შედარებითი უპირატესობის თეორია (ინგლ.
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|შედარებითი უპირატესობის თეორია}} |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ქვეყანა ფლობს შედარებითი უპირატესობას კონკრეტული საქონლის წარმოებაში, თუ მოცემული საქონლის წარმოების ალტერნატიული დანახარჯი გამოხატული სხვა საქონლით ამ ქვეყანაში უფრო დაბალია, ვიდრე სხვა ქვეყანაში.
განვიხილოთ შედარებითი უპირატესობის თეორია რიკარდოს მაგალითის საფუძველზე. ავტორმა სიმარტივისათვის დაუშვა, რომ ეკონომიკა შედგება მხოლოდ ორი, A და B ქვეყნისგან და იწარმოება მხოლოდ ორი საქონელი — ხორბალი და ავტომობილები. A ქვეყნის მიერ გაწეული დანახარჯები საკმარისია ან 10 000 ტონა ხორბლის, ან 500 ავტომობილის საწარმოებლად, ხოლო B ქვეყნის მიერ დახარჯული რესურსები საკმარისია ან 10 000 ტონა ხორბლის, ან 300 ავტომობილის საწარმოებლად. აქედან გამომდინარე, ერთი და იმავე რესურსების დახარჯვისას, 10 000 ტონა ხორბლის წარმოების შემთხვევაში B ქვეყნის ალტერნატიული დანახარჯი გამოხატული ავტომობილებით უფრო ნაკლებია, ვიდრე A ქვეყნისა. შეიძლება ითქვას, რომ B ქვეყანას ხორბლის წარმოებაში გააჩნია შედარებითი უპირატესობა.
ხორბალი | ავტომობილი | |
---|---|---|
ქვეყანა A | 10 000 ტონა | 500 ცალი |
ქვეყანა B | 10 000 ტონა | 300 ცალი |
როგორც ყველა ეკონომიკურ მოდელს, რიკარდოს შედარებითი უპირატესობის მოდელს გააჩნია გარკვეული შეზღუდვები.
This article uses material from the Wikipedia ქართული article შედარებითი უპირატესობის თეორია, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.