რამაკრიშნა: ინდური ჰიმნი და ფილოსოფოსი

რამაკრიშნა (ნამდვილი სახელი გადადჰარ ჩატო­პადჰიაია; დ.

18 თებერვალი, 1836 — გ. 16 აგვისტო, 1886) — ინდოელი გურუ, მისტიკოსი, რელიგიური რეფორმატორი და მქადაგებელი. დაიბადა ღარიბ ბრაჰმანურ ოჯახში. დაკშინეშვარის კალის ტაძრის ქურუმი. 1859 წელს მშობლების დაჟინებით დაქორწინდა, თუმცა მიიღო ბერული აღთქმა, ასე რომ, ქორწინება ფაქტობრივად არ შემდგარა. დროთა განმავლობაში მისი მეუღლე, სარადა დევი (1853–1920), გურუ გახდა აგრეთვე.

რამაკრიშნა
რამაკრიშნა: ინდური ჰიმნი და ფილოსოფოსი
პირადი მონაცემები
საერო სახელი გადადჰარ ჩატერჯი ან გადადჰარ ჩატო­პადჰიაია
დაბადების თარიღი 18 თებერვალი, 1836
დაბადების ადგილი კამარპუკური, ბენგალის საპრეზიდენტო, ბრიტანეთის ინდოეთი (დღეს დასავლეთი ბენგალი, ინდოეთი)
გარდაცვალების თარიღი 16 აგვისტო, 1886 (50 წლის)
გარდაცვალების ადგილი კოსიპორე, კოლკატა, ბენგალის საპრეზიდენტო, ბრიტანეთის ინდოეთი (დღეს კოლკატა, ინდოეთი)
ეროვნება ინდოელი
რელიგია ინდუიზმი

რამაკრიშნას მასწავლებლებს შორის არა მხოლოდ ვიშნუიტები იყვნენ, არამედ შივაიტები, ტანტრიკები, რომლებისგანაც უპირველეს ყოვლისა, აითვისა ექსტაზის მიღწევის სხვადასხვა ტექნიკა. ადვაიტა-ვედანტის სწავლების გაცნობის შემდეგ, რამაკრიშნამ თავი დაანება წინანდელ წარმოდგენას ღმერთის როგორც პიროვნების შესახებ და ჩაუღრმავდა უთვისებო აბსოლუტის ჭვრეტას. მიემხრო სუფისტურ პრაქტიკას. რამაკრიშნა ამტკიცებდა, რომ შეძლო და გამოსცადა ისლამური და ქრისტიანული გამოცდილება, რომ მისტიკურ ხილვებში შეხვდა მუჰამადსა და იესო ქრისტეს.

რამაკრიშნა მივიდა დასკვნამდე, რომ ადამიანის უმაღლესი მიზანი ღვთისშეცნობაა. იგი ხორციელდება არა მხოლოდ ინდუიზმში, არამედ სხვა რელიგიებშიც, რომლებიც გამოხატავენ აბსოლუტური ჭეშმარიტების სხვადასხვა ასპექტს. რელიგიური რიტუალებზე მაღლა რამაკრიშნა პირად რელიგიურ გამოცდილებას აყენებდა და თვლიდა, რომ სწორედ ესაა ერთიანი რელიგიის საფუძველი. მნიშვნელოვანია მისი პრაქტიკული მოძღვრება, რომელსაც გადმოსცემდა ქადაგების დროს. რამაკრიშნამ დიდი გავლენა მოახდინა ნეოინდუიზმის მოღვაწეებზე, უპირველეს ყოვლისა, ვივეკანანდაზე.

რამაკრიშნას მოწაფისა და მიმდევრის ვივეკანანდას მიერ დაარსებული საზოგადოება „რამაკრიშნას მისია“ (1897) დღესაც მთავარი რელიგიური ცენტრია ინდოეთში. რამაკრიშნას შემოქმედება ჩაწერილია მისი მოწაფეების, ძირითადად, დასავლური განათლების მქონე ინდოელი ინტელიგენტების მიერ.

სქოლიო

Tags:

16 აგვისტო18 თებერვალი18361886ბრაჰმანი (ვარნა)გურუ

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ეკვატორული კლიმატური სარტყელიბაყაყისაქართველო XV საუკუნეშისომხური სამოციქულო ეკლესიაიუდაიზმივიქტორ ორბანიკარტოფილიიბერიაქართული ენაჰიმალაიგიორგი V ბრწყინვალევერძი (ასტროლოგია)დედა ენაFacebookოტელო (ვერდის ოპერა)მიხეილ ლომონოსოვივარძიაპაბლო პიკასოეკოლოგიაზენონი (იარაჯული)საქართველოს ფრინველთა სიასტიგმაპროტესტანტიზმილამპრობაზევსიფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგიათვალიაზიის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითმტაცებელი ფრინველებიპარაზიტიზმიკონცეფციაკალათბურთიანტარქტიდამიტოზინიკა არაბიძედავით VII ულუაჭარის ავტონომიური რესპუბლიკამერკურიმურა დათვიშოთა რუსთაველიალეგორიახაჭაპურისაქართველოს პარლამენტისაქართველოს ოქროს ხანაერეკლე IIნაციონალ-სოციალიზმიუილიამ შექსპირივინსენტ ვან გოგივენაEuropebetმაჰათმა განდისაქართველოს სამხედრო წოდებებიქართული ვაზის ჯიშებისამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაგულიდავით გურამიშვილიშინაური ძაღლიზედსართავი სახელინიუტონის კანონებიაზოტიდიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენააბსცისანაციონალიზმიამაზონიდათა თუთაშხიასაქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაგერმანიაევროპა-აზიის საზღვარინარკოტიკიკრწანისის ბრძოლაპოლონეთიქართული მითოლოგიაცხრა ძმა ხერხეულიძეგურიაამირანი (მითოლოგია)შვედეთისაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიაზიაქეთო და კოტე (ოპერა)🡆 More