სულეიმანიეს მეჩეთი (თურქ.
მეჩეთის მშენებლობა დაუკვეთა სულთანმა სულეიმან I დიდებულმა და ააგო არქიტექტორმა მიმარ სინანმა. მშენებლობა დაიწყო 1550 წელს და დასრულდა 1557 წელს. მეჩეთის ქიბლას კედლის უკან მდებარეობს სულეიმან დიდებულისა და მისი მეუღლის ჰიურემ სულთნის (როქსელანა) რვაკუთხა მავზოლეუმები. 462 წლის განმავლობაში სულეიმანიეს მეჩეთი იყო ყველაზე დიდი მეჩეთი ქალაქში, სანამ 2019 წელს ჩამლიჯას მეჩეთს ააგებდნენ. სულეიმანიეს მეჩეთი სტამბოლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა და იქიდან იშლება ქალაქის ფართო ხედი ოქროს რქის გარშემო.
სულეიმანიეს მეჩეთი | |
ძირითადი ინფორმაცია | |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 41°00′58″ ჩ. გ. 28°57′50″ ა. გ. / 41.01611° ჩ. გ. 28.96389° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | ისლამი |
ქვეყანა | თურქეთი |
ადგილმდებარეობა | სტამბოლი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ხუროთმოძღვრების აღწერა | |
ხუროთმოძღვარი(ები) | მიმარ სინანი |
ხუროთმოძღვრული ტიპი | მეჩეთი |
თარიღდება | 1557 |
დეტალები | |
სიმაღლე (მაქს.) | 53 |
მინარეთი | 4 |
მინარეთის სიმაღლე | 76 |
სულთანმა სულეიმან დიდებულმა არქიტექტორი მიმარ სინანი შეარჩია, რათა შეჰზადე მეჰმედის ხსოვნისადმი მიძღვნილი მეჩეთი აეგო. სინანის მიერ აგებულმა მეჩეთმა ისეთი შთაბნეჭდილება მოახდინა, სულთანმა არქიტექტორს სთხოვა მეჩეთი მისთვისაც აეგო. მიმარ სინანისათვის შთაგონების წყაროდ აია-სოფია და ბაიაზიდ II-ის მეჩეთი იქცა. მეჩეთის აშენება გადაწყვიტეს თოფქაფის ძველი სასახლის ადგილზე, რომელიც ამ დროისათვის ჯერ კიდევ გამოიყენებოდა.
მეჩეთის ჩრდილოეთ შესასვლელის თავზე არსებული არაბული წარწერა გვაუწყებს, რომ მეჩეთის Mშენებლობა დაუწყიათ 1550 წელს და დაუსრულებიათ 1557 წელს. სინამდვილეში მეჩეთის დაგეგმვა დაიწყო 1550 წლამდე, ხოლო კომპლექსის ნაწილები 1557 წლის შემდეგ დასრულდა. სულეიმანიეს დიზაინი იყო ისეთი, რომ სულთან სულეიმანს წარმოაჩენდა „მეორე სოლომონად“. სულაეიმანიეს მეჩეთი ამტკიცებს სულეიმანის ისტორიულ მნიშვნელობას, მაგრამ გაცილებით პატარაა ვიდრე აია-სოფია.
მეჩეთი დაზიანდა 1660 წლის დიდი ხანძრის შედეგად და აღადგინა სულთანმა მეჰმედ IV-მ. გუმბათის ნაწილი 1766 წლის მიწისძვრის დროს ჩამოინგრა. პირველი მსოფლიო ომის დროს ეზო გამოიყენებოდა იარაღის საწყობად და როდესაც საბრძოლო მასალის ნაწილი აალდა, მეჩეთს კიდევ ერთი ხანძარი გაუჩნდა. 1956 წლამდე იგი სრულად აღადგინეს. მეჩეთს რესტავრაცია ჩაუტარეს 2007-2010 წლებში. მიმდებარე კომპლექსის ნაწილების აღდგენა მომდევნო ათწლეულში გაგრძელდა.
This article uses material from the Wikipedia ქართული article სულეიმანიეს მეჩეთი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.