რკინის გვარდია

„რკინის გვარდია“ (რუმ.

პარტია ორდენის ხასიათს ატარებდა, ცხოვრობდნენ მონაზონ-რაინდული ტიპის ცხოვრებით და ატარებდნენ რელიგიურ რიტუალებს.

რკინის გვარდია
რკინის გვარდია
ხელმძღვანელობა
ლიდერი
  • კორნელიუ ზელია კოდრეანუ (1927-1938)
  • სიმა ხორია (1938-1941)
ისტორია
დამფუძნებელი კორნელიუ ზელია კოდრეანუ
დაფუძნდა 24 ივლისი, 1927
დაიშალა 23 იანვარი, 1941
პოზიციები
იდეოლოგია რუმინული ნაციონალიზმი
ულტრანაციონალიზმი
ანტიკომუნიზმი
კლერიკალური ფაშიზმი
ანტისემიტიზმი
პოლიტიკური პოზიცია ულტრამემარჯვენე
ფერები      მწვანე
შტაბ-ბინა ბუქარესტი, რუმინეთის სამეფო

მიზანი და ისტორია

რკინის გვარდია 
კორნელიუ ზელია კოდრეანუ
რკინის გვარდია 
რკინის გვარდია

რკინის გვარდია იყო ანტიკომუნისტური, ანტისემიტური და ანტიკაპიტალისტური იდეოლოგიის მატარებელი. მთავარი ნიშანი, რითაც განსხვავდებოდნენ დასავლელი ულტრანაციონალისტებისგან, იყო მათი რელიგიური მრწამსი, ისინი მართლმადიდებელი ქრისტიანები იყვნენ, რის გამოც ბევრი რუმინელი მართლმადიდებელი სასულიერო პირი მათი აქტიური წევრი იყო. თვითონ კოდრეანუ წარმოშობით ბუკოვინიდან იყო, რომელიც შემდგომ საბჭოთა კავშირმა რუმინეთს წაართვა ბესარაბიასთან ერთად და აქ მოლდავეთის სსრ შექმნა. კოდრეანუმ 1923 წელს ალექსანდრე გუზასთან ერთად შექმნა „ეროვნულ-ქრისტიანული ლიგა“, თუმცა გამაღიზიანებელი გახდა მისი აქტიურობა და ციხეში აღმოჩნდა, რა პერიოდშიც ლეგიონის შექმნაზე დაიწყო ფიქრი და გამოსვლის შემდგომ ეს მართლაც მოახერხა. პარტია საკმაოდ პოპულარული გახდა, რუმინეთში მას მოაზროვნეთა დიდი ნაწილიც უჭერდა მხარს. 1930 წლიდან დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ კომუნისტებს და სხვა პოლიტიკურ ოპონენტებს. ჩამოყალიბდა მებრძოლი ლეგიონი, რომელიც ხუთ ნაწილად იყო დაყოფილი, მოიერიშე ლეგიონერებს პირდაპირ ევალებოდათ თავიანთი მტრების ფიზიკური განადგურება. 1937 წელს რკინის გვარდია რეალური პოლიტიკური ძალა გახდა, რამაც შეაშინა მმართველი ხელისუფლება და 1938 წელს კორნელიუ კოდრეანუ ციხეში ჩასვეს, თუმცა ის მაინც საშიში იყო ხელისუფლებისთვის და ამავე წელს საიდუმლო ბრძანებით რამდენიმე თანამებრძოლთან ერთად მოკლეს. პარტია შესუსტდა, თუმცა არსებობა არ შეუწყვიტავს და 1939 წლის 21 სექტემბერს შურისძიების მიზნით მათ დაცხრილეს პრემიერ-მინისტრი კალინესკო. შურისძიების პროცესი გაგრძელდა. ამას იმანაც შეუწყო ხელი, რომ კაროლ II-ის დროს (1930-1940) რუმინეთმა საკმაოდ დიდი ტერიტორიები დაკრგა და ხალხში მხარდაჭერა დაკარგა მთავრობამ, ხოლო არმიამ 1940 წელს მეფე გადააყენა და ხელისუფლების სათავეში გენერალი იონ ანტონესკუ მოვიდა, რის შემდეგ ქვეყანაში ოთხ თვიანი სამხედრო მმართველობა დამყარდა. ანტონესკუ იძულებული გახდა რკინის გვარდიასთან ერთად ემართა ქვეყანა. 1941 წლის იანვარში რკინის გვარდიამ აჯანყება მოაწყო ანტონესკუს წინააღმდეგ, თუმცა უშედეგოთ. აჯანყება დამარცხდა, იონ ანტონესკუ რუმინეთის ერთპიროვნული მმართველი გახდა, რკინის გვარდიის მოძრაობა აიკრძალა და მისი ცხრა ათასი წევრი დააკავეს.

ლიტერატურა

  • Fascism (Oxford Readers) edited by Roger Griffin, Part III, A., xi. "Romania", pp. 219–222 (Oxford University Press, 1995, ISBN 0-19-289249-5).
  • The Suicide of Europe: Memoirs of Prince Michael Sturdza by Mihail R. Sturdza (American Opinion Books, 1968, ISBN 0-88279-214-8).

რესურსები ინტერნეტში

რკინის გვარდია 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

რკინის გვარდია მიზანი და ისტორიარკინის გვარდია ლიტერატურარკინის გვარდია რესურსები ინტერნეტშირკინის გვარდია სქოლიორკინის გვარდია1927რუმინეთირუმინული ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ვიტალი დარასელიააიეტი (მითოლოგია)სისხლის მიმოქცევის სისტემაჟიული შარტავამედეა (მითოლოგია)გერმანიანაღვლის ბუშტიამაზონიმასტურბაციაუჯრედიგარემოს დაცვაკახა კალაძენიუტონის კანონებისვანეთიკუნილინგუსიკონსტანტინე გამსახურდიათურქეთიმცენარეებიბაგრატ IV (საქართველოს მეფე)თეატრინიკა კვეკვესკირივეფხისტყაოსანივერსალის საზავო ხელშეკრულება (1919)ტემპერამენტის ტიპებითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაეკვატორული კლიმატური სარტყელიტბააშშ-ის პრეზიდენტების სიასაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკახარებასაბერძნეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიელდარის დაბლობიბარსელონამონა ლიზასისხლიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2008სვეტიცხოველიუოტფორდი (საფეხბურთო კლუბი)სასანიანთა იმპერიაჰეტეროსექსუალობანატრიუმიმერაბ მამარდაშვილიგანათლება საქართველოშიტოლგვერდა სამკუთხედილიტრისეკულარიზმირადიაციასაქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატინუკრი რევიშვილისინონიმებისაქართველო XVIII საუკუნეშიდავით კლდიაშვილიკრიშტიანუ რონალდუქართლის ცხოვრებალუარსაბ IIმინერალების სიაბალეტიიტალიაბიბლიაგარემოს დაბინძურებაძაღლისაქართველო XIII საუკუნეშიქართლის გაქრისტიანებაჭინჭარიიოსებ კეჭაყმაძესაქართველო XVII საუკუნეშითბილისის კურორტების ჯგუფიმეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარილოცვა ეფრემ ასურისახმელთაშუა ზღვააღმოსავლეთი კავკასიონირაჭაბუნებააქლემიალექსანდრე იაშვილიმარაკანა🡆 More