და არაბულ ენებს და მოიპოვა შესაბამისი ხარისხი.

2012 წელს ჰაიმორი მუშაობდა სტაჟიორად გალფის ბანკში, ქუვეითში, ხოლო „ბეიტსის მოტელის“ პირველი ორი სეზონის გადაღებისას ― მადრიდის იურიდიულ ფირმაში, რამაც იგი მსახიობობის შეწყვეტასა და სამართლის სწავლაზე დააფიქრა.

კარიერა

ადრეული კარიერა (1999–2004)

ფრედი ჰაიმორმა სამსახიობო კარიერა 7 წლის ასაკში მცირე როლებით დაიწყო. მისი დებიუტი შედგა კოკი გიდროიკის 1999 წელს გადაღებულ ფილმში — „Women Talking Dirty“. 2001 წელს ჰაიმორმა შეასრულა მცირეწლოვანი მეფე ართურის როლი TNT-ის მინისერიალში „ავალონის ნისლები“ (The Mists of Avalon).

2001 წელს მან BBC-ის მინისერიალში „Happy Birthday Shakespeare“ განასახიერა მცირეწლოვანი ბიჭი, რომელიც ოცნებობს ეივონის სტრატფორდში გადასვლაზე. ჰაიმორმა საკუთარი ოჯახის წევრებთან ერთად ორ ფილმში მიიღო მონაწილეობა, მის ძმასთან, ბერთი ჰაიმორთან 1999 წლის ფილმში „Women Talking Dirty“ და მამამისთან, ედვარდ ჰაიმორთან Hallmark Entertainment-ის 2001 წლის ტელეფილმში „ნამდვილი ამბავი“ (Jack and the Beanstalk: The Real Story).

2004 წელს ჰაიმორი დიდ ეკრანზე დაბრუნდა ჟან-ჟაკ ანაუდის საოჯახო სათავგადასავლო ფილმით „ორი ძმა“ (Two Brothers). მან შეასრულა ფრანგი ადმინისტრატორის ვაჟის როლი, რომელსაც არ უნდა დაიჯეროს, რომ მისი ახალი მეგობარი, ვეფხვის ბოკვერი, სისხლის დაგემოვნების შემდეგ შესაძლოა საშიში გახდეს. ჰაიმორმა მომდევნო მთავარი როლი შეასრულა კენეთ ბრანასთან, ზოი უანამეიკერთან და ედი იზარდთან ერთად 2004 წლის ფანტასტიკურ ფილმში „ხუთი ბავშვი და იგი“ (Five Children and It). იმავე წელს ფრედი ჰაიმორმა შეასრულა პიტერ ლეველინის როლი მარკ ფორსტერის ნახევრად ბიოგრაფიულ ფილმში „ჯადოსნური ქვეყანა“ (Finding Neverland). ამ როლისთვის მან არაერთი ჯილდო და ნომინაცია მიიღო, მათ შორის კრიტიკოსთა არჩევანის ჯილდო საუკეთესო ახალგაზრდა შემსრულებლისთვის, სატურნის პრემიის ნომინაცია საუკეთესო ახალგაზრდა შემსრულებლისთვის და საეკრანო მსახიობის გილდიის ჯილდო შესანიშნავი შესრულებისთვის.

ზრდასრული როლები (2005–2011)

ფრედი ჰაიმორი: ადრეული წლები, კარიერა, პირადი ცხოვრება 
ჰაიმორი San Diego Comic-Con International-ზე, 2009 წლის 23 ივლისი

ჰაიმორმა 2005 წელს ჩარლი ბაკეტის როლი შეასრულა ტიმ ბარტონის მუსიკალურ ფანტასტიკაში „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა, რომელიც დაფუძნებულია როალდ დალის ამავე სახელწოდების წიგნზე. გავრცელებული ინფორმაციით, მას რეკომენდაცია გაუწია ვარსკვლავმა ჯონი დეპმა, ვისთან ერთადაც მონაწილეობდა „ჯადოსნურ ქვეყანაში“. დეპი იმდენად იყო აღტაცებული ახალგაზრდა მსახიობის შესრულებით, რომ ჰაიმორს როლის მიღებაში დაეხმარა. ჰაიმორმა გადაწყვიტა ფილმის 1971 წლის ვერსია გადაღების დასრულებამდე არ ენახა, რათა მის შესრულებაზე გავლენა არ მოეხდინა. ამ როლისთვის მან კვლავ მოიპოვა კრიტიკოსთა არჩევანის ჯილდო, როგორც საუკეთესო ახალგაზრდა შემსრულებელმა და მიენიჭა სატელიტის ჯილდო, როგორც გამორჩეული ახალბედა მსახიობი. ჰაიმორმა გაახმოვანა ამავე სახელწოდების ვიდეო თამაში.

ჰაიმორმა შეასრულა მაქს სკინერის როლი რიდლი სკოტის კომედიურ დრამაში „კარგი წელი“ (A Good Year), რომელიც დიდ ბრიტანეთში 2006 წლის 27 ოქტომბერს გამოვიდა. იმავე წელს, მან დაიწყო მთავარი პერსონაჟის, ართურ მონტგომერის როლის შესრულება ანიმაციურ სათავგადასავლო ფანტასტიკაში „ართური და უჩინმაჩინები“ (Arthur and the Invisibles), რომელიც 2006 წლის 13 დეკემბერს გამოვიდა. ფილმს ორი გაგრძელება მოჰყვა: 2009 წელს „ართური და მალთაზარის შურისძიება“ (Arthur and the Revenge of Maltazard) და 2010 წელს „ართური და ორი სამყაროს ომი“ (Arthur 3: The War of the Two Worlds). მან გაახმოვანა ტრილოგიის ვიდეო თამაში და მესამე ფილმი, „ოქროს კომპასი“ (The Golden Compass) (2007 წ.) და იმავე სახელწოდების ვიდეო თამაში. ამის შემდეგ მან განასახიერა მთავარი პერსონაჟი ფილმში „ოგუსტ რაში“ (August Rush) (2007 წ.), რომელშიც ასევე მონაწილეობენ კერი რასელი, ჯონათან მეიერსი და რობინ უილიამსი. ამბავი მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებულ ბავშვზეა, რომელიც ბიოლოგიურ მშობლებს ეძებს. ფილმი მსოფლიოს მასშტაბით გამოვიდა 2007 წლის 21 ნოემბერს.

ჰაიმორმა სარა ბოლგერთან ერთად ამერიკელი ტყუპების, საიმონ და ჯარედ გრეისების ორმაგი როლი შეასრულა დონა დიტერლიზის იმავე სახელწოდების საბავშვო მოთხრობაზე დაფუძნებულ 2008 წლის ფილმში „სპაიდერვიკის ქრონიკები“ (The Spiderwick Chronicles). ჰაიმორმა გაახმოვანა არაერთი პერსონაჟი: საიმონი და ჯარედი ვიდეო თამაშში „სპაიდერვიკის ქრონიკები“, იმავე წელს - პატარა ჯეკი ანიმაციურ ფილმში „პატარა ვუკი“ (A Fox's Tale), 2009 წელს - მთავარი პერსონაჟი ფილმში „ასტრო ბიჭი“ (Astro Boy) და მის შესაბამის ვიდეო თამაშში. ამის შემდეგ მან მთავარი როლი შეასრულა BBC–ს ბიოგრაფიულ ფილმში „გახუხული პური“ (Toast) ნაიჯელ სლატერის შესახებ, რომელიც გამოვიდა 2010 წლის 30 დეკემბერს. ეს იყო მესამე ფილმი, რომელშიც ჰაიმორმა მონაწილეობა ჰელენა ბონემ კარტერთან ერთად მიიღო. იმავე წელს მან შეასრულა ჰალი ბალარდის როლი ფილმში „ოსტატი ჰაროლდი...და ბიჭები“ (Master Harold... And the Boys). მომდევნო წელს ჰაიმორმა ემა რობერტსთან ერთად მიიღო მონაწილეობა რომანტიკულ-კომედიურ დრამაში „საშინაო დავალება“ (The Art of Getting By) (2011 წ.).

ბეიტსის მოტელი და კარგი ექიმი (2012-2017)

ფრედი ჰაიმორი: ადრეული წლები, კარიერა, პირადი ცხოვრება 
ჰაიმორი ბეიტსის მოტელის პეილიფესტზე, 2013 წლის 10 მაისი

2013 წელს ჰაიმორმა გაახმოვანა მთავარი პერსონაჟი ანიმაციურ სათავგადასავლო ფილმში „ჯასტინი და სიმამაცის რაინდები“ (Justin and the Knights of Valour). 2013-2017 წლებში ვერა ფერმიგასთან ერთად მონაწილეობდა A&E-ის ფსიქოლოგიურ დრამაში „ბეიტსის მოტელი“, ალფრედ ჰიჩკოკის ფილმის „ფსიქოს“ პრიკველში, რომელშიც სცენარი იწყება ახლანდელ დროში. 2016 წელს მან ხალხის არჩევანის ჯილდო მოიპოვა, ხოლო მიღებული აქვს ნომინაციები: სატურნის ჯილდო საუკეთესო მსახიობისთვის (2013 წ.), სატელიტის ჯილდო, როგორც საუკეთესო მსახიობი სატელევიზიო დრამაში (2013 წ.) და კრიტიკოსთა არჩევანის ჯილდო დრამატული სერიალის საუკეთესო მსახიობისთვის (2014–2015 წწ. და 2017 წ.). ჰაიმორმა „ბეიტსის მოტელზე“ მუშაობისას მონაწილეობა მიიღო სცენარის წერასა და რეჟისორობაში. მან დაწერა მეოთხე სეზონის ეპიზოდი „Unfaithful“ და მეხუთე სეზონის ეპიზოდი "Inseparable", ხოლო რეჟისორი იყო მეხუთე სეზონის ეპიზოდის „The Body“.

2014 წლის აგვისტოში განაცხადეს, რომ NBC-მ შეიძინა კომედიური საპილოტე სცენარი, რომლის ავტორები და აღმასრულებელი პროდიუსერები იყვნენ ჰაიმორი და „ბეიტსის მოტელის“ შოურანერი, კერი ერინი. 2015 წელს მან მარამა კორლეტთან ერთად მონაწილეობა მიიღო მუსიკალურ ვიდეოში „You're My Waterloo“. ჰაიმორმა 2016 წელს ვიქტორ ფერგუსონის როლი შეასრულა BBC Two-ს შვიდ ნაწილიან მინისერიალში „მტერთან ახლოს“ (Close to the Enemy) და მონაწილეობა მიიღო ნიკ ჰემის პოლიტიკურ კომედიურ დრამაში „მოგზაურობა“ (The Journey). მომდევნო წლიდან მოყოლებული დღემდე ის ასრულებს ექიმი შონ მერფის როლს ABC-ის სამედიცინო დრამაში „კარგი ექიმი“ (The Good Doctor) და არის სერიალის პროდიუსერი. 2017 წელს მან მოიპოვა ოქროს გლობუსის ნომინაცია, როგორც დრამატული სერიალის საუკეთესო მსახიობმა.

ჰაიმორმა მონაწილეობა მიიღო „კანტერვილის მოჩვენების“ (The Canterville Ghost) ანიმაციური ეკრანიზაციის ქასთინგში მთავარი პერსონაჟის გახმოვანებისთვის. ის შეასრულებს ბეიბი ფეის ნელსონის როლს A&E-ს დრამაში „Baby Face“, რომლის სცენარიც მან და კერი ერინმა დაწერეს და მომავალში ერთად აწარმოებენ. ჰაიმორი ასევე იქნება კერი ერინის დრამის, „Long Distance“-ის აღმასრულებელი პროდიუსერი.

პირადი ცხოვრება

ფრედი ჰაიმორი ცხოვრობს ლონდონში და თავს არიდებს სოციალურ მედიას. ის და მსახიობი ვერა ფარმიგა არიან ახლო მეგობრები. მათ შეასრულეს ნორმან და ნორმა ბეიტსების როლი ტელესერიალ „ბეიტსის მოტელში“. ჰაიმორი ფარმიგას ერთ-ერთი შვილის ნათლიაა.

ინგლისურის გარდა, ჰაიმორი საუბრობს ესპანურ, არაბულ და ფრანგულ ენებზე.

2021 წლის სექტემბერში გადაცემაში „ჯიმი კიმელი პირდაპირ ეთერში!“ ჩაწერილ ინტერვიუში ჰაიმორმა განაცხადა, რომ რამდენიმე თვით ადრე დაქორწინდა. მისი მეუღლე არის ვებ-დიზაინერი კლარისა მანცი, რომელიც ჰაიმორთან ერთად კემბრიჯის უნივერსიტეტში სწავლობდა.

ფილმოგრაფია

ფილმები

წელი ქართული სახელწოდება მშობლიური სახელწოდება როლი შენიშვნა
1999 Women Talking Dirty სემი
2000 Happy Birthday Shakespeare სტივენ გრინი ტელეფილმი
2002 I Saw You ოსკარ ბინგლი ტელეფილმი
2004 „ორი ძმა“ Two Brothers რაულ ნორმანდინი
„ჯადოსნური ქვეყანა“ Finding Neverland პიტერ ლეველინ დეივისი
„ხუთი ბავშვი და იგი“ Five Children and It რობერტი
2005 „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა“ Charlie and the Chocolate Factory ჩარლი ბაკეტი
2006 „კარგი წელი“ A Good Year მცირეწლოვანი მაქს სკინერი
„ართური და უჩინმაჩინები“ Arthur and the Invisibles ართურ მონტგომერი
2007 „ოგუსტ რაში“ August Rush ევან ტეილორი/ოგუსტ რაში
„ოქროს კომპასი“ The Golden Compass პანტალაიმონი გახმოვანება
2008 „სპაიდერვიკის ქრონიკები“ The Spiderwick Chronicles ჯარედ და საიმონ გრეისები
„პატარა ვუკი“ A Fox's Tale პატარა ჯეკი გახმოვანება
2009 „ასტრო ბიჭი“ Astro Boy ტობი ტენმა/ასტრო ბიჭი გახმოვანება
„ართური და მალთაზარის შურისძიება“ Arthur and the Revenge of Maltazard ართურ მონტგომერი
2010 „ართური და ორი სამყაროს ომი“ Arthur 3: The War of the Two Worlds ართურ მონტგომერი
„ოსტატი ჰაროლდი...და ბიჭები“ Master Harold...and the Boys ჰალი ბალარდი
„გახუხული პური“ Toast ნაიჯელ სლეიტერი ტელეფილმი
2011 „საშინაო დავალება“ The Art of Getting By ჯორჯ ზინავოი
2013 „ჯასტინი და სიმამაცის რაინდები“ Justin and the Knights of Valour ჯასტინი გახმოვანება
2016 „მოგზაურობა“ The Journey მძღოლი ჯეკი
„თითქმის მეგობრები“ Almost Friends ჩარლი ბრენერი
2017 „ტურ დე ფრანსი“ Tour de Pharmacy ადრიან ბატონი ტელეფილმი
2020 „დრაკონის მხედარი“ Drachenreiter ბენი გახმოვანება/გადაღება
2021 „საცავი“ The Vault ტომ ჯონსონი
2023 „კანტერვილის მოჩვენება“ The Canterville Ghost ჩეშირის ჰერცოგი გახმოვანება, შემუშავების პროცესი

ტელესერიალები

წელი ქართული სახელწოდება მშობლიური სახელწოდება როლი შენიშვნა
2001 „ავალონის ნისლები“ The Mists of Avalon მცირეწლოვანი ართური 2 ეპიზოდი
„ნამდვილი ამბავი“ Jack and the Beanstalk: The Real Story ბავშვი სათამაშო მოედანზე 2 ეპიზოდი
2013–2017 „ბეიტსის მოტელი“ Bates Motel ნორმან ბეიტსი მთავარი როლი, სცენარის ავტორი, რეჟისორი
2016 „მტერთან ახლოს“ Close to the Enemy ვიქტორ ფერგუსონი 7 ეპიზოდი
2017–დღემდე „კარგი ექიმი“ The Good Doctor ექიმი შონ მერფი მთავარი როლი, პროდიუსერი, სცენარის ავტორი, რეჟისორი
2018 Taskmaster საკუთარი თავი მონაწილე
2021 „ლეონარდო“ Leonardo სტეფანო ჯირალდი აღმასრულებელი პროდიუსერი

ვიდეო თამაშები

წელი სახელწოდება როლი
2005 „Charlie and the Chocolate Factory“ ჩარლი ბაკეტი
2007 „Arthur and the Invisibles“ ართურ მონტგომერი
„The Golden Compass“ პანტალაიმონი
2008 „The Spiderwick Chronicles“ ჯარედ და საიმონ გრეისები
2009 „Astro Boy: The Video Game“ ტობი ტენმა/ასტრო ბიჭი

მუსიკალური ვიდეოები

წელი სიმღერის სახელწოდება შემსრულებელი
2004 „Girls“ The Prodigy
2015 „You're My Waterloo“ The Libertines

ჯილდოები და ნომინაციები

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ფრედი ჰაიმორი ადრეული წლებიფრედი ჰაიმორი კარიერაფრედი ჰაიმორი პირადი ცხოვრებაფრედი ჰაიმორი ფილმოგრაფიაფრედი ჰაიმორი ჯილდოები და ნომინაციებიფრედი ჰაიმორი რესურსები ინტერნეტშიფრედი ჰაიმორი სქოლიოფრედი ჰაიმორი14 თებერვალი1992ინგლისელიინგლისური ენაოგუსტ რაშისპაიდერვიკის ქრონიკები (ფილმი)ჩარლი და შოკოლადის ქარხანა (ფილმი)ჯადოსნური ქვეყანა (ფილმი)

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ფსორიაზიროკ-მუსიკადიოკლეტიანე29 მარტიმსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიამარტივი რიცხვილუქსემბურგიდავით გურამიშვილიგაპიროვნებამარაბდის ბრძოლაგიორგი სააკაძექართლის ცხოვრებათემურლენგისალომე ზურაბიშვილისაქართველოს სსრ წითელი წიგნისვანეთიაზერბაიჯანული ენალიონელ მესიაზიაბორუსია დორტმუნდი (საფეხბურთო კლუბი)კვადრატული კილომეტრიებრაელებისაქართველოს ისტორიავახტანგ I გორგასალიევროპამსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითპირველი მსოფლიო ომივიტალი დარასელიაინდოეთითამბაქორუსეთ-საქართველოს ურთიერთობებილოცვა ეფრემ ასურისაირაკლი კობახიძენიკეის პირველი საეკლესიო კრებადუბაიეგრისის დიდი ომიკაპიტალიზმიალკოჰოლიზმიმცხეთის ჯვრის მონასტერიმონღოლთა ბატონობა საქართველოშითურქეთის ისტორიააშშ-ის ისტორიაბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკიყაზახეთილაშა შავდათუაშვილიბრუნებალეიკოციტებიტყექართული ენაიგავ-არაკიმათემატიკაქანი (გეოლოგია)იესო ქრისტეშხარალეიკოციტოზიმუშთაიდის ბაღინატრიუმილიტრიცივი ომიეგვიპტემსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითირაკლი აზაროვირომაული ხელოვნებათავისუფლება (ფილოსოფია)ყვავილისკორპიონსიქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემავახტანგ VIალკოჰოლური სასმელითეთნულდიგაერთიანებული ერების ორგანიზაციადინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)ატომივაჟა აზარაშვილიექსპრესიონიზმიმტირალას ეროვნული პარკინონა გაფრინდაშვილიმინერალების სია🡆 More