ფილიპე II მაკედონელი, (ბერძ.
დაახლოებით ძვ. წ. 382, პელა — გ. ძვ. წ. 336, ეგია) — ძველი მაკედონიის მეფე (ბასილევსი) ძვ. წ. 359 წლიდან ძვ. წ. 336 წლამდე. ის იყო არგეადების დინასტიის წარმომადგენელი. ისტორიაში მეტწილად შევიდა, როგორც ალექსანდრე დიდის მამა. დაასრულა მაკედონიის სამეფოს გაერთიანება (359), გაატარა მთელი რიგი მნიშვნელოვანი რეფორმები, რითაც საფუძველი ჩაუყარა ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო ძლიერებას. შექმნა რეგულარული ჯარი და ძლიერი ფლოტი, გარდაქმნა ცხენოსანთა ჯარი, შექმნა სახელგანთქმული მაკედონური ფალანგი. შემოიღო ერთიანი სამონეტო სისტემა და დაიწყო ოქროს მონეტის გამოშვება. ძვ. წ. 359 წლიდან დაიწყო საბერძნეთის ოლქების დაპყრობა, ძვ. წ. 338 წელს მაკედონია უკვე საბოლოოდ ბატონობდა მთელ საბერძნეთზე; ამის შემდეგ შეუდგა მზადებას სპარსეთში სალაშქროდ, მაგრამ სასახლის კარის შეთქმულების მსხვერპლი გახდა.
ფილიპე II | |
---|---|
Φίλιππος Β' ο Μακεδών | |
ფილიპე II მაკედონელის ბიუსტი | |
მაკედონიის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | ძვ. წ. 359 |
მმართ. დასასრული: | ძვ. წ. 336 |
წინამორბედი: | ამინტას IV |
მემკვიდრე: | ალექსანდრე დიდი |
სხვა წოდებები: | მაკედონიის ბასილევსი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | ძვ. წ. 382 |
დაბ. ადგილი: | პელა, მაკედონია |
გარდ. თარიღი: | ოქტომბერი, ძვ. წ. 336 |
გარდ. ადგილი: | ეგია,მაკედონია |
მეუღლე: | აუდატა ფილა ნიცესიპოლისი ფილინა ოლიმპიადა მედა კლეოპატრა ევრიდისი |
შვილები: | კინანა ფილიპე III ალექსანდრე დიდი კლეოპატრა თესალონიკა |
მამა: | ამინტას III |
დედა: | ევრიდის II |
ფილიპე II მაკედონელი არგეადების დინასტია დაიბადა: ძვ. წ. 382 გარდაიცვალა: ძვ. წ. 336 | ||
წინამორბედი: ამინტას IV | მაკედონიის მეფე ძვ. წ. 359—ძვ. წ. 336 | შემდეგი: ალექსანდრე III |
This article uses material from the Wikipedia ქართული article ფილიპე II მაკედონელი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.