სკანდინავიის ნახევარკუნძული

სკანდინავიის ნახევარკუნძული — გეოგრაფიული რეგიონი ჩრდილოეთ ევროპაში, რომელიც მოიცავს ნორვეგიას და შვედეთს, აგრეთვე ფინეთის ჩრდილო ნაწილს.

სახელი სკანდინავია სკანიადან მოდის, რეგიონი, რომელიც ნახევარკუნძულის სამხრეთშია. სკანდინავიის ნახევარკუნძული ევროპაში ყველაზე დიდი ნახევარკუნძულია. იგი ფენოსკანდიის თავისებური ნაწილია, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთით რუსეთ-ფინეთიდან იწყება და სამხრეთ-დასავლეთით დანია-გერმანიისკენ მიემართება.

{{{სახელი}}}
სკანდინავიის ნახევარკუნძული
კოორდინატები: 63° ჩ. გ. 14° ა. გ. / 63° ჩ. გ. 14° ა. გ. / 63; 14
ქვეყანა შვედეთის დროშა შვედეთი, ნორვეგიის დროშა ნორვეგია, ფინეთის დროშა ფინეთი
ფართობი 800 000 კმ²
აკვატორია ბოტნიის ყურე, ბალტიის ზღვა, ატლანტის ოკეანე, ჩრდილოეთის ზღვა

გეოგრაფია

სკანდინავიის ნახევარკუნძული ევროპაში ყველაზე ფართოა და სიგრძით, დაახლოებით, 1850 კილომეტრია, ხოლო სიგანით 370-805 კილომეტრი. სკანდინავიის მთაგრეხილი ძირითადად სამი ქვეყანას შორის ავლებს საზღვარს და სამხრეთ ნორვეგიის ცენტრალურ ნაწილამდე გრძელდება. ნახევარკუნძულს რამდენიმე ზღვა ეკვრის:

მისი უმაღლესი მწვერვალი იყო გლიტერტინდენი ნორვეგიაში, რომლის სიმაღლეც ზღვის დონიდან, დაახლოებით, 2470 მეტრი იყო, თუმცა მყინვარის დნობის შემდეგ, უმაღლეს მწვერვალად გალდიოპიგენი სახელდება 2469 მეტრით ზღვის დონიდან (აგრეთვე ნორვეგიაში). ამ მთებშია კონტინენტური ევროპის ყველაზე დიდი მყინვარი იოსტედალსბრეენი. ნახევარკუნძულის ერთი მეოთხედი არქტიკული წრის ჩრდილოეთით არის განლაგებული. აქ უკიდურესი ჩრდილოეთის წერტილი კონცხი ნორდკინი მდებარეობს.

ჰავა — ნახევარკუნძულზე კლიმატი მერყეობს ჩრდილაღმოსავლეთში ტუნდრულიდან და სუბარქტიკულიდან, ნოტიო კონტინენტურით ცენტრალურ ნაწილში და დასავლეთსა და სამხრეთში ცივი ზღვიურით.

წიაღისეული — რეგიონი მდიდარია ხე-ტყით, რკინითა და სპილენძით. ნავთობისა და ბუნებრივი აირის უზარმაზარი საბადოები იქნა აღმოჩენილი ნორვეგიის სანაპიროებთან და ატლანტის ოკეანეში. სამხრეთ შვედეთში კარგად არის განვითარებული ფერმერული მეურნეობა.

ხალხი

ადამიანის არსებობის პირველი დადასტურებული კვალი ნახევარკუნძულის სამხრეთსა და დანიაში 12 000 წლის წინ გამოჩნდა. როგორც კი ყინულის საფარმა დნობა, ხოლო ტუნდრამ ჩამოყალიბება იწყო, პირველი მონადირეებიც გამოჩნდნენ. ჰავის დათბობამ ხე-ტყის განვითარება გამოიწვია, სიმწვანემ კი ცხოველები მიიზიდა. მონადირე-მეთევზე-შემგროვებელთა პირველი კვალი მეზოლითის ხანას (8200 ძვ.წ.აღ.) უკავშირდება და გრძელდება ნეოლითში სასოფლო-სამეურნეო კულტურის ჩასახვამდე (3200 ჩვ.წ.აღ.).

ნახევარკუნძულის ჩრდილო და ცენტრალური ნაწილი საამების, ანუ ლაპლანდიელების მიერ დასახლდა. ისინი მეტწილად სუბარქტიკულ და არქტიკულ ზონებში ცხოვრობდნენ. ისინი საამთა ენაზე საუბრობენ, რომელიც არ არის ინდოევროპული, არამედ ფინო-უგორულია და ფინურსა და ესტონურს ენათესავება.

ნახევარკუნძულის სხვა მკვიდრთა შორის უკვე IX საუკუნის ჩანაწერებიდან ნორვეგიელები ჩნდებიან ნორვეგიის დასავლეთ სანაპიროზე, დანიელები კი თანამედროვე შვედეთის სამხრეთ ნაწილში, აღმოსავლეთ ნორვეგიის მოსაზღვრე ტერიტორიებზე კი შვედები იწყებენ გამოჩენას. ისინი მსგავს, მონათესავე ინდოევროპულ ენაზე საუბრობდნენ, რომელსაც ძველისლანდიური ენა ეწოდება. მართალია მას მერე პოლიტიკური საზღვრები არაერთხელ შეიცვალა, მაგრამ ეს ხალხი XXI საუკუნის სკანდინავიის მოსახლეობაში უმრავლესობას წარმოადგენს.

პოლიტიკური განვითარება

სკანდინავიის ნახევარკუნძული 
სკანდინავიის ნახევარკუნძულზე პოლიტიკური საზღვრები 1888 წლისთვის

იმის მიუხედავად, რომ სკანდინავიის ქვეყნების სახელმწიფოებრიობა უკვე ათას წელს მოითვლის, პოლიტიკური საერთაშორისო საზღვრები XVII საუკუნემდე არ იყო განსაზღვრული. იმხანად შვედეთმა კატეგატზე გაავლო საზღვარი და ბალტიის ზღვაზე განავრცო კონტროლი. შვედეთ-ნორვეგიის საზღვრები საბოლოოდ 1751 წელს განისაზღვრა. ფინეთ-ნორვეგიის საზღვრები ხანგრძლივი მოლაპარაკებების მერე 1809 წელსღა დადგინდა. ნორვეგია-რუსეთს შორის კი 1826 წელს გაევლო საბოლოო საზღვარი. 1920 წლამდე ყველა საზღვარი ბოლომდე არ იყო გავლებული, ამდენად, ფინეთს ბარენცის ზღვაზე ჰქონდა გასასვლელი, თუმცა, 1944 წელს ამ ტერიტორიების რუსეთისთვის დათმობა მოუწია.

დანია და შვედეთი საუკუნეთა მანძილე დომინანტის როლს ასრულებდნენ სკანდინავიაში, ბოლო საუკუნეებში მათ რიცხვს რუსეთიც მიემატა. რაც შეეხება ნორვეგიას, ფინეთსა და ისლანდიას, ამ ქვეყნებმა საბოლოო დამოუკიდებლობა XX საუკუნეში მიიღეს.

გალერეა

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • Ерамов Р. А., Физическая география зарубежной Европы, М., 1973;
  • 3анина А. А., Климат Скандинавского полуострова, Л., 1964;
  • О’Делл Э., Скандинавия, пер. с англ., М., 1962;
  • Chabot G. [e-. a.], L’Europe du Nord et du Nord — Quest, t. 1, P., 1958.

Tags:

სკანდინავიის ნახევარკუნძული გეოგრაფიასკანდინავიის ნახევარკუნძული ხალხისკანდინავიის ნახევარკუნძული პოლიტიკური განვითარებასკანდინავიის ნახევარკუნძული გალერეასკანდინავიის ნახევარკუნძული იხილეთ აგრეთვესკანდინავიის ნახევარკუნძული ლიტერატურასკანდინავიის ნახევარკუნძულიგერმანიადანიანახევარკუნძულინორვეგიარუსეთიფენოსკანდინავიაფინეთიშვედეთიჩრდილოეთი ევროპა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ქრისტეფორე კოლუმბინანა ფაჩუაშვილიხემარწყვაილია ჭავჭავაძეელისაბედ IIდელფინებიდედამიწის სტრუქტურახეგურიის მხარეგურიამურმან ლებანიძეჩერნობილის კატასტროფაარქეოლოგიაინდოეთიდიმიტრი ყიფიანიგველის-მჭამელიტოკუსაცუმურვან ყრუს შემოსევა საქართველოშიდემეტრე II თავდადებულიევოლუციაირანითავისუფლება (ფილოსოფია)ჭადრაკიანგარიშთა გეგმაჰარი პოტერიზაქარია ფალიაშვილიინგლისური ენაThe Beatlesმონტენეგროკოლხეთის დაბლობიკავკასიური ნაგაზიელეონორა რუზველტიმუშთაიდის ბაღიორგაზმიმსოფლიოს შვიდი საოცრებაბერძნული მითოლოგიადავით VII ულუკონგოსაქართველოს ქედების სიაპარიზინიუტონის კანონებიმტკვარიკალათბურთივინსენტ ვან გოგიამერიკის შეერთებული შტატებიკალიებიქართვლის დედაიბერიახევისბერი გოჩამილანის ედიქტიჯრუჭის I ოთხთავიყაზახეთიქიმიური ელემენტინოე ჟორდანიაუფლისციხეალექსანდრე იოსელიანიბუნებრივი გადარჩევაFacebookმე, ბებია, ილიკო და ილარიონი (რომანი)ნიჰილიზმიიუნგფრაუიოხის უღელტეხილიქრისტიანობადიდი გეოგრაფიული აღმოჩენებივერძი (ასტროლოგია)ნელსონ მანდელასოლომონ Iსვეტიცხოველიირლანდიაევროკავშირიმარსიახალი ზელანდიადაუნის სინდრომიუჯრედინიუ-იორკიგიორგი სააკაძეშველიალმასიარასამთავრობო ორგანიზაციაგიორგი ლეონიძე🡆 More