შეჰზადე მეჰმედი

შეჰზადე მეჰმედი (დ.

1521, კონსტანტინოპოლი — გ. 6 ნოემბერი, 1543, მანისა) — სულთან სულეიმან I-ისა და ჰიურემ სულთნის უფროსი შვილი, მანისის სანჯაყ-ბეი 1541-1543 წლებში.

შეჰზადე მეჰმედი
Şehzade Mehmed
მანისის სანჯაყ-ბეი
მმართ. დასაწყისი: 1541
მმართ. დასასრული: 6 ნოემბერი, 1543
წინამორბედი: მუსტაფა
მემკვიდრე: სელიმი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1521
დაბ. ადგილი: კონსტანტინოპოლი
გარდ. თარიღი: 6 ნოემბერი, 1543
გარდ. ადგილი: მანისა
მეუღლე: ესმეჰან ბაჰარნაზ სულთანი
შვილები: ჰუმაშაჰ სულთანი
დინასტია: ოსმანები
მამა: სულეიმან I
დედა: ჰიურემ სულთანი
რელიგია: ისლამი

დაიბადა 1521 წელს კონსტანტინოპოლში, მისი დედა იყო მონა და შემდეგ სულთან სულეიმან I-ის კანონიერი ცოლი ჰიურემ სულთანი.

1537 წელს მეჰმედმა ძმა სელიმთან ერთად მონაწილეობა მიიღო ვენეციის ლაშქრობაში და ოსმალეთის არმიის ერთ-ერთი მეთაური იყო კორფუს ალყის დროს. მეჰმედი აგრეთვე მონაწილეობდა 1541 წლის უნგრეთის ლაშქრობაში.

1533 წელს სულთანმა სულეიმანმა უფროსი შვილი მუსტაფა დანიშნა მანისის სანჯაყ-ბეიდ. მანისა ითვლებოდა საუფლისწულო დომენად და ის ვინც იქ მსახურობდა იყო ოსმალეთის იმპერიის ტახტის მემკვიდრე. 1541 წელს სულთანმა მუსტაფა ამასიაში გააგზავნა, ხოლო მანისის სანჯაყ-ბეიდ დანიშნა მეჰმედი. ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, სულეიმანს სურდა, რომ მის შემდეგ ტახტზე მეჰმედი ასულიყო, რადგან მას მუსტაფაზე ჭკვიან და ძლიერ მმართველად თვლიდა. ევლია ჩელები მეჰმედს აღწერდა, როგორც უფრო დახვეწილი თვისებებისა და მაღალი ინტელექტის მქონეს, ვიდრე თუნდაც მუსტაფა იყო.

1543 წელს მეჰმედმა მონაწილეობა კვლავ მიიღო უნგრეთის ლაშქრობაში და მამასთან ერთად მეთაურობდა ოსმალეთის არმიას ესტერგომის ალყის დროს. ამავე წელს, სანჯაყში დაბრუნების შემდეგ, მეჰმედი მოულოდნელად გარდაიცვალა. ერთი-ერთი ვერსიით იგი ყვავილმა იმსხვერპლა. ასევე, არსებობს ვერსია, რომ მეჰმედი მუსტაფას დედა, მაჰიდევრანმა მოაწამვლინა, რადგან სულეიმანი მის ტახტზე აყვანას აპირებდა. საყვარელი შვილის ხსოვნის პატივსაცემად სულეიმანმა ცნობილ არქიტექტორ სინანს სტამბოლში ააშენებინა შეჰზადეს მეჩეთი. მეჩეთი 1543-1548 წლებში შენდებოდა.

მეჰმედის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე დაიბადა მისი შვილი ჰუმაშაჰი, რომელიც 5-ჯერ გათხოვდა და შეეძინა 6 ბიჭი და 5 გოგო. გარდაიცვალა 52 წლის და დაკრძალულია მამის გვერდით შეჰზადეს მეჩეთში.

რესურსები ინტერნეტში

Tags:

1521154115436 ნოემბერიკონსტანტინოპოლიმანისასანჯაყ-ბეისულეიმან Iჰიურემ სულთანი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ოცდაათწლიანი ომისაქართველოს მთებიფანდურიგერმანიაბაგრატ III (საქართველოს მეფე)მუნიდავით IV აღმაშენებელიმშვილდოსანი (ასტროლოგია)მზესაქართველოს ფაუნა25 აპრილინიკა არაბიძევაჟა მარგველაშვილიზედსართავი სახელილომივიკისაწყობისაქართველო XII-XIII საუკუნეებშისერგო ორჯონიკიძეაშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიახელისუფლების დანაწილებათბილისის მეტროპოლიტენითირკმელივიქტორ ორბანიკავკასიადიდი ხუთშაბათისტუმარ-მასპინძელიზუგდიდიჯვაროსნული ლაშქრობებიიმერეთის მხარეთემურლენგის ლაშქრობები საქართველოშიაბრეშუმის ჭიათხის რქა (ასტროლოგია)კონვექციაევროპის პარლამენტისაქართველოს ბრძოლების სიაჰაერიშიზოფრენიაბაში-აჩუკი (ფილმი)მეორე მსოფლიო ომიკალციუმითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტირიონიიმერეთიგასტრიტიბაბუაწვერათბილისის ისტორიაგიორგი IV ლაშამურვან ყრუს შემოსევა საქართველოშიეგვიპტეშინაური ძაღლიყივანახველაკალათბურთიმიხეილ სააკაშვილიიალბუზიგოდერძის უღელტეხილიიესო ქრისტეკილოგრამიმარო მაყაშვილიტელეფონების ნომრები საქართველოშიევროკავშირიქაშვეთის ეკლესიამინერალების სიამუშთაიდის ბაღიჰიპერბოლა (ენა)ფარნავაზ Iფოტოსინთეზიგლობალური დათბობადემოკრატიამსოფლიოს შვიდი საოცრებაარჩვიქართლის გაქრისტიანებათახვიტოლერანტობანოე ჟორდანიამონღოლთა ბატონობა საქართველოშიგაერთიანებული სამეფოსაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიჭიანჭველასებრნიმსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვით🡆 More