ევლია ჩელები

ევლია ჩელები (ოსმ.

25 მარტი, 1611, სტამბოლი — გ. 1683, სავარაუდოდ ეგვიპტე) — ოსმალი მწერალი, მემატიანე და მოგზაური.

ევლია ჩელები
ოსმ. اوليا چلبی
ევლია ჩელები
დაბადების თარიღი 25 მარტი, 1611(1611-03-25)[1] [2] [3] [4] [5]
დაბადების ადგილი სტამბოლი
გარდაცვალების თარიღი 1682[6] [2] [7] [3] [8] [9]
გარდაცვალების ადგილი კაირო
საქმიანობა მკვლევარი, ისტორიკოსი, მწერალი და მოგზაური
ენა ოსმალური ენა
მოქალაქეობა ევლია ჩელები ოსმალეთის იმპერია
Magnum opus Seyahatname

ევლია ჩელებიმ 40 წლის განმავლობაში იმოგზაურა ოსმალეთის იმპერიის სხვადასხვა პროვინციაში, იყო აგრეთვე მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში. მთელი თავისი მოგზაურობის განმავლობაში იგი საკმაოდ დეტალურად აღწერდა და ინიშნავდა შთაბეჭდილებებს სხვადასხვა ღირსახსოვარი მოვლენის, რეალიისა, თუ ადგილ-კუთხის შესახებ. მისი „სეიაჰათნამე“, ანუ „წიგნი მოგზაურობათა“ წარმოადგენს გვიანი XVII საუკუნის ოსმალური სამყაროს შესახებ არსებულ უმნიშვნელოვანეს ისტორიოგრაფიულ წყაროს.

წარმომავლობა

ევლია ჩელების წინაპრები კუთაჰიიდან (მცირე აზია) იყვნენ და საცხოვრებლად კონსტანოპოლს მისი დაპყრობის შემდეგ გადმოსულან.
ევლია ჩელების მამა, დერვიშ მეჰმედ ზილი აღა თურქ. Dervîş Mehmed Zıllî Ağa - გ. †1648), სულთან აჰმედ I-ის კარზე ოქრომჭედლად მუშაობდა, ხოლო დედამისი კი წარმოშობით კავკასიელი წარჩინებულის ქალი ყოფილა. ევლია იზრდებოდა კარგი განათლების მისაღებად მეტად ხელსაყრელ პირობებში. მისი სახელი „ევლია“ (Evliyâ) ქართულად ითარგმნება, როგორც „ღვთის მეგობარი“, „ჩელები“ (Çelebi) კი „განსწავლულს, განათლებულს“ ნიშნავს.

შეიჰულისლამის (მართლწერა ოსმალურად: ‏شيخ الإسلام‎; მართლწერა თურქულად: Şeyhülislâm) მედრესეში სწავლის დასრულებისთანავე ჰამიდ ეფენდიმ (Hâmid Efendi) ყურანის რეციტატორის თანამდებობა მიიღო სერაილში. სულთნის სასახლესთან არსებულ სახელგანთქმულ სასწავლო დაწესებულებაში (ენდერუნი) იგი ქეჩი მეჰმედ ეფენდის (Keçi Mehmed Efendi) ხელმძღვანელობით კალიგრაფიას, მუსიკას, არაბულ გრამატიკასა და ყურანმცოდნეობას ეუფლებოდა. ქეჩი მეჰმედ ეფენდი' იყო მასწავლებელი აგრეთვე ქათიბ ჩელებისა (Katib Çelebi).

კარგ ოჯახურ მდგომარეობაში აღზრდილ ევლიას განსწავლის წლებში თავი უსახელებია თავისი ნიჭითა და შრომისმოყვარეობით, განათლებითა და გონების სისხარტით.

„წიგნი მოგზაურობათა“

„წიგნი მოგზაურობათა“, ანუ სეიაჰათნამე (ოსმალური მართლწერით سياحت نامه, თანამედროვე თურქული მართლწერით Seyahatnâme) წარმოადგენს მოგზაურობათა რეპორტაჟების ერთგვარ კრებულს, რომლებიც ევლია ჩელების სხვადასხვა დროს უწარმოებია. ის აღწერდა ყველაფერ იმას, რაც მას ღირშესანიშნავად ეჩვენებოდა. ნაწარმოებში წააწყდებით პასაჟებს, სადაც ნათლად ჩანს მწერლის ცოდნა სხვადასხვა სფეროდან. ის ხშირად აღწერს ქალაქებს, ცალკეულ შენობებს, განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს მეჩეთებს, სინაგოგებს, ეკლესიებს და მათ ისტორიებს. ე. ჩელები აღწერს ასევე ადამიანებს, მათ ჩაცმულობასა და დღესასწაულებს, წეს-ჩვეულებებს, სიმღერებს, ენებს. საუბრობს სხვადასხვა აღმსარებლობის ხალხებზე და ადამიანურ ურთიერთობებზე.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • ევლია ჩელების "მოგზაურობის წიგნი" / თარგმნა, კომენტარები და გამოკვლევა დაურთო გ. ფუთურიძემ ; მთ. რედაქცია: ი. აბულაძე, ვლ. ფუთურიძე, ს. ყაუხჩიშვილი და სხვ. ; საქართველოს შესახებ არსებული უცხოური წყაროების კომისია - თბილისი - (უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ. წ. XXVIII) ტომი 2. ნაკვეთი 1 : ქართული თარგმანი - : მეცნიერება, 1971.
  • ევლია ჩელების "მოგზაურობის წიგნი" / თურქულიდან თარგმნა, კომენტარები და გამოკვლევა დაურთო გ. ფუთურიძემ ; საქართველოს შესახებ არსებული უცხოური წყაროების კომისია - თბილისი. - ; (უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ. წ. XXX) ნაკვეთი 2 : გამოკვლევა, კომენტარები - : მეცნიერება, 1973.

რესურსები ინტერნეტში

ევლია ჩელები 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

-1'> Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  • 2.0 2.1 SNAC — 2010.
  • 3.0 3.1 Babelio — 2007.
  • Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  • Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  • Deutsche Nationalbibliothek Record #11890390X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  • CONOR.BG
  • CONOR.SR
  • MAK
  • Tags:

    ევლია ჩელები წარმომავლობაევლია ჩელები „წიგნი მოგზაურობათა“ევლია ჩელები იხილეთ აგრეთვეევლია ჩელები ლიტერატურაევლია ჩელები რესურსები ინტერნეტშიევლია ჩელები სქოლიოევლია ჩელები1611168325 მარტიეგვიპტეთურქული ენაოსმალებიოსმალური ენასტამბოლი

    🔥 Trending searches on Wiki ქართული:

    პომპეუსის ლაშქრობა საქართველოშიივანე ჯავახიშვილიჰექტარიბზობაძველი საბერძნეთიარაპენეტრაციული სექსიბიზანტიის იმპერიაკონვექციასაქართველო IX-X საუკუნეებშიბუნების დაცვაგანათლება საქართველოშისაქართველო XII-XIII საუკუნეებშიფოთიდავითიანი (ნაწარმოები)დათა თუთაშხიაბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)ტელეფონების ნომრები საქართველოშიტურიზმიმერაბ კოსტავაკალციუმისაქართველოს მუნიციპალიტეტებიფერნანდო მაგელანისაქართველოს სახელმწიფო გერბიბიშკეკიამაზონიტრეფიკინგირუსთავისამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაანა კალანდაძესაქართველოს ბრძოლების სიაოსმალეთის იმპერიაგელათის მონასტერისაქართველოთეთრი დათვიკუნილინგუსიტოლერანტობავოლფგანგ ამადეუს მოცარტითემურლენგიალკანიპელოპონესის ომილიბერალიზმი საქართველოშიგერმანიასინონიმებიბასიანის ბრძოლალევან საგინაშვილიმარსიალცჰაიმერის დაავადებაფოტოსინთეზივიქტორ ორბანიქაქუცა ჩოლოყაშვილიკავკასიონიინსულტირევაზ ინანიშვილიოშკიტოლგვერდა სამკუთხედიქართლის ცხოვრებაC ჰეპატიტიავტორიტარიზმიქაშვეთის ეკლესიალაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალირომის რესპუბლიკააბას I (ირანი)გალაკტიონ ტაბიძეევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიზევსიცხენისწყალიარსებითი სახელიძველი თბილისიწმინდა ნინოგიორგი III (საქართველოს მეფე)პაბლო პიკასოდავით VII ულუსულეიმან Iირაკლი კობახიძელაშა ტალახაძეკვადრატული მეტრიr1841🡆 More