„გოგონა გარეუბნიდან“ — ქართული კომედიური სატელევიზიო სერიალი, რომელიც Night Show Studio-მ გადაიღო 2010 წელს.
დრამატული ტიპის სერიალი, რომელიც კომედიისა და დრამის ნაზავია და ეფუძნება 1999 წელს კოლუმბიაში გადაღებულ სერიალს „მე ვარ უშნო ბეტი“. ეს ორიგინალური ტელე-ნოველა მრავალ ენაზე ითარგმნა. 2010 წლის მონაცემებით ამ პროექტის ახლებური ვერსიები 17 სხვადასხვა ქვეყანაში შექმნეს.
გოგონა გარეუბნიდან | |
---|---|
ჟანრი | კომედია, დრამა |
ავტორი | დავით გოგიჩაიშვილი |
ეფუძნება | Yo Soy Betty, La Fea |
სცენარი | ირაკლი კაკაბაძე ნიკა ჭულუკიძე |
რეჟისორი | დავით გოგიჩაიშვილი ირაკლი კაკაბაძე |
მონაწილეობენ | თინა მახარაძე თორნიკე გოგრიჭიანი ზურა ცინცქილაძე მარინა კახიანი რუსკა მაყაშვილი სოსო მოლოდინაშვილი |
ქვეყანა | საქართველო |
ენა | ქართული ენა |
სეზონი | 5 |
ეპიზოდი | 57 |
წარმოება | |
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი | მარიამ მდინარაძე ნია ქურთიშვილი |
ოპერატორი | მერაბ კიკნაძე |
ხანგრძლივობა | 45 წთ. |
კომპანია | Night Show Studio |
ეთერი | |
ორიგინალური არხი | TV 11 |
პირველად ეთერში | 24 მაისი, 2010 |
დაკავშირებული შოუები | Yo soy Betty, la fea |
რესურსები ინტერნეტში |
სერიალი გარეუბანში მცხოვრებ გოგონას ისტორიას მოგვითხრობს. თამუნა არის ჭკვიანი, მონდომებული და სურს მუშაობა დაიწყოს მის საყვარელ ტელევეზია TV 11-ში, მას მხოლოდ ერთი ნაკლი აქვს მისი გარეგნობა, რომელიც ხელს არ უწყობს, რომ დაიწყოს სამსახური. ტელევიზიის მათავარი მმართველი არჩილ წილოსანი ტელევიზიას ახალ დირექტორს წარუდგენს ნიკა გეგელიძეს თუმცა ყველა ელოდებოდა, რომ დირექტორი ლალი ჩიქოვანი გახდებოდა. ლიზი ჩაჩუა არის ნიკა გეგელიძის შეყვარებული და მდივანი, მათი რომანის შესახებ არჩილ წილოსანი შეიტყობს და ლიზის დაითხოვს, ხოლო მის ადგილზე თამუნა ჭელიძეს აიყვანს და ის ნიკა გეგელიძის ახალი ასისტენტი ხდება.
ღამის შოუს სტუდია სერიალისთვის ქმნიდა დეკორაციას და გადაღებები მიმდინარეობდა პავილიონებში: თამუნას სახლი, ტელევიზიის შემოსასვლელი, ნიკას კაბინეტი, არჩილის კაბინეტი, ლალის კაბინეტი. გარე გადაღებები ძირითადი მიმდინარეობდა თბილისში.
მსახიობი | გმირი | აღწერა | სეზონი | ||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | 4 | 5 | |||||||
თინა მახარაძე | თამუნა ჭელიძე | ტელევიზიის თანამშრომელი, თავდაპირველად ნიკა კეკელიძის თანაშემწე შემდეგ კი პროდიუსერი | |||||||||
თორნიკე გოგრიჭიანი | ნიკა კეკელიძე | ტელევიზიის დირექტორი | |||||||||
ზურა ცინცქილაძე | არჩილ წილოსანი | ტელევიზიის მფლობელი | |||||||||
მარინა კახიანი | ლალი ჩიქოვანი | ტელევიზიის დირექტორი # 2 | |||||||||
რუსკა მაყაშვილი | ანჩო ბურდული | ტელევიზიის თანამშრომელი | |||||||||
სოსო მოლოდინაშვილი | რეზო ჭელიძე | თამუნას მამა | |||||||||
ნატო გაგნიძე | ლიკა ჭელიძე | თამუნას და | |||||||||
ნუკი კოპალეიშვილი | სოფო | თამუნას დისშვილი | |||||||||
გიორგი ვარდოსანიძე | ლევან ხომერიკი | ტელევიზიის თანამშრომელი, ტელეწამყვანი | |||||||||
ქეთა ლორთქიფანიძე | მარი კერესელიძე | ტელევიზიის თანამშრომელი, მდივანი, ლევანის ცოლი | |||||||||
ნანული სარაჯიშვილი | ვენერა სოსელია | თამუნას ოჯახის მეზობელი | |||||||||
მამუკა მუმლაძე | ვახო | თამუნას მეზობელი და მეუღლე | |||||||||
ზურა ჟღენტი | მერაბი | თამუნას მეზობელი | |||||||||
ნინო ქორიძე | მაკუნა | ტელევიზიის თანამშრომელი, ანჩოს დაქალი | |||||||||
ნუგზარ ჩიქოვანი | ვალერი | ტელევიზიის თანამშრომელი | მოწვეული | ||||||||
ქეთი კანტიძე | დოდო | ტელევიზიის თანამშრომელი, არქივში | მოწვეული | ||||||||
ია შუღლიაშვილი | მანანა | ტელევიზიის თანამშრომელი, გრიმიორი | მოწვეული | ||||||||
ნანა ლორთქიფანიძე | ეთერი | არჩილ წილოსანის ცოლი | მოწვეული | ||||||||
სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე | გიორგი | ლალი ჩიქოვანის შვილი | მოწვეული | ||||||||
ეკა მჟავანაძე | ზაირა | ლევან ხომერიკის დედა | მოწვეული | ||||||||
ნატა ბერეჟიანი | ციცინო | ლევან ხომერიკის კლასელი | მოწვეული | ||||||||
მიშა არობელიძე | გოგა | სტუდენტი | |||||||||
ანი ლებანიძე | ირინკა | ანჩოს და | მოწვეული |
This article uses material from the Wikipedia ქართული article გოგონა გარეუბნიდან, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.