ისტორიოგრაფია

ისტორიოგრაფია (ბერძნ.

ისტორია და ...გრაფია „აღწერა“) — ტერმინი რამდენიმე მნიშვნელობით გამოიყენება:

  1. ისტორიული მეცნიერების მთელი ისტორია, აგრეთვე გამოკვლევათა ერთობლიობა, რომელიც შეეხება განსაზღვრულ ეპოქას, თემას, ან ისტორიულ ნაშრომთა ერთობლიობა, რომელთაც აქვთ შინაგანი ერთიანობა სოციალურ-კლასობრივი ან ნაციონალური მახასიათებლების მიხედვით, მაგ. შუა საუკუნეების ისტორიოგრაფია, ფრანგული ისტორიოგრაფია.
  2. ისტორიული მეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის მის ისტორიას, კერძოდ: ისტორიული ცოდნის დაგროვებას, ისტორიული მოვლენების განმარტებას, ისტორიული მეცნიერების მეთოდოლოგიური მიმართულებების ცვლას და სხვა.
  3. ისტორიის, ისტორიული პროცესის აღწერა. აქედან მომდინარეობს პროფესიული ტერმინი ისტორიოგრაფი, რაც ისტორიკოსის სინონიმია.
ისტორიოგრაფია
ისტორიის დაწერის ალეგორია, იაკობ დე ვიტი (1754)

ისტორიოგრაფია არის წარსულის აღწერის მეტა-ანალიზი. ისტორიოგრაფიის შესწავლისას ისწავლება არა წარსულის მოვლენები უშუალოდ, არამედ ამ მოვლენების ინტერპრეტაციების ცვლილებები ცალკეული ისტორიკოსების შრომებში. ზოგიერთი ძირითადი საკითხი, რომელიც განიხილება ისტორიოგრაფიაში:

  • ვინ დაწერა ისტორიული წყარო (პირველადი ან მეორეული);
  • რამდენად სარწმუნოა წყარო;
  • როგორი იყო ისტორიული ცოდნა და წარმოდგენები წყაროს შედგენის პერიოდში;
  • ვინ იყო წყაროს შემკვეთი და მომხმარებელი (აუდიტორია);
  • რომელ წყაროებსა და ფაქტებს ანიჭებდნენ უპირატესობას და რომელს უგულვებელყოფდნენ თხრობისას;
  • რა მეთოდით იყო შეგროვებული ინფორმაცია და სხვა.

ლიტერატურა

  • Barnes, Harry Elmer. A history of historical writing (1962)
  • Barraclough, Geoffrey. History: Main Trends of Research in the Social and Human Sciences, (1978)
  • Bentley, Michael. ed., Companion to Historiography, Routledge, 1997, ISBN 0415285577: 39 chapters by experts
  • Breisach, Ernst. Historiography: Ancient, Medieval and Modern, 3rd edition, 2007, ISBN 0-226-07278-9
  • Budd, Adam, ed. The Modern Historiography Reader: Western Sources. London: Routledge, 2009.
  • Cohen, H. Floris The Scientific Revolution: A Historiographical Inquiry, Chicago, 1994, ISBN 0-226-11280-2
  • Conrad, Sebastian. The Quest for the Lost Nation: Writing History in Germany and Japan in the American Century (2010)

რესურსები ინტერნეტში

Tags:

...გრაფიაისტორია

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მიქელანჯელო ბუონაროტიპლებისციტიშვეიცარიაფრინველებიალპებიდაუნის სინდრომიFacebook17 აპრილითემურლენგიჯანსუღ ჩარკვიანისისხლიბახტრიონი (პოემა)მინერალებითირკმელიაქლემივეფხისტყაოსანილიტრინიუტონის კანონებიდემაგოგიამსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითიუდაიზმიიესო ქრისტექართლის სამეფორეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)ებრაელებიიგილოცვა ეფრემ ასურისაფემინიზმიმურვან ყრუს შემოსევა საქართველოშიევერესტიდედამიწაალპური დანაოჭებაკაცია-ადამიანი?!საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაბაგრატ IV (საქართველოს მეფე)პარტიკულარიზმიბუნებრივი გადარჩევალობიტოტალიტარიზმიმამუკა მდინარაძექართული სამზარეულომიკროორგანიზმებიჩრდილოეთი ამერიკაპარიზიქვემო ქართლის მხარესიონის ტაძარიმეწყერიგრიგოლ ხანძთელისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირინიკო ნიკოლაძერიცხვითი სახელირუსეთ-საქართველოს ომი (2008)ქართული ვაზის ჯიშებიდემეტრე II თავდადებულისაქართველოს პოლიტიკური კრიზისი (2007)დედოფალაემპათიაგაერთიანებული სამეფოთამარ მეფებათუმიჯაბა კანკავაბუდაპეშტივალტორნასიყვარულის დღესახელმწიფოზვავიგიორგი V ბრწყინვალელონდონიკონტინენტიქართლის ცხოვრებაგამზრდელი (პოემა)მალტამტკვარიჰალოგენებიპეპ გვარდიოლაიგლუბაქტერიებიორალური სექსი🡆 More