ღალღა

ღალღა (ლათ.

ტანად პატარა ფრინველია (სხეულის სიგრძეა 27 სმ, მასა 150 გ). გავრცელებულია ევროპასა და აზიაში. საქართველოში ბუდობს. ჩვენში იგი აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში ჩნდება, მოფრენის შემდეგ მალე წყვილდებიან და ხმელი ბალახებისა და მათი ღეროებისგან მაღალ ბალახეულში მშრალ ადგილას იწყებენ ბუდის გაკეთებას. აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრის პირველ ნახევარში ღალღები სამხრეთისკენ მიისწრაფიან ნაწილობრივ გადაფრენით, მეტწილად კი ფეხით. ზამთარს ცენტრალურ და სამხრეთ აფრიკაში ატარება. ბინადრობს ნოტიო მდელოებსა და ტყის ველებზე, მდინარეთა ხეობებში, რომლებსაც მთებამდე აჰყვება ხოლმე. ბუდეს იკეთებს მიწაზე, დებს 7-12 კვერცხს. ინკუბაცია 16-17 დღე-ღამე გრძელდება. წიწილოვანი ფრინველია. იკვებება მარცვლოვანი მცენარეების თესლითა და წვრილი უხერხემლოებით (ყოველგვარი მწერი, ჭიაღუა, ობობები, ლოკოკინები). ღალღა სწრაფად დარბის და უხალისოდ ფრენს. სპორტული ნადირობის ობიექტია. მის მოსაპოვებლად საჭიროა 10-12 ნომერი საფანტი.

ღალღა
ღალღა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  წეროსნაირნი
ოჯახი:  ლაინასებრნი
გვარი:  ღალღები
სახეობა:  ღალღა
ლათინური სახელი
Crex crex
სინონიმები
  • Rallus crex
დაცვის სტატუსი
ღალღასაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22692543
გავრცელება
ღალღა

ლიტერატურა

  • ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 582.
  • გ.აბულაძე, ნ.ღამბარაშვილი, ვ.ბურჯანაძე, შ.ჩახანაშვილი, პ.ჟორდანია, ნ.ლომსაძე, ლ.გუნიავა, დ.ახრახაძე, გ.ზახაროვი; „მონადირის ცნობარი“, თბ. 1969.

სქოლიო

Tags:

აგვისტოაზიააპრილიბუდეევროპალათინური ენალოკოკინებიმაისიმწერებიობობებისამხრეთი აფრიკასაქართველოსექტემბერიფრინველებიცენტრალური აფრიკაწეროსნაირნი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მორალისულხან-საბა ორბელიანიმერწყულინილოსიანტარქტიდასიმკვრივეერეკლე IIდავითგარეჯარომბიგეორგიევსკის ტრაქტატიწყალდიდობასიონის ტაძარიფოცხვერისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკასაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშიქრისტესისხლასვანური კოშკიდემოკრატიასაქართველოს სახელმწიფო ჰიმნილადო გუდიაშვილიავსტრალიამილიმეტრიდიდი პანდაევროკავშირისაქართველო XVI საუკუნეშისასმელი წყალიანემიადიდი სამამულო ომირაჭაპლანეტაკილიმანჯაროანტიკური ხანასაფრანგეთის რევოლუციადოლიქვეყნების სიაირლანდიაიაკობ გოგებაშვილიცილებიამირანი (მითოლოგია)ექვთიმე თაყაიშვილიაგენტიმაცივარითავისუფლება (ფილოსოფია)რელიეფის ფორმებისულეიმან Iგოგონა მარგალიტის საყურითმსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიაგალაკტიონ ტაბიძერუსუდანიდასავლეთ რომის იმპერიის დაცემალიტრიმართლმადიდებლობაოშკიბარსელონაკილოგრამიფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგიააბსცისაბელგიამაგნიუმიძველი საბერძნეთიქართული მითოლოგიაფსორიაზილეონარდო და ვინჩიფშავიფოთიმეტაფორაბუდაპეშტიცხენისწყალიმიგრაციასომხეთირენესანსიბუღა თურქის შემოსევასამეგრელოსტამბოლიანბანიდედა ენაპეტუნიაკატალიზატორინოდარ დუმბაძე🡆 More