საკინძი

საკინძი, ქინძისთავი — ტანსაცმლის შესაკრავი ან სამკაული, ზოგჯერ რიტუალური დანიშნულების მქონე.

საკინძს აქვს ღერო და ფიგურული თავი. ამზადებდნენ ძვლისაგან (ადრინდელი საკინძები) ან სხვადასხვა ლითონისაგან. ზოგჯერ ღერო და თავი სხვადასხვა ზოგჯერ ღერო და თავი სხვადასხვა მასალისაა.

საქართველოს ტერიტორიაზე უძველესი საკინძი აღმოჩნდა საგვარჯილეში (პალეოლითის ხანა). უძველესი საკინძები ტანსაცმლის შესაკრავად იყო განკუთვნილი. სპილენძის ადრეული საკინძები ძირითადად ძვლის საკინძების ფორმებს იმეორებს. ბრინჯაოს საკინძები მრავალფეროვანია და ზოგჯერ დიდი ზომისა. ადრინდელი, შუა და გვიანდელი ბრინჯაოს ხანაში კავკასიაში სხვადასხვა ტიპის საკინძები იყო გავრცელებული, რომლებსაც ბრინჯაოსაგან (იშვიათად ოქროსა და ვერცხლისაგან), ამზადებდნენ. სხვადასხვა არქეოლოგიურ კულტურას საკინძების განსხვავებული ტიპი ახასიათებს. წინაანტიკური და ანტიკური ხანის საკინძებო უფრო მსუბუქია, რაც კოსტიუმის ცვლილებებთანაა დაკავშირებული.

გვიანდელ ანტიკურ ხანაში საკინძი (ხშირად რკინისა) თმისა და თავსაბურავის სამაგრ სამკაულად იქცა. IV-VIII საუკუნეებში დამახასიათებელია ბროწეულისებური ან სხვა ყვავილისმაგვარი მარჯნისთავიანი საკინძები, რომლებიც ნაყოფიერების სიმბოლოდაა მიჩნეული (გ. ლომთათიძე). მათში ქართული ჩიხტაკოპის პროტოტიპი შეიმჩნევა (ე. თაყაიშვილი). ფეოდალური ხანის ქვის რელიეფებსა და ფრესკებზე გამოსახულია საკინძები, რომლებითაც დამაგრებულია დიდგვაროვანთა წამოსასხამები (ნ. ჩოფიკაშვილი). შუა ფეოდალური ხანის არქეოლოგიურ მასალაში საკინძი იშვიათად გვხვდება.

XIX-XX საუკუნეებში ქართული ეთნოგრაფიის სინამდვილეში ცნობილია მანდილოსანთა თავსაბურავის შესამკობ-დასამაგრებელი წვრილი ღეროვანი საკინძები (შუბლის ქინძისთავი). XIX საუკუნის დასაწყისში ჩვენში ევროპული კოპსტიუმებთან ერთად ევროპული სამკაულ-საკინძებიც შემოვიდა.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • გოგაძე ე.,ქსე, ტ. 8, გვ. 673-674, თბ., 1984

Tags:

ტანსაცმელი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

თვითმმართველობაარჩვისაქართველოს ტერიტორიული მოწყობადედამიწის სტრუქტურაანგარიშთა გეგმაკუბური მეტრიმალდივის რესპუბლიკაუჯრედივეფხვიიასამანიანა კალანდაძესაქართველო IV საუკუნეშიპრიზმასაქართველოს წითელი ნუსხადიდი პარასკევითბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრივიკიპედიაპოლიტიკური გეოგრაფიამონოგამიამეიოზირომბიამერიკამონანიება (ფილმი)ხეოფსის პირამიდაპორტუგალიალომი (ასტროლოგია)ირლანდიასაქართველოს ოქროს ხანაშვეიცარიაბაყაყიაზოფერნანდო მაგელანიავტომობილისაქართველოს პრეზიდენტიფუტკრებიოქსიდიკარლეს პუჩდემონიბელგიამოლოტოვ-რიბენტროპის პაქტიბაში-აჩუკი (ფილმი)რითმაალავერდიინსულტისაქართველოს მდინარეების სიასომხური სამოციქულო ეკლესიაზედსართავი სახელიმტაცებელი ფრინველებიხაჭაპურისიყვარულიფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგიარევაზ ინანიშვილიამფიბიებისატურნიფშავიჯიხვიევროპაოტელო (ვერდის ოპერა)გაზაფხულილაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალიდისკრიმინაციაცოტნე დადიანიჰიპერბოლა (ენა)26 აპრილიკონვექციადავით გურამიშვილისაქართველოს ქალაქებიძაღლივარძიაპერსონალური კომპიუტერიჰიმალაიარაპენეტრაციული სექსილურჯი ვეშაპიდათა თუთაშხიაეგრისის სამეფოდემეტრე II თავდადებულივენის კონგრესიჩერნობილის კატასტროფაანტონიმი🡆 More